სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა, ბევრისთვის ცნობილი, როგორც ლედი გაგა, 1986 წლის 28 მარტს მანჰეტენზე დაიბადა. მუსიკით ბავშვობიდან დაინტერესდა. 4 წლისა დამოუკიდებლად ფორტეპიანოზე უკრავდა. მალე კი, საბავშვო მაგნიტოფონზე მაიკლ ჯექსონის და სინდი ლაუპერის სიმღერებს იწერდა...

გაგა წარმოშობით იტალიელია, ასევე აქვს ფრანგულ-კანადური ფესვები. თერთმეტი წლის ასაკიდან გაგა სწავლობდა ზემო ისტ-საიდზე მდებარე გოგონათა კათოლიკურ სკოლაში. როგორც მომღერალი აღნიშნავდა, გამუდმებით იყო დაცინვის ობიექტი მისი პროვოკაციული და ძალიან ექსცენტრიული სტილის გამო. უნივერსიტეტში სწავლისას, კურსელებმა ფეისბიქ-ჯგუფი შეუქმნეს, რომელსაც ერქვა "სტეფანი გერმანოტა, შენ არასდროს იქნები ცნობილი".

2014 წელს მომღერალმა განაცხადა, რომ 19 წლის ასაკში ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც იტანჯებოდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობით.
კარიერა
19 წლის ასაკში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამხატვრო პროექტ „CAP21-ში“ სწავლისას, გაგამ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა სწავლა და მუსიკალურ კარიერაზე ეზრუნა. მალევე ჩაწერა რამდენიმე სიმღერა რეპერ მელვინ გლოვერთან ერთად მისი საბავშვო აუდიო წიგნისათვის „პორტალი პარკში“.
„რაც მასში ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს, ეს არის უნარი, გადაიყვანოს სენტიმენტალური კაცობრიობა საცეკვაო მუსიკის შემოქმედებაში. შენ გრძნობ თავისუფლებას მისი სიმღერის ყოველ ტრიუმფალურ გზაზე“, − განაცხადა გაგას შესახებ ელტონ ჯონმა.

2011 წლის თებერვალში გაგამ გამოუშვა სიმღერა „Born This Way“, ამავე სახელწოდების რიგით მეორე სტუდიური ალბომიდან — Born This Way. სიმღერის დებიუტი აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში შედგა პირველ პოზიციაზე და გახდა ჩარტის ისტორიაში რიგით 1,000 სიმღერა, რომელმაც დაიკავა პირველი პოზიცია. ალბომის მეორე სინგლი „Judas“ შევიდა მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი ქვეყნების ათეულში
გაგას ხშირად უწოდებენ „ქალს მომავლიდან“, რადგან მის ვიდეოკლიპებში არსებული თემები დღესაც ძალიან აქტუალურია.

კრიტიკოსები აღნიშნავენ მის უნიკალურ ადგილს მუსიკაში, რომელიც იქცა ახალ მოძრაობად თანამედროვე პოპ კულტურაში, ასევე ისინი ყურადღებას ამახვილებენ გაგას შემოქმედებაში თანამედროვე სოციალურ საკითხებს და მის არსებითად სუბიექტურ ხასიათს. თანამედროვე კულტურაზე გაგას გავლენის და მისი გლობალური დიდების ზრდიდან გამომდინარე 2011 წლის გაზაფხულზე სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესრომა მეთიუ დიფლეიმ სტუდენტებს შესთავაზა სალექციო კურსი „ლედი გაგა და დიდების სოციოლოგია“.