ჰოლივუდის ყველაზე ძლიერი, მაგრამ მარტოსული ვარსკვლავი,, ჯესიკა ლენგის ცხოვრების გზა, რომელიც გაგაძლიერებთ - Marao

ჰოლივუდის ყველაზე ძლიერი, მაგრამ მარტოსული ვარსკვლავი,, ჯესიკა ლენგის ცხოვრების გზა, რომელიც გაგაძლიერებთ

2025-05-10 16:54:53+04:00

შესანიშნავმა მსახიობმა, ენტონი ჰოპკინსმა, ჯესიკას პარტნიორმა ფილმში „ტიტუსი“ მასზე ერთხელ თქვა — „ჰოლივუდში ხშირად ამბობენ — „იცხოვრე ნამდვილი ცხოვრებით“ — მაგრამ ძალიან ცოტა ვინმე თუ აკეთებს ამას. ჯესიკამ კი ეს ბოლომდე შეძლო“… 

ჯესიკა ლენგი

ჯესიკა ფილის ლენგი დაიბადა 1949 წლის 20 აპრილს, კლოკეტში, მინესოტას შტატში . მისი მამა, ალბერტ ჯონ ლენგი, მასწავლებელი და მოგზაური იყო, ხოლო დედა, დოროთი ფლორენსი, დიასახლისი.  მსახიობმა ბავშვობაში 18-ჯერ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა… მისი მოგონებით, — “მამა იყო საოცარი ადამიანი. ის გაჟღენთილი იყო ემოციებით… მეც ზუსტად ასეთად გავიზარდე“…

  • "14-შვილიან ოჯახში უფროსი ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ისინი ფეხზე დამეყენებინა" - მირეი მატიეს საოცარი ცხოვრება 

jesica

1967 წელს მინესოტას უნივერსიტეტში ფოტოგრაფიის კურსი დაამტავრა, სადაც გაიცნო ესპანელი ფოტოგრაფი პაკო გრანდე. 1970 წელს დაქორწინების შემდეგ, ლენგმა კოლეჯი მიატოვა და უფრო ბოჰემური ცხოვრების წესი აირჩია, გრანდესთან ერთად მიკროავტობუსით იმოგზაურა შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში. შემდეგ წყვილი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაშორდნენე. სწორედ პარიზში ცხოვრების დროს დაინტერესდა ჯესიკა თეატრით. 

jesica

  • ქმრის ღალატი, ბავშვობაში მოსული წარმატება და რთული გამოცდილება - ნატალი პორტმანი 

პარიზში ცხოვრებისას ლენგი მოდის ილუსტრატორმა ანტონიო ლოპესმა აღმოაჩინა და სამოდელო სააგენტო „ვილჰელმინას“ მოდელი გახდა . 1973 წელს ის აშშ-ში დაბრუნდა და ნიუ-იორკში, გრინვიჩ ვილიჯში , „Lion's Head Tavern“-ში მიმტანად დაიწყო მუშაობა. მოდელობის პერიოდში ლენგი ჰოლივუდელმა პროდიუსერმა დინო დე ლაურენტისმა აღმოაჩინ, რომელიც „კინგ კონგის“ რიმეიქისთვის მსახიობს ეძებდა . ლანგის კინოდებიუტი 1976 წელს შედგა. გადაღებისას, ჯესიკა 27 წლის იყო…

მაგრამ ნამდვილ წარმატებას ჯესიკა ლენგმა მიაღწია 32 წლის ასაკში, როდესაც შეასრულა კორა სმიტის როლი დრამაში „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“. ამ ფილმის შემდეგ ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა…

jesica

  • ბრწყინვალება ერთ ქალში: ნაომი უოტსის ძალიან საინტერესო ცხოვრება და განვლილი გზა 

თავისი პირველი „ოსკარი“ ჯესიკამ მიიღო ფილმისთვის „ტუტსი“, სადაც მას პარტნიორობას უწევს დასტინ ჰოფმანი. უნდა აღინიშნოს, რომ ჯულის როლი ჯესიკას მთელ კინოკარიერაში ერთადერთი რომანტიკული როლია… დანარჩენ ფილმებში ის ყოველთვის ძალიან რთული ბედის მქონე ქალების როლებს ასრულებდა… მეორე ოსკარი ჯესიკამ მიიღო ფილმისთვის „ცისფერი ცა“.

jesica

მსახიობს 3 შვილი ჰყავს… უფროსის, ალექსანდრას მამა ცნობილი მოცეკვავე მიხეილ ბარიშნიკოვია, რომელთანაც ჯესიკას საოცარი რომანი ჰქონდა… ქალიშვილი ჰანა და ვაჟი სემი მას დრამატურგ სემ შაპარდისგან ჰყავს.