"ჩემი ყოფილი მეუღლე ემიგრაციაში ცხოვრობს კარგად, არაფერი არ ადარდებს, მის წარსულზე კი პასუხს მე მთხოვენ" - ნანუკა ჟორჟოლიანი - Marao

"ჩემი ყოფილი მეუღლე ემიგრაციაში ცხოვრობს კარგად, არაფერი არ ადარდებს, მის წარსულზე კი პასუხს მე მთხოვენ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

2025-05-14 15:12:41+04:00

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემის "ფილტრის გარეშე" სტუმარია, სადაც ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს:

"ჩემი ყოფილი მეუღლე ემიგრაციაში ცხოვრობს კარგად, არაფერი არ ადარდებს, მის წარსულზე კი პასუხს მე მთხოვენ, ამაზე ადამიანური ბრაზი მაქვს. 2015 წლის შემდეგ, ჩვენ კომუნიკაცია საერთოდ არ გვქონია  - მხოლოდ ორჯერ, ისიც ურთულესი, ჯობდა არ გვქონოდა" - ამბობს ნანუკა. 

"იმაზე, რომ რაღაცები გადავაფასე და ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებ, 80% გავლენა მარიამს [შვილი - მარიამ გეგუჩაძე] აქვს. სინამდვილეში, ასეთი ნანუკას შექმნაში მას მიუძღვის დიდი წვლილი. 

მინდა, ვთქვა, რომ ძალიან კარგი შვილები მყავს. თუ ცხოვრებაში მკითხავენ, ყველაზე სწორი რა შევქმენი ამ სამყაროში, ეს ჩემი შვილებია. ძალიან კარგი და სწორი მოქალაქეები არიან, ადამიანები არიან. საბას პოლიტიკა არ აინტერესებს, მე და მარიამმა ძალიან ვცადეთ, რომ შორს ყოფილიყო ამ ყველაფრისგან, არ მინდა, რომ ვინმეს მაგივრად რამე ფასი გადაიხადოს და მისმა გვარმა რამე განსაზღვროს", - აღნიშნა მან. 

ბლიცი ნანუკა ჟორჟოლიანთან

- ფულს არ დავზოგავდი... სხვების სიცოცხლის გადარჩენაში.

- ერთი სიტყვა, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანს ყველაზე კარგად აღწერს... ექსცენტრიკული.

- ყველაზე შთამბეჭდავი ქვეყანა... იტალია.

- ქვეყანა, სადაც არ ვყოფილვარ, მაგრამ წავიდოდი... კორეა. 

- სიყვარული თუ პრაგმატიზმი...  სიყვარული. 

- სოფელი თუ ქალაქი... სოფელი.

- წყობიდან გამოვყავარ... უზრდელობას. 

- მკაცრი დედა... თან ვარ, თან - არა. 

- ყველაზე ღირსეული ქართველი... მამუკა გაწერელია. 

- ოჯახი თუ მეგობრები... ოჯახი.

- ოჯახი თუ კარიერა... ამ ასაკში ოჯახში. 

- მენატრება... დედაჩემი. 

 

ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“.

  • "ჩემი ხელფასია 10 ათასი ლარი, ერთადერთი სახლი მაქვს კვიპროსზე..." -რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარი ქონებისა და შემოსავლის შესახებ 

პირველად ნანუკამ ადრეულ ასაკში, 16 წლისამ იქორწინა. მისი მეუღლე მასზე რამდენიმე წლით უფროსი ნიკოლოზ გეგუჩაძე იყო. მას საკმაოდ პერსპექტიული მომავალი ჰქონდა, მუშაობდა ბანკში და დიდ დროს სწორედ კარიერას უთმობდა. ნანუკა კი მაშინ დიასახლისის ამპლუაში აღმოჩნდა. როგორც მედია წერდა, წყვილს შორის მესამე პირის გამოჩენამ და აზრთა სხვადასხვაობამ ოჯახის დანგრევა გამოიწვია. 18 წლის ორსული ნანუკა ჟორჟოლიანი მარტო დარჩა. მას ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე შეეძინა. 

  • "პირველად ვაღიარებ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს" - ნანუკა ჟორჟოლიანი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს 

პირველ ქორწინებაში ნანუკას ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე შეეძინა. 

საბა ნანუკა ჟორჟოლიანის უმცროსი შვილია, რომელიც მას ერეკლე კოდუასთან ქორწინებაში შეეძინა. ერეკლე და ნანუკა რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ერეკლე საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა და იქ უკრაინელ კატალინა დიდაზე იქორწინა, დაშორება ნანუკასთვის რთული აღმოჩნდა, რაზეც ტელეწამყვანმა საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა. განქორწინებას თან ახლდა არაერთი ხმაურიანი ამბავი და კონფლიქტი კოდუას ახალ და ყოფილ მეუღლეებს შორის, თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანმა დეპრესიისა და რთული დღეების უკან მოტოვება შეძლო და დღეს არაჩვეულებრივ ფორმაშია, აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სამოტივაციო წერილებს სხვა ქალებისთვის ხშირად აქვეყნებს.  

  • "ვინ მოიფიქრა ნეტა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი შეიძლება ბრძოლით დაამარცხო. არ გიცნობენ აშკარად" - მაია ასათიანი