" მამას კი ჰგავს, მაგრამ დედასავით ლაღი და ფარფატაა" - ალექსანდრა პაიჭაძე ქალიშვილის კადრებს აქვეყნებს - Marao

"მამას კი ჰგავს, მაგრამ დედასავით ლაღი და ფარფატაა" - ალექსანდრა პაიჭაძე ქალიშვილის კადრებს აქვეყნებს

2025-05-07 11:01:53+04:00

"ცხოვრება ხანმოკლეა და თანაც აღარასოდეს იქნები 3 წლის და ნახევრის მოცეკვავე დუომოს მოედანზე, ქუჩის მომღერლებთან...... ჩემი ბურბუშელა მამას კი ჰგავს, მაგრამ დედასავით ლაღი და ფარფატაა" - წერს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში და ქალიშვილის ვიდეოს აქვეყნებს:

  • ალექსანდრა პაიჭაძე საცხოვრებლად მილანში გადავიდა: შეურიგდა თუ არა ცნობილი მოდელი დავით კოდუას 

ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა

ცოტა ხნის წინ ალექსანდრამ დავით კოდუასთან დაშორების შესახებ დაწერა: "ბევრი ჭორის თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო. ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს, თუმცა დიდი მადლიერებით და სრულიად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა. ვრჩებით მეგობრებად სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები. მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, გაბედნიერებისთვის! ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე, რაც ჩვენ სამწუხაროდ აღარ გამოგვივა“, – წერდა ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში.

  • "თქვა, რომ მის სიყვარულს ვერ გავექცევი..." - ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას ხმაურიანი ურთიერთობა და ოჯახური კადრები 

მოგვიანებით ალექსანდრამ გამომწერებთან კითხვა-პასუხის დროს, მისსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ გავრცელებულ ჭორებზეც ისაუბრა, თითქოს მოდელმა მეკარეს პირად შეტყობინებაში საკუთარი შიშველი ფოტოები გაუგზავნა. ალექსანდრას ეკითხებოდნენ, იყო თუ არა დავით კოდუასთან დაშორების მიზეზი მამარდაშვილი, ალექსანდრა კი ამ ფაქტს უარყოფდა: 

  • "3 წლის გახდა ვიკი კოდუა" - ალექსანდრა პაიჭაძის ქალიშვილი იუბილარია 

"აზ­რზე არ ვარ, მაგ­რამ პირ­ველ­წყა­რო ვიცი, ვინ­ცაა და იმას, მაგ ლა­მაზ ოჯახს ჩა­მო­ვა­შო­რებ­დი. იმე­დია, ჩა­მო­ი­შო­რა "მა­მარ­და­მაც" და ცოლ­მაც. მიყ­ვარს ორი­ვე, ულა­მა­ზე­სე­ბი არი­ან. ეგე­თი უტვი­ნო უნ­დათ გა­მო­მიყ­ვა­ნონ, რომ ეგ ლა­მა­ზი, ახა­ლი ოჯა­ხი და­ვა­ზი­ა­ნო. ან ჭო­რი­კა­ნა ფეხ­ბურ­თე­ლებს ჩემი "ნუდი" ჩა­ვუგ­დო. ქმა­რი მა­ინც არ მყო­ლო­და ნაკ­რე­ბი­დან, იცის ერ­თმა, იცის ათას­მა. ამას მხო­ლოდ უტვი­ნო გოგო მო­ი­ფიქ­რებ­და", - წერდა პაიჭაძე. 

  • „საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა" - ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა დაშორდნენ 

ალექსანდრა პაიჭაძემ დავით კოდუასთან შერიგების შესახებ საჯაროდ საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა მასთან ერთად გადაღებული რომანტიკული კადრები გაასაჯაროვა. ახლა წყვილი შვილთან ერთად იტალიაში იმყოფება.