ხბოს ხორცის ჩაქაფული - Marao

ხბოს ხორცის ჩაქაფული

2020-04-13 17:52:14+04:00

ალბათ, სააღდგომოდ, ხსნილზე ყველა ოჯახში თუ არა, უმეტესში მაინც კეთდება ჩაქაფული. ზოგიერთი ხბოს ხორცს ანიჭებს ამ კერძის მომზადებისას უპირატესობას, ზოგი კი - ბატკნისას. არჩევანი თქვენზეა, რეცეპტი კი - ჩვენზე.

საჭირო მასალა:

  • 1 კგ ხბოს ხორცი
  • 200 გრ თეთრი ღვინო
  • 250 გრ ტარხუნა
  • 4 კონა მწვანე ხახვი
  • 200 გრ ქინძი
  • 150 გრ ოხრახუში
  • 100 გრ ახალი ნიორი
  • 100 გრ ახალი ტყემალი
  • მარილი და მწვანე წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. აგრეთვე დაჭერით მწვანილი (ძალიან წვრილად არა). ხორცი და დაჭრილი მწვანილი ქვაბში მოათავსეთ ფენა-ფენა. ჩაყარეთ ახალი ტყემალი, დაასხით ღვინო და დადგით დაბალ ცეცხლზე. ცოტა ხანში დაუმატეთ მარილი. ცეცხლზე გააჩერეთ მანამ, სანამ ხორცი კარგად არ მოიხარშება.

ჟურნალი ”... და ქალი” (მაისის ნომერი)