მშვენიერი მარიამ კუბლაშვილისა და ლევან ხურციას ოჯახური ბედნიერება: ორი შვილი, 11-წლიანი ურთიერთობა და სიყვარულის ამბავი - Marao

მშვენიერი მარიამ კუბლაშვილისა და ლევან ხურციას ოჯახური ბედნიერება: ორი შვილი, 11-წლიანი ურთიერთობა და სიყვარულის ამბავი

2025-06-05 13:48:05+04:00

მარიამ კუბლაშვილი 2017 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. ასევე იყო ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრი და შემდგომში თავმჯდომარე.

მარიამი ფართო საზოგადოებამ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გაიცნო. გოგონა ახმეტაში დაიბადა, დედა პანკისელი ქისტი ჰყავს. 5 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, ბიძამ კი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა. წლების მანძილზე ნათესავებთან ცხოვრობდნენ, რის გამოც გოგონამ 11 სკოლა გამოიცვალა.

იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, რადგან მამის მიერ დატოვებული კუთვნილი ქონება დაებრუნებინა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ადვოკატობას მიჰყო ხელი. ერთი რთული საქმე მოიგო, ჰონორარი კი ბინის პირველადი შენატანისთვის ეყო.

მარიამის მეუღლე ცნობილი მსახიობი ლევან ხურციაა. წყვილი ორ ვაჟს ზრდის – მარიამის უფროს შვილს პირველი ქორწინებიდან, გიორგის და საერთო შვილს, ალექსანდრეს.

"ორი შვილი მყავს. უფროსი ვაჟი ოცი წლისაა, ხოლო უმცროსია - რვა წლის. უფროსთან მოკრძალებით ვსაუბრობ, ვერ ვჩხუბობ, ამის საშუალება აღარ მეძლევა, მართლა საუკეთესო მეგობრები ვართ. ლევანი უფრო მკაცრია შვილებთან, სულ იმაზეა ოჯახში კამათი, რომ მე სრულ თავისუფლებას და კომფორტს ვუქმნი შვილებს. 

  • გამორჩეული გარეგნობა, "სუხიშვილები" და სამსახიობო კარიერა - თამარ ხურცილავას პორტრეტი 

ბავშვები არ უნდა გაიზარდონ შრომის გარეშე. შრომას უნდა მიეჩვიონ. უარყოფითი ის მაქვს, რომ ბევრ დროს ვერ ვატარებ შვილებთან. 

ზედმეტი გადატვირთვა და ნაკლები დრო უცილებლად უარყოფით შედეგებს მოიტანს - ცივდება ურთიერთობები. ბევრი საქმის გამო მე და ლევანი სახლში ძალიან დაღლილები მივდივართ. ზოგჯერ ისე ვიძინებთ, ერთმანეთს ვერც ვეკონტაქტებით. ძლიერი და ჭკვიანი მაშინ ხარ, როცა ამ ყველაფერს არ დაკარგავ და გაუფრთხილდები" - ამბობს მარიამ კუბლაშვილი რადიო ფორტუნასთან ინტერვიუში. 

  • "ჩემი ყოფილი მეუღლე ემიგრაციაში ცხოვრობს კარგად, არაფერი არ ადარდებს, მის წარსულზე კი პასუხს მე მთხოვენ" - ნანუკა ჟორჟოლიანი 

ლევან ხურცია

"ურთიერთობის დასაწყისში მეც და მარიამიც ვცდილობდით, ერთმანეთისთვის ხელი შეგვეწყო. რა თქმა უნდა, იყო პრობლემებიც, კამათიც. ეს ხან ეხებოდა მარიამის გახმაურებულ საქმეებს, ხან ჩემს წასვლებს საზღვარგარეთ გადაღებებზე… გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი გრძნობები და ვხვდებოდით, რომ პრობლემების გადალახვა შეგვეძლო.

  • „ჩვენს ურთიერთობაშიც იყო კამათი, ჩხუბი, კრიზისიც გვქონდა...“ - მარიამ კუბლაშვილი და ლევან ხურცია თანაცხოვრების შესახებ 

ოჯახის შექმნა იმ ასაკში გადავწყვიტეთ, როდესაც ყველაფერი გააზრებული გვქონდა. ერთსაც გვქონდა ნანახი ცხოვრება და მეორესაც, ორივეს გვინდოდა ოჯახი, სიმშვიდე, სიწყნარე და ჰარმონია. როცა საქმეს, ბავშვებს, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, პირად ცხოვრებაშიც ჰარმონიაა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ერთად ჰარმონიულად ცხოვრება გამოგვდის." - ამბობდა მსახიობი.