"განსაკუთრებული სილამაზე" - ანი ბებია ულამაზეს კადრებს გვიზიარებს - Marao

"განსაკუთრებული სილამაზე" - ანი ბებია ულამაზეს კადრებს გვიზიარებს

2025-05-13 12:23:26+04:00

მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.

ამჯერად ანი ბებია სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს გვიზიარებს:

ani

ani

ani

  • „რა გგონიათ, რომ თქვენი "ბულინგის" მერე გამოსწორდება? ბოროტების პასუხი ბოროტება არ უნდა იყოს...“ - რას წერს ანი ბებია თბილისში მომხდარი შემთხვევის შესახებ 

ანი ბებია

ანი ბებია პირველად რეჟისორ კახი ხუციშვილზე იყო დაქორწინებული: „ერთხელ გოგა პიპინაშვილის სპექტაკლში ვმონაწილეობდი, კახი გოგასთან დადიოდა და იქ გავიცანით ერთმანეთი“ - იხსენებდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

"ტელევიზორში გამოჩენა რად უნდოდა მის სილამაზეზე ყურადღების მიქცევას? აბა, არავინ რომ არ უყურებს შენს ცოლს, ეგაა კარგი? დოზაზე ზედმეტი ყურადღება არავის გამოუჩენია. სახლში ყვავილებით არავინ შემოგვარდნია. 

ეგრე რომ იყოს, მერე კი არ ვიეჭვიანებ, შესაბამისად მოვიქცევი. თუმცა, ანიზე არაფერი მაქვს საეჭვიანო, პირიქით, სასიამოვნოა ეს ყველაფერი" - ამბობდა ანის ყოფილი მეუღლე. 

  • სერიალით მოსული წარმატება, გამორჩეული გარეგნობა და ცნობილი მეუღლე - ანი ბებიას პორტრეტი 

ილო ბეროშვილი

ანის მეორე მეუღლე მსახიობი ილო ბეროშვილია. 

"მეც, როგორც ბევრი სხვა, ილოს ეკრანიდან ვიცნობდი. ერთხელ რადიოში მიმიწვიეს, სადაც თანაწამყვანი ილო იყო. საუბრის თემა ეხებოდა სილამაზესა და ჯანსაღ ცხოვრებას. იქ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი ნაცნობობით შემოიფარგლა, რადგან მე იმ დროს მყავდა ოჯახი. მახსოვს, პირველი შეხვედრისას უზრდელის შთაბეჭდილება დატოვა, რადგან სტუდიაში რომ შევედი, ტელეფონით იყო დაკავებული, ერთი ამომხედა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი.

  • "მოგესალმებით დეპრესიული პერიოდიდან, ღაბაბთან და დასალაგებელ სახლთან ერთად... ვინ არ ყოფილხართ ასე?" - რა ვიდეოს უზიარებს ანი ბებია გამომწერებს 

მეუღლეს მალევე გავშორდი, რადგან ურთიერთობაში უკვე გვქონდა პრობლემა. ეს ისე მოხდა, რომ ილო არაფერ შუაში იყო. გადაცემის შემდეგ მომწერა, მადლობა გადამიხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ფოტოებზე მეუღლესთან ერთად ბედნიერად გამოვიყურებოდი. ამის მერე ძალიან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდა, როგორიც შეიძლება კარგ ნაცნობთან გქონდეს.

ოჯახის დანგრევის შემდეგ საერთოდ არ მინდოდა არავითარი ურთიერთობა. ორიენტირებული ვიყავი საქმეზე, ამიტომაც ილომ მეგობრობის სტრატეგია აირჩია და შემდეგ შემაყვარა თავი." - ამბობდა ანი.

ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას პირველი შვილი, ჯერი, ორი წლის წინ შეეძინათ. სულ ცოტა ხნის წინ მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც სემი დაარქვეს.