Met Gala-ს ხალიჩაზე გამოჩენამდე რამდენიმე საათით ადრე, ორსული რიანა პაპარაცებმა სასტუმროსთან დააფიქსირეს. როგორც აღმოჩნდა, ვარსკვლავი მესამე შვილს ელოდება. წითელ ხალიჩაზე კი მომღერალმა ფეხმძიმობა ოფიციალურად გაასაჯაროვა.
რიანას A$AP Rocky-სგან ორი ვაჟი ჰყავს.


რიანა
თაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მომღერალი, მსახიობი, ბიზნესვუმენი და დიზაინერი, რომელიც ამჟამად უკვე მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსია, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის.
ყველაფერი 2005 წელს დაიწყო, როდესაც რიანამ კონტრაქტი Jay-Z-ის ლეიბლთან გააფორმა და პირველი Dance-pop ჟღერადობის სიმღერა Pon de Replay გამოუშვა, რაც დამწყები ვარსკვლავისთვის საერთაშორისო აღიარების მომტანი აღმოჩნდა. 17 წლის ასაკში რიანას სინგლი უკვე Billboard-ის ცხელ ასეულში მოხვდა.
2008 წელს რობინ რიანა ფენტიმ Jay-Z-ისთან კოლაბორაციით შექმნილი სიმღერისთვის Umbrellaპირველი გრემი აიღო, 2012 წელს კი პოპვარსკვლავის პროექტი Unapologetic მისი პირველი ნომერ პირველი ალბომი გახდა. 23 წლის ასაკში რიანა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა არტისტად დასახელდა, რომლის ნომერ I ჰიტების რაოდენობამ ათს მიაღწია.
მუსიკალურ ინდუსტრიაში მიღწეული წარმატების პარალელურად რიანა ყოველთვის იქცევდა საზოგადოების ყურადღებას ექსცენტრიული გარეგნობითა და ეპატაჟური ჩაცმულობებით. 2014წელს მან „ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს“ გადაწყვეტილებით მოდის ოსკარად წოდებულიFashion Icon-ის ჯილდო მიიღო.
ბარბადოსელმა ლამაზმანმა 2012 წელს არაკომერციული ორგანიზაცია Clara Lionel Foundationდააარსა, მას შემდეგ რიანა იყენებს საკუთარ პლატფორმას, რათა გაზარდოს საზოგადოებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა. კარიერის მანძილზე რიანამ სოლიდარობა არაერთ სოციალურ მოძრაობას გამოუცხადა, სწორედ ამიტომ ის 2017 წელს Harward-ის წლის ჰუმანიტარად დასახელდა.
რამდენიმეწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ რიანამ საკუთარი ბრენდის შექმნა გადაწყვიტა,რომელიც მანამდე არსებული ბრენდებისგან რადიკალურად გამოირჩეოდა. 2017 წელს საერთაშორისო ბაზარზე Fenty Beauty-ის ინკლუზიური პროდუქცია გამოჩნდა