"ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ამის დაღეჭვა და ახსნა მოგვიწევდა" - თიკა ჯამბურია კრიტიკას კიდევ ერთხელ პასუხობს - Marao

"ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ამის დაღეჭვა და ახსნა მოგვიწევდა" - თიკა ჯამბურია კრიტიკას კიდევ ერთხელ პასუხობს

2025-05-13 15:16:29+04:00

თიკა ჯამ­ბუ­რი­ა­სა და თედო გო­გო­ლა­ძის დუ­ეტს "აურა", რომელიც ფართოდ ტიკტოკის საშუალებით გავრცელდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიმღერა საზოგადოების ნაწილმა დადებითად შეაფასა, ნაწილმა კი - გააკრიტიკა. კრიტიკის მიზეზი სიმღერის ერთ-ერთი ფრაზა გახდა - "ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა". ტიკტოკის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, სამყაროში, ადამიანები ხშირად დაუმსახურებლად იღებენ ტკივილსა და სირთულეებს, ეს ტექსტი კი მათთვის მიუღებელია. აღნიშნავენ იმასაც, რომ თავად თიკას რთული წარსული აქვს - დეპრესიითა თუ სხვა პრობლემით სავსე და მისგან ამ "მესიჯის" გავრცელება არასწორია.

"ეს ტექ­სტი ჩემი არ არის, თე­დო­სია სიმ­ღე­რა და ტექ­სტიც მას ეკუთ­ვნის. ამას წინ უძღო­და პოდ­კას­ტი, სა­დაც მე ვი­ყა­ვი თე­დოს­თან სტუმ­რად და ვი­სა­უბ­რეთ ჩვენს გან­ვლილ წლებ­ზე, ცხოვ­რე­ბა­ზე. ადა­მი­ა­ნი რო­გორც ცხოვ­რობს, რო­გორ ენერ­გი­ა­საც უშ­ვებს სამ­ყა­რო­ში, რო­გორც ცდი­ლობს რომ წა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა, ისე შე­უძ­ლია წა­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ გან­გე­ბა ღმერ­თი მო­მა­ვა­ლი რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს, ამას ჩვენ ვერ ვგეგ­მავთ.

ამის გამო ისე მლან­ძღავ­დნენ და ისეთ რა­მე­ებს მი­ქე­ქავ­დნენ. არა­ვის საქ­მე არ არის ჩემი წარ­სუ­ლი, მე რამ­დე­ნი ხანი ვი­ყა­ვი დეპ­რე­სი­ა­ში ან რა და­ა­ვა­დე­ბა და­ვა­მარ­ცხე და ვიმ­სა­ხუ­რებ თუ არა ამას. მე ხომ არა­სო­დეს არა­ვის­თან შევ­ვარ­დნილ­ვარ და ბო­რო­ტე­ბა არ მი­სურ­ვე­ბია. და­მა­ნე­ბონ მეც თავი, მა­ცხოვ­რონ ჩემი ცხოვ­რე­ბით. ვიმ­ღე­რებ, რა­ტომ მღე­რი, არ ვმღე­რი, რა­ტომ არ მღე­რი, გავ­სუქ­დი, რა­ტომ გა­სუქ­დი, გავ­ხდი, რა­ტომ გახ­დი. ზუს­ტად იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი და პო­ზი­ტი­უ­რი აუ­რით ვცხოვ­რობ, ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ბევ­რი კარ­გი რამ და­მე­მარ­თე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ზუს­ტად ისე ვცხოვ­რობ, რო­გორც და­ვიმ­სა­ხუ­რე", - ამბობდა მომღერალი. 

ამჯერად თიკა კრიტიკას კიდევ ერთხელ ეხმიანება:

"ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და მიხარია, რომ დავთანხმდი ამ კოლაბორაციას. ძალიან საწყენია, რომ გვიწევს იმ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელმაც საკუთარი ტრაგედია და მსოფლიო კატაკლიზმები დაუკავშირეს ამ სიმღერას. 

თუმცა, ეს სიმღერა ადამიანების გზაზე, მათ განვითარებასა და პიროვნების შექმნაზეა. ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ამის დაღეჭვა და ახსნა მოგვიწევდა" - წერს თიკა ჯამბურია. 

  • "როდესაც წონას იკლებ, ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა საკუთარ თავზე. ამას ძალიან დიდი ნერვები, დრო და მონდომება სჭირდება" - თიკა ჯამბურია 

თიკა ჯამბურია

თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს. ბავშვობაში ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. 

  • "ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს" - თიკა ჯამბურიას შვილი იუბილარია 

2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია. 

  • "თიკა ჯამბურიას პასუხი მისი სიმღერის კრიტიკოსებს: " მე ბო­რო­ტე­ბა არავისთვის მი­სურ­ვე­ბია, და­მა­ნე­ბონ მეც თავი, მა­ცხოვ­რონ ჩემი ცხოვ­რე­ბით.