კინოწყვილები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც ერთად იყვნენ - Marao

კინოწყვილები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც ერთად იყვნენ

2025-05-19 11:58:17+04:00

ვარსკვლავური წყვილები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან და მათი სიყვარულის ისტორიები არანაკლებ მითურ სახეს იღებს, ვიდრე ფილმებში ნაჩვენები თუ წიგნები აღწერილი რომანტიკული ამბები - გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარულის ისტორია ჰოლივუდისთვის უცხო არ არის, თუმცა მსგავსი ამბები ქართულ კინოშიც ხშირია...

ოთარ კობერიძე და ლია ელიავა

lia

ოთარ კობერიძეს ბევრი ლამაზმანი შეხვედრია ცხოვრებაში, მრავალ კაშკაშა ვარსკვლავთან ერთად უთამაშია, მაგრამ...

 "ბაში-აჩუკს" იღებდნენ მაშინ. კობერიძემ იცოდა, რომ ახალგაზრდა მსახიობი ქალი, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი, ერთ-ერთ მთავარ როლზე იყო დამტკიცებული, თუმცა ჯერ ნანახი არ ჰყავდა. ბუნებრივია, აინტერესებდა, ვისთან ერთად მოუხდებოდა გადასაღებ მოედანზე ყოფნა...

და აი, ის დღეც დადგა, რომელსაც ოთარ კობერიძე ასე იხსენებს: "მშვენიერი დარი იდგა. მე უკვე ბაში-აჩუკის ტანსაცმელში ვიყავი გამოწყობილი და ველოდებოდი სხვა მსახიობების გამოჩენას. ლია რომ დავინახე, დავმუნჯდი, თითქოს მუცელში ჩამივარდა ენა. იგი ისეთი მშვენიერი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე, მზესავით ანათებდა."

ბელა მირიანაშვილი და კახი კავსაძე

kavsadze

  • ლელა წურწუმია და ქართული კინოს ლეგენდები: უცნობი ფოტოს ისტორია 

კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის სიყვარულის ისტორია სამუდამოდ დარჩა სამაგალითოდ. მსახიობების წყვილმა, რომელიც შესრულების საოცარი ოსტატობით გამოირჩეოდა, სახალხო აღიარება და სიყვარული სიცოცხლეშივე მოიპოვა. კახი კავსაძე ერთადერთი და ჭეშმარიტი სიყვარულის ერთგულად სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

 კახისა და ბელას სიყვარულის ისტორია წიგნებში ბევრჯერ წაკითხულ და ფილმებში ბევრჯერ ნანახ ზღაპარს ჰგავდა. ყველაფერი კი ერთი ნახვით სიყვარულით დაიწყო და არასდროს დასრულებულა. 

1969 წელს ირაკლიზე ორსულობა ბელა მირიანაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მას საშინელი ვირუსი შეხვდა, წამლებს არ სვამდა, რათა ნაყოფი არ დაზიანებულიყო. საბოლოოდ, გრიპი გართულდა და ფილტვების ანთებაში გადაუვიდა. მკურნალობამ ანთება კი ჩაუქრო, მაგრამ რთული მშობიარობის შემდეგ ბელას ჯანმრთელობა გაუარესდა. რა აღარ იღონა, სად არ წაიყვანა კახიმ, გერმანიაშიც კი ჰყავდა, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. 

ბელა მირიანაშვილმა დაავადებასთან ბრძოლაში 23 წელი გაატარა. 1992 წლის 26 აგვისტოს მოსკოვში გადაღებებზე მყოფმა კახიმ დაურეკა, უნდოდა ეთქვა, რომ მოსკოვში კიდევ 1-2 სექტემბრამდე იქნებოდა, თუმცა ბელამ თბილისში ჩამოსვლა სთხოვა. 

  • ომში მონაწილეობა, ულამაზესი ცოლი და დიდებული კარიერა - ოთარ კობერიძე 

კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი 

sofiko

  • "ვოცნებობდი, მეცხოვრა თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ადამიანს იმიტომ სცემენ პატივს, რომ ადამიანია... ნუთუ არაფერი შეცვლილა?" - გენიალური ლია ელიავას ცხოვრების გზა 

„ცხოვრებაში, მითუმეტეს პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა რომ ორჯერ მეყვარებოდა…”- ამბობდა სოფიკო ჭიაურელი, რომელმაც კოტე მახარაძესთან ერთად 30 წელი იცხოვრა. კოტეს და სოფიკოს სიყვარულის ისტორია „ურიელ აკოსტას“ რეპეტიციებზე დაიწყო. კოტე მახარაძე სოფიკოზე 11 წლით უფროსი იყო, მაგრამ მათ ურთიერთობას ყველაზე მეტად ის ფაქტი უშლიდა ხელს, რომ ორივე დაოჯახებული იყო. უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწიათ, მაგრამ საბოლოოდ, 1980 წელს მაინც იქორწინეს.