რა უნდა იცოდეთ, თუ „სოლგარის“ ვიტამინებს იღებთ და რატომ რჩება ბრენდი შეუცვლელად? - Marao

რა უნდა იცოდეთ, თუ „სოლგარის“ ვიტამინებს იღებთ და რატომ რჩება ბრენდი შეუცვლელად?

2025-05-08 16:39:07+04:00

ვიტამინები და მინერალები აუცილებელი ნუტრიენტებია, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილად ფუნქციონირებაში ეხმარება. 

რეკომენდებულია, აღნიშნული ნუტრიენტების ძირითადი ნაწილი დაბალანსებული და ჯანსაღი კვებით მივიღოთ. ჩვენი რაციონი უნდა შედგებოდეს მრავალფეროვანი პროდუქტებისგან, აუცილებლად უნდა მოიცავდეს ბოსტნეულს, ასევე ცილისა და ჯანსაღი ცხიმის შემცველ საკვებს (ხორცი, რძის პროდუქტები, თხილეული). მაქსიმალურად უნდა შევამციროთ გადამუშავებული შაქრები და ტრანსცხიმები. 

ვიტამინები მონაწილეობენ ყველა ტიპის უჯრედულ პროცესებში. მათ გარეშე ორგანიზმს არ შეუძლია ნახშირწყლებისა და ცხიმების ენერგიად გარდაქმნა, ახალი უჯრედების შენება, მათი აღდგენა და სხვა. შესაძლოა, ჯანსაღად ვიკვებებოდეთ და ნაკლებად დაბინძურებულ გარემოში ვცხოვრობდეთ, თუმცა სეზონურად, ასაკობრივი ცვლილებების, სტრესის, გადატვირთული ცხოვრების რეჟიმისა თუ სხვადასხვა დაავადების (მათ შორის ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების) გადატანის გამო, სხვადასხვა ვიტამინისა და მინერალის დეფიციტი ჩამოგვიყალიბდეს, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. შედეგად შესაძლოა დაგვიქვეითდეს იმუნიტეტი, უფრო მოწყვლადები გავხდეთ ინფექციების მიმართ, ვიყოთ მუდმივად გაღიზიანებულები და გადაღლილები. ასეთ შემთხვევებში ექიმები რეკომენდაციას უწევენ ხოლმე საკვები დანამატების მიღებას, რომლებიც სწრაფად აღადგენენ ბალანსს ორგანიზმში და სხვა ხელშემწყობ ფაქტორებთან ერთად ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარებიან. 

არსებობს სხვადასხვა სახის ვიტამინი და მინერალი, რომელიც კონკრეტული ჩვენებების მიხედვით ინიშნება, იქნება ეს ძილის დარღვევა, სტრესი, მენოპაუზის პერიოდი, ნუტრიენტების სეზონური ნაკლებობა თუ სხვა. საკვები დანამატების  სფეროში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სანდო მწარმოებელია „სოლგარი“, რომლის პროდუქციაც 1947 წლიდან უსაფრთხოებით, მაღალი ხარისხითა და ეფექტურობით გამოირჩევა. ბრენდი საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანია  600-მდე დასახელების პრემიუმ კლასის საკვებ დანამატს აწარმოებს. 

„სოლგარი“ ფლობს საკუთარ სამეცნიერო კვლევით ცენტრს, რაც უსაფრთხო და მაღალეფექტური ფორმულების შექმნას უზრუნველყოფს. ბრენდი ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხისა და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს, როგორიცაა: FDA, GMP, USP, ქოშერი და ჰალალი. მისი პროდუქციის რეალიზაცია მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება და გამოირჩევა მაღალი ნდობითა მომხმარებლების მხრიდან.

როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო საკვები დანამატი „სოლგარის“ პროდუქციიდან? 

solgari

შესაძენად მიჰყევით ბმულს

  • 5-HTP – მცენარეული ანტიდეპრესანტი

საკვები დანამატის მიღება რეკომენდებულია მსუბუქი და ზომიერად გამოხატული დეპრესიის, შფოთვის, გუნება-განწყობის დაქვეითების, კვების დარღვევების, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, შაკიკისა და თავის ტკივილის, ჭარბი წონის კორექციისა და ძილის დარღვევების მსუბუქი ფორმების დროს. 

საკვები დანამატი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა: 5-HTP - ჰიდრქსიტრიფტოფანი, რომელიც აძლიერებს სეროტონინის გამომუშავებას, ამაღლებს გუნება-განწყობას და აწესრიგებს ძილს;  კატაბალახა; B6 ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის; მაგნიუმი, რომელიც მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში და უმნიშვნელოვანესია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის.

solgari

შესაძენად მიჰყევით ბმულს

  • B-კომპლექსი სტრეს ფორმულა - C ვიტამინთან ერთად

„სოლგარის“ B-კომპლექსი სტრეს ფორმულა აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. მისი მიღება რეკომენდებულია B ჯგუფის ვიტამინების ჰიპო და ავიტამინოზის, ასევე არასრულფასოვანი და დაუბალანსებელი კვების დროს. 

დანამატი სხვა მედიკამენტებთან ერთად ინიშნება ატოპიური დერმატიტისა და ნეიროგენური დერმატოზის, ასევე ფსორიაზის დროს. მის მიღებას ასევე რეკომენდაციას უწევენ ანემიის სხვადასხვა ფორმისა და გასტრო-ენტეროლოგიური დაავადებების ფონზე, ინიშნება რევმატოლოგიური, ოფთალმოლოგიური და ენდოკრინული პრობლემების მქონე პაციენტებშიც. 

solgari

შესაძენად მიჰყევით ბმულს

  • კალციუმი, მაგნიუმი+თუთია

კალციუმისა და D3 ვიტამინის დეფიციტი მოსახლეობაში საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით მათში, ვინც მთელს დღეს შენობაში ატარებს და ნაკლებად იკვებება რძის პროდუქტებით. 

