"ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს" - თიკა ჯამბურიას შვილი იუბილარია - Marao

"ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს" - თიკა ჯამბურიას შვილი იუბილარია

2025-05-09 11:23:59+04:00

თიკა ჯამბურიას შვილი იუბილარია - მომღერალი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და შვილს დაბადების დღეს ულოცავს:

"ყველაზე მადლიერი ვარ, შენ რომ მყავხარ. ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს" - წერს თიკა. 

tina

tika

  • "თიკა ჯამბურიას პასუხი მისი სიმღერის კრიტიკოსებს: " მე ბო­რო­ტე­ბა არავისთვის მი­სურ­ვე­ბია, და­მა­ნე­ბონ მეც თავი, მა­ცხოვ­რონ ჩემი ცხოვ­რე­ბით. 

თიკა ჯამბურია

თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს. ბავშვობაში ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. 

2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია. 

  • თიკა ჯამბურია განსხვავებული რაკურსით: "ახლა ვარ ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჩამოყალიბებული, ჩემი თავის ყველაზე კარგი ვერსია" 

თიკას პირად ცხოვრებაში სიახლეა - მომღერალი შეყვარებულია, თუმცა რჩეულის შესახებ საუბარი არ სურს - მასთან ერთად გადაღებულ კადრებს პერიოდულად აქვეყნებს და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს. 

სკანდალი

თიკა ჯამ­ბუ­რი­ა­სა და თედო გო­გო­ლა­ძის დუ­ეტს "აურა", რომელიც ფართოდ ტიკტოკის საშუალებით გავრცელდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიმღერა საზოგადოების ნაწილმა დადებითად შეაფასა, ნაწილმა კი - გააკრიტიკა. კრიტიკის მიზეზი სიმღერის ერთ-ერთი ფრაზა გახდა - "ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა". ტიკტოკის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, სამყაროში, ადამიანები ხშირად დაუმსახურებლად იღებენ ტკივილსა და სირთულეებს, ეს ტექსტი კი მათთვის მიუღებელია. აღნიშნავენ იმასაც, რომ თავად თიკას რთული წარსული აქვს - დეპრესიითა თუ სხვა პრობლემით სავსე და მისგან ამ "მესიჯის" გავრცელება არასწორია.

  • "მაგარი შეგრძნებაა, როცა ბავშვობის ოცნებას იხდენ, რაღაცნაირად საკუთარი თავით კმაყოფილი და ამაყი ვარ" - თიკა ჯამბურიას ახალი წამოწყება 

"ეს ტექ­სტი ჩემი არ არის, თე­დო­სია სიმ­ღე­რა და ტექ­სტიც მას ეკუთ­ვნის. ამას წინ უძღო­და პოდ­კას­ტი, სა­დაც მე ვი­ყა­ვი თე­დოს­თან სტუმ­რად და ვი­სა­უბ­რეთ ჩვენს გან­ვლილ წლებ­ზე, ცხოვ­რე­ბა­ზე. ადა­მი­ა­ნი რო­გორც ცხოვ­რობს, რო­გორ ენერ­გი­ა­საც უშ­ვებს სამ­ყა­რო­ში, რო­გორც ცდი­ლობს რომ წა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა, ისე შე­უძ­ლია წა­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ გან­გე­ბა ღმერ­თი მო­მა­ვა­ლი რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს, ამას ჩვენ ვერ ვგეგ­მავთ.

ამის გამო ისე მლან­ძღავ­დნენ და ისეთ რა­მე­ებს მი­ქე­ქავ­დნენ. არა­ვის საქ­მე არ არის ჩემი წარ­სუ­ლი, მე რამ­დე­ნი ხანი ვი­ყა­ვი დეპ­რე­სი­ა­ში ან რა და­ა­ვა­დე­ბა და­ვა­მარ­ცხე და ვიმ­სა­ხუ­რებ თუ არა ამას. მე ხომ არა­სო­დეს არა­ვის­თან შევ­ვარ­დნილ­ვარ და ბო­რო­ტე­ბა არ მი­სურ­ვე­ბია. და­მა­ნე­ბონ მეც თავი, მა­ცხოვ­რონ ჩემი ცხოვ­რე­ბით. ვიმ­ღე­რებ, რა­ტომ მღე­რი, არ ვმღე­რი, რა­ტომ არ მღე­რი, გავ­სუქ­დი, რა­ტომ გა­სუქ­დი, გავ­ხდი, რა­ტომ გახ­დი. ზუს­ტად იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი და პო­ზი­ტი­უ­რი აუ­რით ვცხოვ­რობ, ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ბევ­რი კარ­გი რამ და­მე­მარ­თე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ზუს­ტად ისე ვცხოვ­რობ, რო­გორც და­ვიმ­სა­ხუ­რე", - ამბობდა მომღერალი.