"არ მინდა მაყურებელმა ისე გაიგოს, რომ რახან ნანი ბრეგვაძის შვილიშვილის ვარ, აქ უზრუნველად ვცხოვრობ" - ნატალია ქუთათელაძე - Marao

"არ მინდა მაყურებელმა ისე გაიგოს, რომ რადგან ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ვარ, აქ უზრუნველად ვცხოვრობ..." - ნატალია ქუთათელაძის გულწრფელი ინტერვიუ

2025-05-26 14:41:18+04:00

ნატალია ქუთათელაძე ნანკა გვარის გადაცემის სტუმარია, სადაც თავის გამოცდილებაზე, ცხოვრებასა და ოჯახზე საუბრობს:

"იმდენად კარგად ვგრძნობ თავს... ჩემს გარშემო სულ სიმშვიდეა, ყველა ჯანმრთელია... ყოველ წუთს ვახსენებ ჩემს თავს, რომ მადლიერი ვიყო. რთული პერიოდი იყო ნიუ-იორკში წასვლა. ვგრძნობდი, რომ ეს იქნებოდა გარდამტეხი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც პიროვნულად შემცვალა. არ მინდა მაყურებელმა ისე გაიგოს, რომ რადგან ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ვარ, აქ უზრუნველად ვცხოვრობ - ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, როგორც ყველა. 

  • ნატალია ქუთათელაძის ოჯახური ბედნიერება და არდადეგები მეუღლესა და შვილთან ერთად 

რამდენჯერაც წააგებ, ეს ყველაფერი საჭიროა. თუმცა ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ არ უნდა დაუშვა. კომპლექსები მქონდა - სტერეოტიპების მსხვერპლი ვიყავი. სიგამხდრე ყოველთვის ასოცირდება სილამაზესთან, რაც დიდი უკულტურობაა, ასევე არასწორია" - ამბობს ნატალია ქუთათელაძე.

  • ლეგენდარული ნანი შვილთაშვილთან ერთად - ნატალია ქუთათელაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

nataliko

ნატალია ქუთათელაძე

ნატალია ქუთათელაძეს ქართველი საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს - იგი ეკა მამალაძის შვილი და ლეგენდარული მომღერლის, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილია.  ნატალია, დედის და ბებიის მსგავსად, შესანიშნავად მღერის. იგი ჯერ თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.

 ნატალია რამდენიმე წელია დაოჯახებულია - მისი რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.

როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს.

  • ზღაპრული ნაძვის ხე და საოცარი საახალწლო გარემო - როგორია ახალი წელი ნატალია ქუთათელაძის ოჯახში 

ნატალია ქუთათელაძისა და მისი მეუღლის შესახებ საზოგადოება ბევრს საუბრობდა. თავად ნატალია კი ამბობდა, რომ ოჯახს მესამე ადამიანი არ ანგრევს:

მესამე არ ანგრევს ოჯახს. მეც მაქვს ოჯახი და მეც რომ იგივე რამ დამემართოს, არ მგონია, სწორი იყოს, რომ ვიღაც სხვას დავაბრალო. ეს იქნება იმ ბზარის გამო, რაც უკვე ჩვენ შორის იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფორმა იყო ეს ყველაფერი და მართალი გითხრათ, ძალიან მერიდება ამ ყველაფერზე ასე საჯაროდ საუბარი. ვეცადე, რომ აჩიკოს შვილებთან ყველაფერი გულწრფელად მიმეტანა, თუმცა მგონია, რომ ბავშვები კიდევ რაღაცებს სხვანაირად აღიქვამენ. მგონია, რომ მშობლები ასეთ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა იყვნენ გულწრფელები, არაფერი მოატყუონ და ყველაფერი უთხრან ისე, როგორც არის.