ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული ახალ კადრებს აქვეყნებს - Marao

როგორია ხმაურიანი წარსულის შემდეგ ცნობილი წყვილის ცხოვრება: ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული ახალ კადრებს აქვეყნებს

2025-05-14 11:35:17+04:00

 ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესს საზოგადოება თვალს დიდი ინტერესით ადევნებდა. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ყოფილი ცოლ-ქმრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. იმ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა ჩოგბურთელის მეგობარი გოგონაც, ასევე სპორტსმენი შარლოტა-ელენა: „ვწუხვარ ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან სასამართლოს შედეგით; ქალების გამო, რომლებსაც გაუჩნდათ განცდა, რომ მათ აღარ მოუსმენენ. ქალმა წააგო სასამართლო, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს, ის ვიღაც სხვის ისტორიას ჰყვება” - ამბობდა ის.

ამჯერად შარლოტა ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:

nikoloz

  • მოგზაურობა ტროპიკულ კუნძულებზე, გართობა და ბედნიერი მომენტები: როგორია კარლოტა ელენასა და ნიკოლოზ ბასილაშვილის ცხოვრება 

ვინ არის კარლოტა ელენა

ნიკოლოზის ამჟამინდელი შეყვარებული კარლოტა ჰელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. შარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.

  • "ეს რომ დამენახა, მე დღეს ნიკას გვერდით არ ვიქნებოდი... პოლიციაში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ადვოკატმა მითხრა, რომ..." - რა თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებულმა სასამართლოში 

გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს მეგობარი მამაკაცის ასისტენტობას. 

კარლოტა ჰელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გოგონა ახალ ფოტოს გვიზიარებს 

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელია. მან 2019 წლის 27 მაისს მიაღწია ATP-ის რეიტინგში მე-16 ადგილს. ნიკოლოზი დაიბადა 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში, საქართველოში. მამამისი, ნოდარ ბასილაშვილი, „სუხიშვილების“ მოცეკვავე იყო; დედა, ნატალია კი - ექიმი. ნიკოლოზს ჰყავს უმცროსი ძმა, თენგიზ ბასილაშვილი. მამა ფიქრობდა, რომ მისი შვილები მის გზას გააგრძელებდნენ, თუმცა ნიკოლოზმა ჩოგბურთისადმი ინტერესი მალევე გამოხატა და მისი პროფესიონალურ დონეზე შესწავლაც გადაწყვიტა. 5 წლის ასაკში ბასილაშვილმა ჩოგბურთის თამაში დაიწყო. თორმეტ წლამდე საქართველოში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა. შემდეგ რამდენიმე წლით გადავიდა ამერიკაში. სანამ ნიკოლოზი აშშ-ში იყო, მისი მშობლები რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნიკოლოზს შეეძლო რუსეთში ეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ, სამშობლოს, საქართველოს დროშის ქვეშ თამაში გადაწყვიტა. ნიკოლოზი თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.