Victoria’s Secret-ის TOP 10 ლეგენდარული მოდელი: ამბები ყველაზე „ვარდისფერი“ შოუს კულისებიდან - Marao

Victoria’s Secret-ის TOP 10 ლეგენდარული მოდელი: ამბები ყველაზე „ვარდისფერი“ შოუს კულისებიდან

2025-05-26 14:27:43+04:00

ლეგენდარული სუპერმოდელები ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ტირა ბენკსი და სხვები Victoria's Secret-ის მოდის ჩვენებაზე გრანდიოზულად დაბრუნდნენ.

გავიხსენენოთ ლეგენდარული სუპერმოდელების პირველი გამოჩენა  Victoria's Secret-ის ჩვენებაზე:

  • ევა ჰერციგოვა

eva

  • ალესანდრა ამბროსიო

behati

  • ქენდის სვეინპოლი

  • ირინა შეიკი

irina

  • ალესანდრა ამბროსიო

abrosio

  • ადრიანა ლიმა

  • ჯიჯი ჰადიდი

hadidi

  • ბელა ჰადიდი

bela

  • ტაირა ბენკსი

taira

 Victoria's Secret

მსოფლიოში ცნობილი ბრენდის პირველი მაღაზია 1977 წელს სან-ფრანცისკოს გარეუბანში გაიხსნა. მისი დამფუძნებელი სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული როი რაიმონდია. მას შემდეგ ბრენდმა მთელი მსოფლიო მოიარა და არა მხოლოდ გამორჩეული თეთრეულით გახდა ცნობილი, არამედ ჩვენებებით, რომლებიც ნამდვილ დღესასწაულად იქცეოდა. ამ შოუებში ყოველთვის განსაკუთრებული მოდელები იღებდნენ მონაწილეობას და მათ ამის გამო Victoria's Secret-ის "ანგელოზებს" უწოდებენ.

  • "თავს სუპერგმირად ვგრძნობდი" - რა კადრებს აქვეყნებს მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუდან 

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ერთ მშვენიერ დღეს როი რაიმონდმა გადაწყვიტა, თავისი საყვარელი მეუღლისათვის  ეჩუქებინა ქალის ლამაზი თეთრეული. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიის გამყიდველები უხერხულობას გრძნობდნენ მამაკაცთან ქალის თეთრეულის შერჩევაში დახმარების პროცესში, ყიდვის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

  • ფოტოები: Victoria's Secret-ის მთავარი ანგელოზები და ყველაზე განსხვავებული შოუ 

 სწორედ მაშინ როის გაუჩნდა იდეა, გაეხსნა ქალის თეთრეულის საკუთარი მაღაზია.

იმ პერიოდში Limited Brands-ის დამფუძნებელი ლესლი ვექსნერი ბიზნესის სამყაროს ამომავალი ვარსკვლავი იყო  და შთამბეჭდავი იმპერია ააშენა. 1982 წლის ივნისისთვის L-Brands ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის სიაში მოხვდა. ერთი თვის შემდეგ კომპანიამ Victoria’s Secret-ის ექვსი მაღაზია და მისი კატალოგი სულ 1 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

ვექსნერის სტრატეგია დაეხმარა ბრენდს, გამხდარიყო თეთრეულის უმსხვილესი საცალო მოვაჭრე აშშ-ში 1990-იანი წლების დასაწყისისთვის. ბრენდმა გააფართოვა ბიზნესი 350 მაღაზიით და დააფიქსირა წლიური გაყიდვები 1 მილიარდ დოლარზე მეტი.

რაც შეეხება კომპანიის პირველ დამფუძნებელს, როი რეიმონდს, მან საკუთარი ბიზნესის გაყიდვის შემდეგ გახსნა საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია, რომელიც სულ რაღაც ორი წლის შემდეგ გაკოტრდა. 1993 წლის 26 აგვისტოს 47 წლის ასაკში როიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

  • როგორ იქცა ქვეყნის მოღალატის ქალიშვილი მუსლიმური სამყაროს ყველაზე გავლენიან ქალად - შეიხა მოზას ისტორია