მომღერალი მაკა ზამბახიძე რამდენიმე წლის წინ თბილისიდან საცხოვრებლად წყნეთში გადავიდა.
"კორპუსში ვიზრდებოდი, მიწაზე მუშაობა ჩემთვის უცხო იყო, მაგრამ რაც უფრო გემატება წლები, მით მეტად მოგწონს სიმწვანე, სუფთა ჰაერზე ყოფნა. კერძო სახლში ცხოვრება კომფორტული აღმოჩნდა, აქ ჩიტივით თავისუფალი ვარ.
შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და ხის სახლის აშენება დავიწყე. წყნეთის ეზოში ბევრი ნაძვია და ამის გამოც გადავწყვიტე, წითელქუდას ბებიასავით ხის სახლი ჩამედგა. ერთსართულიანია, მანსარდა არა აქვს - სხვანაირი კონსტრუქციისაა და დაშენებას ვერ გაუძლებს, მაგრამ რაიმეს დამატება მაინც შეიძლება, რადგან სამშენებლო ტექნოლოგიები სულ უფრო იხვეწება.
სახლის აშენება უპირველესად ფინანსებს მოითხოვს, ამიტომ ვერავის ვეტყვი, ყველაფერი გაყიდეთ და საკუთარი ეზო-კარი შეიძინეთ-მეთქი. ისიც მნიშვნელოვანია, ვის რა პრიორიტეტები აქვს ცხოვრებაში. ქალაქგარეთ ცხოვრება კარგია და თუ ამის სურვილი გაქვთ, ნაბიჯები გონივრულად უნდა გადადგათ. შეუძლებელი არაფერია" - ამბობდა მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.


მაკა ზამბახიძე
მაკა ზამბახიძე 1983 წლის 16 მარტს, თბილისში დაიბადა. 2005 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის (ახლანდელი ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი) საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. სიმღერა 7 წლიდან დაიწყო, ჯილდოც დაიმსახურა - „ოქროს მართვე”, რომელიც ცნობილმა მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა გადასცა სიმღერისთვის „ამ პატარას, იმ პატარას“.
2007 წელს გაიმარჯვა პროექტში „იმედის ტალღა“. 2008 წელს წარმატებული აღმოჩნდა მისი მონაწილეობა პროექტში „ნუცას სკოლა“. 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ერთად შექმნა „დუეტი ჯორჯია“ და ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს.
მაკა ზამბახიძეს ერთადერთი ქალიშვილი, სალომე, პირველი ქორწინებიდან ჰყავს, რომელმაც 2021 წელს რჩეულზე, ირაკლი ცაბაძეზე იქორწინა. ირაკლის და სალომეს ერთი შვილი, მიქაელი ჰყავთ, რომელიც ცნობილი დედისა და ბებიის მეგობრებისგან ყოველთვის უამრავ სითბოსა და კომპლიმენტს იმსახურებს.
"იმდენად მოულოდნელად მოგვევლინა მიქაელი, რომ ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის 38 წლის ასაკში ბებიობა, მაგრამ ძალიან გამაბედნიერა, კიდევ უფრო გამაახალგაზრდავა და საოცარი ემოციებით ამავსო. საოცარ სახელებს ვუგონებ და მთავარი სახელი, რამაც პოპულარობა მოუპოვა მიქაელს, ეს არის „ქოქოსი“. იმდენად აიტაცა ხალხმა ეს სახელი და მოეწონათ, რომ ბევრმა მისი ნამდვილი სახელი არც იცის.