„სოლგარის“ ეს ფორმულა გამოირჩევა მაღალი ბიოშეღწევადობითა და ათვისებით, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმის საჭირო მინერალებით მომარაგებისთვის. 

საკვები დანამატი ინიშნება ასევე შემდეგი ჩვენებების დროს: ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა; ინტენსიური ზრდის პერიოდი ბავშვებსა და მოზარდებში; მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა; ორსულობა და ლაქტაცია; მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი; კარიესის პროფილაქტიკა; ხანდაზმული ასაკი; კოფეინისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება. 

პროდუქტის შემადგენელი კომპონენტი კალციუმი, უზრუნველყოფს ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის, მაგნიუმი მნიშვნელოვანია ორგანიზმში კალციუმის მეტაბოლიზმისთვის, ხოლო თუთია აუცილებელია უჯრედების დაყოფის, დნმ-ის, რნმ-ისა და კოლაგენის სინთეზის პროცესში. 

solgari

შესაძენად მიჰყევით ბმულს

  • კოენზიმ-Q10

 კოემზიმ-Q10 ინიშნება გულის იშემიური დაავადებების: ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, კარდიომიოპათიისა და არითმიის დროს. დანამატი ზრდის ამტანობას და ხსნის დაღლილობას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემის მძიმე დაავადებების განვითარების ალბათობას, აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის წონის კორექციის პროგრამების ეფექტურობას და აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. 

კოემზიმ-Q10 არის ნივთიერება, რომელიც ღვიძლში სინთეზირდება. იგი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, ასევე დნმ-ს.

solgari

შესაძენად მიჰყევით ბმულს

  • ლეციტინი

ლეციტინი განსაზღვრავს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, რადგან იგი ნერვული უჯრედების ძირითადი საკვები ნივთიერებაა. იგი აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციასა და ცნობიერების ხარისხს. პროდუქტის მიღება აგრეთვე მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ტრავმული და ინფექციური დაზიანებების დროს.

ლეციტინი აღადგენს ღვიძლის ფუნქციებს, იცავს ღვიძლს ცხიმოვანი გადაგვარებისგან. საკვები დანამატი ინიშნება ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარების, ჰეპატიტის, ციროზის, აგრეთვე მისი ტოქსიკური დაზიანების დროს (მათ შორის ალკოჰოლით). 

solgari

შესაძენად მიჰყევით ბმულს

  • მელატონინი 3მგ

თუ ძილის დარღვევები გაწუხებთ, „სოლგარის“ ეს ფორმულა სწორედ თქვენთვისაა. პროდუქტის შემადგენელი აქტიური ნივთიერება მელატონინი აწესრიგებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას. დანამატი უსაფრთხოა ხანგრძლივი მოხმარებისთვის და ეფექტურად დაგეხმარებათ ძილის ციკლის დარეგულირებაში. 

solgari

შესაძენად მიჰყევით ბმულს

  • მცენარეული კომპლექსი ქალბატონებისათვის

„სოლგარის“ეს საკვები დანამატი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის პოპულარული. მისი მიღება რეკომენდებულია ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევების დროს პრე, მენო და პოსტ-მენოპაუზის პერიოდში.

ფორმულა ინიშნება მენოპაუზის პერიოდში სიმხურვალის შეგრძნების, გაძლიერებული ოფლიანობის, თავის ტკივილის, დეპრესიის, მომატებული გაღიზიანებადობის, ხასიათის ცვლილების, ძილისა და გულის რითმის დარღვევისას დამხმარე საშუალებად. 

მენოპაუზა ქალის ცხოვრებაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომლის დაძლევაშიც ჯანსაღი კვებითი ჩვევების შენარჩუნება, აქტიური ცხოვრების წესი და ორგანიზმისათვის ყველა საჭირო მინერალისა და ვიტამინის მიწოდება დაგვეხმარება. 

ცხოვრების ჯანსაღი წესი უზრუნველყოფს პოზიტიური განწყობისა და პროდუქტიულობის შენარჩუნებას, რაც მენოპაუზის პერიოდის უფრო მარტივად გადალახვაში დაგვეხმარება. 

რატომ არის „სოლგარი“ განსაკუთრებული და რატომ სარგებლობს მისი საკვები დანამატები ნდობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით?

  • „სოლგარის“ მომხმარებელთა 98% უწევს ბრენდს რეკომენდაციას;
  • ფლობს წარმოების უმაღლეს სტანდარტს;
  • აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს;
  • იყენებს უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს;
  • ითვალისწინებს მომხმარებლის სპეციფიკურ მოთხოვნებს და ქმნის ვეგანურ პროდუქტებს გლუტენის, შაქრისა და სხვა დანამატების გარეშე;
  • არის ინოვატორი;
  • არის ჯანსაღი ცხოვრების გარანტი;
  • მუდმივად ქმნის ახალ პროდუქტებს მეცნიერული მიღწევების საფუძველზე.

ვიტამინებთან და საკვებ დანამატებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ექიმს და ის თქვენი ჩვენების მიხედვით შეგირჩევთ „სოლგარის“ დამხმარე ფორმულას, რაც ჯანმრთელობისა და ხალისიანი განწყობის შენარჩუნებაში შეგიწყობთ ხელს. 

R