წარმატების მიღწევა არცთუ ისე ადვილი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საზღვარგარეთ ცხოვრობ და უცხო გარემოში ცდილობ შენი ინტერესებისა და შესაძლებლობების რეალიზაციას... დღევანდელ სტატიაში უცხოეთში ცნობილ 5 საუკეთესო პიანისტზე გიამბობთ:
ხატია ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილის მუსიკალური კარიერა 6 წლიდან დაიწყო. 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა (ფრანგ. École normale de musique de Paris, გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი „Musikverein“, მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა.
ელისო ვირსალაძე

ელისო ვირსალაძე რეგულარულად მართავდა და მართავს კონცერტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. წარმატებით გამოდიოდა ლონდონის, მილანის, რომის, პარიზის, ლისაბონის, ბერლინის საკონცერტო სცენებზე. გარდა ამისა, ვირსალაძე საგასტროლო ტურნეებს მართავს ისრაელში, ამერიკასა და იაპონიაში.
ელისო ბოლქვაძე

ელისო ბოლქვაძე ჟურნალისტების ოჯახში დაიბადა. დედა ნანა დარჩია-ბოლქვაძე ჟურნალ "საუნჯის" რედაქტორი გახლდათ, მამა ზაურ ბოლქვაძე, სატირული ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორი. ელისო წყვილის ერთადერთი შვილი იყო, ამიტომ მშობლებისგან ყურადღება არ აკლდა. 2 წლის იყო, როდესაც მუსიკალური ნიჭი აღმოუჩინეს და როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ამ ასაკშიც კი ტაში და ოვაცია არ აკლდა. ფორტეპიანოს შესწავლა რომ დაიწყო, სულ რაღაც სამწლინახევრის იყო, 7 წლის ასაკში კი პირველი სოლო-კონცერტი ჰქონდა. შემდეგ იყო მნიშვნელოვანი მუსიკალური წარმატებები კარიერის გზაზე...
მანანა დოიჯაშვილი

მისი თაოსნობით ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ აღდგა და თბილისის მუსიკალურ ცხოვრებას დაუბრუნდა კონსერვატორიის დიდი დარბაზი; მანანა დოიჯაშვილი გახდა საქართველოში საკონკურსო მოძრაობის სულის ჩამდგმელი: მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსებს. გარდა ამისა იგი იყო ყოველწლიური ფესტივალის — „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ — ინიციატორი და ორგანიზატორი.
ელენე ძამაშვილი

14 წლის ასაკში ელენეს ჰქონდა პირველი სოლო გამოსვლა კონსერვატორიაში, სადაც მოგვიანებით, 1971 წლიდან 1990 წლამდე, მუშაობდა კონცერტმეისტერად და ვოკალური ანსამბლის კლასის პედაგოგად. აგრეთვე, მოღვაწეობდა პიანისტად სიმფონიურ ორკესტრთან და ტელერადიოკომიტეტში. მისი შესრულებით განხორციელდა 600-ზე მეტი ჩანაწერი.