ილუსტრირებული ხუთტომეული, რომელიც საქართველოს წარსულში გამოგზაურებს: რით არის განსაკუთრებული „საქართველოს ისტორიის“ ახალი სერია? - Marao

ილუსტრირებული ხუთტომეული, რომელიც საქართველოს წარსულში გამოგზაურებს: რით არის განსაკუთრებული „საქართველოს ისტორიის“ ახალი სერია?

2025-05-15 17:14:16+04:00

საქართველოს ისტორია ათასწლეულების წინ დაიწყო. ის სავსეა მეფეებისა და გმირების, ბრძოლისა და რწმენის, აღზევებისა და დაცემის ამბებით და ამ ყველაფრის ცოდნა მხოლოდ შორეული წარსულის თვალიერება არ არის, ეს საკუთარი თავის უკეთ გაგებაა, თუ ვინ ხარ და საიდან მოხვედი. 

ისტორიის ცოდნა არ არის ძველი მოვლენების დაზეპირება, ეს არის შესაძლებლობა გავიგოთ, ვინ ვართ, რატომ ვართ და საით უნდა წავიდეთ. ის გვაძლევს ფასეულობებს, რაზეც სახელმწიფოს აშენება შეიძლება. გვაჩვენებს, როგორ იქმნება ერთობა მეფისა და ხალხის, კულტურისა და რწმენის გარშემო.  გვასწავლის, როგორ გავუმკლავდეთ მარცხს ღირსებით და ვიპოვოთ გზა გამარჯვებამდე. ისტორია გვიხსნის, რომ ეროვნული იდენტობა,მხოლოდ ენისა და ტრადიციის სიყვარული არ არის, ესაა მეხსიერება, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც მემკვიდრეობას.

გამომცემლობა „პალიტრა L” გთავაზობთ უნიკალურ, ილუსტრირებულ ხუთტომეულს საქართველოს ისტორიაზე — სერიას, რომელიც წარმოგიდგენთ ჩვენს წარსულს, გრძელი და მრავალფეროვანი თავგადასავლის ფორმით.

რას მოიცავს ხუთტომეული?

Palitra_L 

ქართველების თავგადასავლის მოყოლა, სულ ცოტა, 1,85 მილიონი წლის წინანდელი ამბებით იწყება, როცა დმანისში, ჩვენს მიწა-წყალზე, მსოფლიო საზოგადოებისთვის Homo Georgicus-ებად ცნობილი ჰომინიდები, მზია და ზეზვა, ცხოვრობდნენ. წიგნი მიუყვება ჩვენი ისტორიის ბილიკებს აიეტის კვიტაისამდე, ფარნავაზის მცხეთამდე, გორგასლის თბილისამდე... და ეს ყველაფერი აღწერილია თანადროული მსოფლიო მოვლენების ფონზე. გამოცემა იმითაცაა გამორჩეული, რომ დახუნძლულია საინტერესო ფოტომასალით, რუკებით, ილუსტრაციებით, რეკონსტრუქციებით... ამდენად, მისი გაცნობა სასარგებლოც იქნება და სახალისოც, მომზადებულ მკითხველსაც დააინტერესებს და მასაც, ვინც ახლა გადაწყვეტს ჩვენი ხალხისა და სამშობლოს მატიანის გაცნობას; მასში სათავისო საკითხავს მონახავენ ბავშვებიც და უფროსი თაობის წარმომადგენლებიც.

საქართველოს ისტორიის ხუთტომეული შთამბეჭდავი გზამკვლევია საქართველოს ისტორიის ყველა ეტაპზე:

  • უძველესი დროიდან — დღემდე;
  • ქართველების თავგადასავალი მსოფლიო ისტორიული პროცესების ფონზე;
  • ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და ისტორიული პიროვნება, რომლებმაც ჩვენი ერის ბედი განსაზღვრეს.ყოველივე ეს, სერიაში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ფოტომასალით, ისტორიული რუკებით, ილუსტრაციებითა და რეკონსტრუქციებით. 

სერიის პირველი ტომი 19 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი. სერია გაგრძელდება თვეში ერთი ტომის გამოცემით და ერთი კვირის მანძილზე, წიგნის სპეციალური ფასი მხოლოდ 18₾ იქნება.

ვისთვის არის ეს სერია?

  • მათთვის, ვინც ისტორიას სკოლაში მოსაბეზრებელ საგნად თვლიდა, მაგრამ ახლა სურს რეალური კავშირი წარსულთან;
  • მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ შვილებს წაუკითხონ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ამბები;
  • მოზარდებისთვის, რომ საქართველოს ისტორია შთამბეჭდავი და საინტერესო ფორმით გაიგონ;
  • მასწავლებლებისთვის — როგორც რესურსი საგანმანათლებლო სივრცისთვის;

ასევე, ხუთტომეული შესანიშნავი საჩუქარია როგორც მოზარდებისთვის, ისე ყველასთვის, ვინც საქართველოს ისტორიით ინტერესდება. 

R