"დღის განმავლობაში გარეთ გავდივარ და მონატრებას გავურბივარ, მაგრამ სახლში რომ ვბრუნდები..." - თამუნა მდივანი - Marao

"დღის განმავლობაში გარეთ გავდივარ და მონატრებას გავურბივარ, მაგრამ სახლში რომ ვბრუნდები..." - თამუნა მდივანი

2025-05-12 17:00:21+04:00

მსახიობი და ინფლუენსერი თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ წერს:

"როგორ გავუმკლავდე მონატრებას? დღის განმავლობაში გარეთ გავდივარ და მონატრებას გავურბივარ, მაგრამ სახლში რომ ვბრუნდები..." - წერს მსახიობი. 

tamuna

tamuna

  • "პირველ რიგში, უფლის მადლიერი ვარ, რომ მაძლებინებს. ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მასთან არის" - თამუნა მდივანის პირველი განცხადება შვილის გარდაცვალების შემდეგ 

თამუნა მდივანი

დრამისა და კინოს მსახიობს, თამუნა მდივანს, უკვე არაერთი წელია, რაც წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს - ის მონაწილეობს რამდენიმე ქართულ სერიალში, გადაღებულია სარეკლამო კამპანიებსა და რგოლებში. მიუხედავად ამისა, თამუნა განსაკუთრებით ბევრმა ადამიანმა "ტიკტოკის" პლატფორმიდან გაიცნო. 

  • "ღამე არ გავა, გიო, გულში რომ არ მყავდე ასე ჩაკრული..." - მსახიობი თამუნა მდივანის ქალიშვილის წერილი გარდაცვლილ ძმას 

კოვიდპანდემიის პერიოდში, როცა ჩვენი ცხოვრების რიტმი შენელდა, მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, განსაკუთრებით გაიზარდა გასართობი პლატფორმა "ტიკტოკის" პოპულარობა. რთულ პერიოდში დროის გასაყვანად გადაღებულმა ვიდეოებმა თამუნას და მის ოჯახს დიდი პოპულარობა მოუტანა, რაც დღემდე გრძელდება - მასთან ერთად ხშირად ჩნდება მისი ქალიშვილი, მშვენიერი მარიამ მდივანიც. დედა-შვილი ყოველდღიური ვლოგებისა და თუ სახალისო მომენტების გარდა, გამომწერებს კულინარიულ კონტენტსა და რეცეპტებსაც სთავაზობენ. თავდაპირველად თამუნამ ვიდეოებს გადაღება სწრედ მარიამის რჩევით დაიწყო და დღეს მათ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ. 

თამუნა მდივანის უფროს ქალიშვილს, სალომე ქათამაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის მომღერალია და არაერთ პოპულარულ შოუსა თუ კონკურსშიც მონაწილეობდა. გოგონა განსაკუთრებული ხმით ახლა უკვე საზღვარგარეთ აგრძელებს ცხოვრებას. 

  • ტრაგედია თამუნა მდივანის ოჯახში: რა გახდა მსახიობის შვილის გარდაცვალების მიზეზი 

მარიამი თამუნასთან ერთად ხშირად ჩნდება "ტიკტოკზე" - დედა-შვილის კულინარიულმა ტანდემმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. მარიამი ვიდეოებს დამოუკიდებლადაც აქვეყნებს და სოციალურ ქსელებში ათასობით გამომწერი ჰყავს. 

ტრაგედია

შვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გუშინ მსახიობმა და ინფლუენსერმა თამუნა მდივანმა გაავრცელა.

ბედური შემთხვევის შესახებ საკუთარ გვერდზე გარდაცვლილის დამ, ასევე ინფლუენსერმა მარიამ მდივანმაც დაწერა: „გიო, დავრჩი ნახევარი, ჩემო სისხლო და ხორცო. ღამე არ გავა, გიო, გულში რომ არ მყავდე ასე ჩაკრული, ჩემო კეთილო დათვო. მარადიული ხარ, გიო, ყველგან შენ ხარ ყოველთვის“.

როგორც ოჯახის ახლობლები განმარტავენ, ახალგაზრდა ბიჭს ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.