საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის და ცნობილი დიზაინერის, მაკა ასათიანის დისშვილი მარიანა აჩბა კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა განსაკუთრებული გარეგნობით ყურადღებას ხშირად იქცევს. მარიანამ განათლება მუსიკალურ სფეროში საზღვარგარეთ მიიღო. ის პიანისტია და წარმატებული კარიერა აქვს.
"ზრდასრულ ასაკში რომ დავიწყე დაკვრა, მივხვდი, რომ მე კი არ ვჭირდები მუსიკას, როგორც ამას ბავშვობაში გაჯერებენ, არამედ მე მჭირდება მუსიკა იმისათვის, რომ ვიგრძნო თავი ისე ბედნიერად, როგორც ვგრძნობ...

ახლა პარიზში ვარ, ჩემს სახლში. რომ დავიბადე, ერთი წლის მანძილზე ვცხოვრობდით აქ და მერე გადავედით საქართველოში.

პარიზში ვსწავლობდი კინოაკადემიაში, სარეჟისოროზე და სულ ვფიქრობდი, რატომ დავანებე დაკვრას თავი. 5 წლის ვიყავი, დაკვრა რომ დავიწყე. შემდეგ11 წლისამ თავი დავანებე. მუსიკას 18 წლის ასაკში დავუბრუნდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, თითქოს მანამდე არასდროს დამიკრავს. ძალიან ბევრი ვიტირე და ვთქვი, რომ დავაგვიანე. შემდეგ, პარიზში რომ დავბრუნდი, ბევრს დავდიოდი ფეხით, ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას და გული მწყდებოდა, რომ დავთმე. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ისევ თავიდან ვცადე, პატარა პროგრესი დავინახე და მუსიკასთან გაუცხოებაც გაქრა. როცა გავიგე, რომ პირველი კონცერტი უნდა დამეკრა, მთელი სამი თვე ვნერვიულობდი. ეს იყო იმ 15 წლის ღელვა ერთიანად. სიზმარივით მახსოვს, რაც შეუძლებელი მეგონა, უნდა დამემტკიცებინა, რომ ან მართლა შეუძლებელია, ან შემიძლია", - ამბობდა მარიანა.
მარიანა აჩბას გამორჩეული სტილი და ერთი საყვარელი დიზაინერი
მარიანა აჩბა სადა, თუმცა დახვეწილი და ელეგანტური სტილით გამორჩევა. მისი სასცენო ჩაცმულობა ყოველთვის მოკრძალებულია - ხშირად ირგებს გრძელ, შავ კაბებს და უპირატესობას მინიმალისტურ ვარცხნილობას ანიჭებს.
მარიანა აჩბას საყვარელი დიზაინერი ჯაბა დიასამიძეა - ეს გასაკვირი არ იქნება მათთვის, ვინც უკვე იცის, რომ მაკა ასათიანის ოჯახს და, მათ შორის, მარიანასაც, ჯაბასთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს. მაკა ასათიანის რძალს, ნანიკო კლდიაშვილს, საკუთარ ქორწილში სწორედ ჯაბას მიერ შექმნილი კაბა ეცვა.
ქვემოთ გთავაზობთ მარიანა აჩბას 5 გამორჩეულ ჩაცმულობას როგორც სასცენო, ისე ყოველდღიური გარდერობიდან:



პირადი ცხოვრება
ცნობილი იყო, რომ "აფხაზი პრინცესა", უმშვენიერესი მარიანა, მუსიკოს ნიაზ დიასამიძისა და მსახიობ მაია გელოვანის ვაჟზე, თემურიკო დიასამიძეზე იყო შეყვარებული. მაშინ წყვილი ერთობლივ ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა და უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა. ცნობილი ოჯახის ორი გამორჩეული სახე, თემურიკო და მარიანა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა, თუმცა მოგვიანებით ერთმანეთს დაშორდნენ. თუმცა მარიანა რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს ისევ ხშირად აქვეყნებს.