მან არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა, დაიმსახურა პრესტიჟული ჯილდოებიც, გახდა პედრო ალმოდოვარის მუზა
პენელოპე კრუსი 1974 წელს მადრიდში დაიბადა. მამა ავტოფარეხის მფლობელი იყო, დედა კი - ქალების სტილისტი. გოგონა ჩვეულებრივ ოჯახში ცხოვრობდა და არც განსაკუთრებული ფინანსური შესაძლებლობები ჰქონია.
"ჩემი ოჯახიდან ხელოვნებაში ჩართული არავინ ყოფილა. ამიტომ, თავადაც მოკრძალებული გეგმები მქონდა. მინდოდა, დამოუკიდებლად მეცხოვრა, მეცეკვა და საკმარისი თანხა მქონოდა იმისათვის, რომ თავი მერჩინა." - თქვა მსახიობმა.
9 წლის მანძილზე პენელოპე ცეკვას ეუფლებოდა ეროვნულ კონსერვატორიაში. ამ ხნის განმავლობაში იგი გამოდიოდა ესპანეთისა და ნიუ-იორკის სცენებზე.
"სალონში ბევრი რამ ვისწავლე. ხალხის საუბარს ყოველთვის ვისმენდი. როცა რაღაცას არ ამბობდნენ, მინდოდა გამეგო რატომ. იქ ვიჯექი, თითქოს საშინაო დავალებას ვაკეთებდი, მაგრამ მათ ქცევას ვსწავლობდი. ეს რაღაცნაირად პედრო ალმოდოვარის ბავშვობას ჰგავს, რადგან ის ამას თავის სოფელშიც აკეთებდა. იჯდა ქუჩაში დედასთან, დებთან და მეზობლებთან ერთად და უბრალოდ აკვირდებოდა გამვლელებს."
15 წლის ასაკში ადგილობრივ სატელევიზიო შოუებსა და მუსიკალურ კლიპებში მონაწილეობა დაიწყო. 1991 წელს კი მომავალ მეუღლესთან, ხავიერ ბარდემთან ერთად ფილმში "ლორი, ლორი" ითამაშა. როგორც მოგვიანებით მსახიობმა გაიხსენა, ფილმში ინტიმური სცენების გადაღება მისთვის უხერხული იყო...
პენელოპე კრუსის საერთაშორისო კარიერა უკავშირდება პედრო ალმოდოვარის ფილმს „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“. ამის შემდეგ მსახიობს იწვევენ ინგლისელი, ამერიკელი და ნორვეგიელი რეჟისორები.
ფილმის "ვანილის ზეცა" გადაღებების დროს პენელოპემ ეკრანულ პარტნიორთან, ტომ კრუზთან ურთიერთობა დაიწყო. ისინი რომანს დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდნენ. ამავდროულად, ტომ კრუზი მსახიობ ნიკოლ კიდმანზე იყო დაქორწინებული.
პენელოპა კრუზის პირველი მთავარი ჰოლივუდური ფილმი 2001 წელს გამოვიდა, სიურეალისტური თრილერი, მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი იყო კრუზის კარიერაში.
2008 წელს კრუზმა ითამაშა ვუდი ალენის ფილმში Vicky Cristina Barcelona , რომელიც მისი კარიერის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მომენტი გახდა. ვნებიანი და არაპროგნოზირებადი მარია ელენას როლის შესრულებისთვის მსახიობს ოსკარიც გადაეცა, ამან გააძლიერა მისი, როგორც თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი ქალის სტატუსი.
კრუზის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო მისი რომანი ხავიერ ბარდემთან. ისინი პირველად შეხვდნენ რეჟისორ ბიგას ლუნას ფილმზე Jamon Jamon (1992) მუშაობისას , სადაც შეყვარებულებს თამაშობდნენ. ადრეული კავშირის მიუხედავად, მათი რომანტიკული ურთიერთობა წლების შემდეგ დაიწყო.
პენელოპე კრუსი ხავიერ ბარდემზე ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით საუბრობს. ისინი არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წყვილია კინოსამყაროში, არამედ მტკიცე და სტაბილური ურთიერთობაც აქვთ, რაც იშვიათია ჰოლივუდში.
კრუსმა და ბარდემმა ერთმანეთი ჯერ კიდევ 1992 წელს გაიცნეს ფილმ "ხამბო, ხამბო" (Jamón, Jamón)-ის გადასაღებ მოედანზე. მაშინ პენელოპე სულ რაღაც 16 წლის იყო და ეს მისი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი როლი გახლდათ. თუმცა, მათი რომანტიკული ურთიერთობა მხოლოდ წლების შემდეგ, 2000-იან წლებში დაიწყო.
პენელოპე კრუსი ხშირად აღნიშნავს, რომ ხავიერ ბარდემი არამხოლოდ შესანიშნავი მსახიობია, არამედ ძლიერი, თბილი და მზრუნველი პარტნიორიც. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა:
"ხავიერის გვერდით ყოველთვის მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს. ის არა მხოლოდ შესანიშნავი მსახიობია, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანი და მამაა" - ამბპბდა პენელოპე.