"მივხვდი, რომ ჩემს მიმართ კითხვები ძირითადად ერთსა და იმავე საკითხს ეხება, რომელზეც არ მსურს საუბარი" - თათია შარანგია - Marao

"მადლობა წარსულისთვის, ლამაზი ეპიზოდებისთვის - ბედნიერების დროა..." -თათია შარანგია პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებს პასუხობს

2025-05-13 12:26:41+04:00

თათია შარანგია წლების მანძილზე საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბრობდა. მის ცხოვრებაში სამი ქორწინება იყო - ლაშა შევარდნაძეზე, სანდრო შელიასა და ჯარჯი თორაძეზე. ამჟამად თათია მარტოა და, როგორც თავად წერს, მისი პირადი ცხოვრება ახლა მისი სამი შვილია. 

"მივხვდი, რომ ჩემს მიმართ კითხვები ძირითადად ერთსა და იმავე საკითხს ეხება, რომელზეც არ მსურს საუბარი. ყველა კითხვას გავცემ პასუხს და თანაც სიხარულით, რაც არ ეხება ჩემს წარსულ ურთიერთობას. კიდევ განვმეორდები, რომ ამ ეტაპზე ჩემი პირადი - ჩემი შვილებია" - წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში. 

  • "ეს არის ჩემი პირადი... სიყვარული ცალმხრივი ბრძოლა არაა" - თათია შარანგიას პასუხი გამომწერებს 

tatia

sharangia

თათია შარანგია

თათია ქართველი პიანისტი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ვაჟზე ქორწინების შემდეგ გაიცნო. თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძეს ქორწინებაში ორი შვილი, ედუარდი და ალექსანდრე შეეძინათ, თუმცა მათი ქორწინება დასრულდა.

  • "ცხოვრება შედგა! ამათთვის ღირდა დაბადება!" - თათია შარანგია დედის დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს 

თათია მუსიკალური კარიერის დასაწყისში, 14 წლის ასაკში, საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად, რაც მისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მისი თქმით, მუსიკა მისთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ მთელი ცხოვრებაა. ​ამის პარალელურად, თათია შარანგია  საავტორო გადაცემის, "სთორის" წამყვანია და აქტიურად აგრძელებს თავის კარიერას ამ მიმართულებითაც. 

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია გახ­ლდათ. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. თა­თი­ა­სა და ლა­შას ახლო მე­გობ­რის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, თა­თია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ამე­რი­კა­ში უც­ნობ ქარ­თველ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ორი ვაჟი ჰყავთ - ედუ­არ­დი და ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი. 

  • უცხოელი მეუღლე, გერმანული ცხოვრება და საქართველოში გაგრძელებული კარიერა - ანა ჰაუკ-ალექსიშვილი 

თათიას მეორე ქმარი ბიზნესმენი სანდრო შელია იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სან­დრო ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ყო­ფი­ლი ცო­ლის შვი­ლე­ბი წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან, ედუ და სანი," ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი­ან მის ბი­ჭე­ბად"."ამას არა­ფე­რი შეც­ვლის. ასე­ვე არა­ფე­რი შეც­ვლის ჩემს მე­გობ­რო­ბას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან. არა­ვი­თა­რი ბა­რი­ე­რე­ბი აქ არ არ­სე­ბობს.“

შე­ლი­ას თქმით, წლე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კი­დან სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში სწო­რედ თა­თი­ას სიყ­ვა­რულ­მა და­აბ­რუ­ნა და მისი თქმით, და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ფილ ცოლ­თან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და.

რეზონანსული იყო თათია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის ქორწინებაც, რომელიც ცოტა ხნის წინ დაშორებით დასრულდა. დაშორების მიზეზებზე თათიას საჯაროდ არ უსაუბრია და, როგორც თავად განმარტავს, პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს აღარ აპირებს. ცხოვრების ამ ეტაპზე ის პროფესიითა და შვილებით არის დაკავებული, მოგზაურობს და აქტიურია სოციალურ ქსელებშიც.