"კუკარაჩას" ცხოვრება ეკრანს მიღმა - სად არის და რას საქმიანობს დღეს ლევან უჩანეიშვილი - Marao

"კუკარაჩას" ცხოვრება ეკრანს მიღმა - სად არის და რას საქმიანობს დღეს ლევან უჩანეიშვილი

2025-05-26 14:59:30+04:00

ლევან უჩანეიშვილმა მაყურებლის სიყვარული და სიმპათია კარიერის დასაწყისშივე დაიმსახურა. არის როლები, რომელიც ბოლომდე მიჰყვებათ მსახიობებს. კარიერის განმავლობაში შესრულებული არაერთი მნიშვნელოვანი როლისა, ლევან უჩანეიშვილის ყველას მეხსიერებაში მაინც "კუკარაჩად" რჩება. 

levan

ლევან უჩანეიშვილი

დაიბადა 1958 წლის 15 დეკემბერს ქალაქ თბილისში. 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. დაიწყო როგორც კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობმა. კინოში იღებენ 1976 წლიდან. 1980-იანი წლების განმავლობაში როლებს იღებდა ქართულ ფილმებში. აღსანიშნავია ფილმები „სახლი ლესნაიაზე“, „კუკარაჩა“, „მამაკაცები და სხვები“, „სპირალი“ და სხვა.

"ლევანს იმ დროს უკვე დამთავრებული ჰქონდა თეატრალური ინსტიტუტი. და უკვე პრაქტიკულად, ჩვენთან იყო თეატრში. მე ზუსტად ვიცოდი, რომ ლევანის დამტკიცება მინდოდა კუკარაჩას როლზე. სამხატვრო საბჭო შემეწინააღმდეგა - გარეგნულად არ ესადაგება დუმბაძის გმირს, კუკარაჩა შავგრემანია, უჩანეიშვილი კი ცისფერთვალება და თეთრიო. არჩევანში მხარს მხოლოდ რეზო ჩხეიძე და ირაკლი კვირიკაძე მიჭერდნენ.

  • მისი შიშველი ფოტოები მთელმა მსოფლიომ ნახა: ჯენიფერ ლოურენსის, როგორც ძლიერი და ლამაზი ქალის გამარჯვების ისტორია 

levan

სინჯები რომ გადავიღე და მამაჩემს და ნოდარ დუმბაძეს ვაჩვენე, ორივემ მითხრა, სწორი არჩევანი გაქვს გაკეთებულიო. შეკრული ორ საათიანი მასალა, დამონტაჟებამდეც მათ ვაჩვენე. ნოდარმა მითხრა, ეს არის ჩემი კუკარაჩაო! რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე დიდი შეფასება.

პირველი დღეა და ლევანმა გადასაღებ მოედანზე დააგვიანა. ანიკო დეიდას სახლში გვაქვს გადაღება. მოვიდა და ვუყურებთ მე, მარინა ჯანაშია და ოპერატორი, რაღაც უცნაურად გვეჩვენება. თურმე დილიდან წასულა საპარიკმახეროში და კუნაპეტი შავი საღებავით შეუღებავს თმა. იმ კადრებში ეტყობა კიდეც, რომ არანორმალურად შავი თმა აქვს, არაბუნებრივად. არავის გვკითხა, წავიდა და თმა შეიღება. როგორ შეიძლება ასეთი შავი თმა გქონდეს, როცა ასეთი ღია ცისფერი თვალები და ღია წაბლისფერი თმა გაქვს-მეთქი. კინაღამ გავგიჟდით! სხვა ეპიზოდებში სხვა ფერი აქვს, საღებავი გადაუვიდა. 

  • ჰოლივუდის ყველაზე ძლიერი, მაგრამ მარტოსული ვარსკვლავი,, ჯესიკა ლენგის ცხოვრების გზა, რომელიც გაგაძლიერებთ 

levan

  • ჰოლივუდის ყველაზე ძლიერი, მაგრამ მარტოსული ვარსკვლავი,, ჯესიკა ლენგის ცხოვრების გზა, რომელიც გაგაძლიერებთ 

მე ძალიან მიყვარს ის ეპიზოდი, მურტალო რომ კლავს. კარგად თამაშობს. 

ყველა ფილმზე მყავდა არაჩვეულებრივი ოპერატორი მიხეილ მელნიკოვი. ის იყო მხატვარიც. ძნელი იყო ლევანის ღია ფერის თვალების გადაღება. მიშა ქვევიდან აყენებდა განათებას, რომ მისი თვალის ღია ფერი ოდნავ ჩაექრო. სწორედ მიშას დამსახურებაა, რომ ლევანის თვალის ფერი არაჩვეულებრივად ჩანს "კუკარაჩაში". სხვა ფილმებში არ არის ასეთი გარეგნობის ლევანი" - იხსენებდა ქეთი დოლიძე ლევან უჩანეიშვილის შესახებ.

მსახიობი უკვე წლებია აშშ-ში ცხოვრობს და კარიერას იქ აგრძელებს. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.  მონაწილეობდა ჰოლივუდის ფილმებში, რომელთაგან აღსანიშნავია: „დამოუკიდებლობის დღე“ (1996), „ბლეიდი“ (1998), „პრეზიდენტის თვითმფრინავი“ (1997), „ვირუსი“ (1999), „25-ე საათი“ (2002) და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული ტელესერიალ „საიდუმლო მასალების“ ერთ-ერთ ეპიზოდში.