მამის თხოვნით არჩეული კარიერა, ბრძოლა ცენზურასთან და მნიშვნელოვანი სიტყვა კინოში - ნანა ჯანელიძე - Marao

მამის თხოვნით არჩეული კარიერა, ბრძოლა ცენზურასთან და მნიშვნელოვანი სიტყვა კინოში - ნანა ჯანელიძე

2025-06-05 13:27:42+04:00

ნანა ჯანელიძე დაიბადა 1955 წლის 7 აგვისტოს თბილისში. მისი მამა კომუნისტური პარტიის მდივანი იყო, რომელმაც პოლიტიკა 1956 წლის მარტის ტრაგედიის შემდეგ დატოვა და აკადემიურ სფეროში განაგრძო მუშაობა. ნანამ 1984 წელს მონაწილეობა მიიღო თენგის აბულაძის ცნობილი ანტისაბჭოთა ფილმის, „მონანიების“, გადაღებებში, სადაც სცენარისტად მუშაობდა. 

ადრეული ცხოვრება და ოჯახი

nana

ნანა ჯანელიძის მამა საბჭოს თავმჯდომარე იყო და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი აქტიურად ეხმარებოდა ანსამბლ „შვიდკაცას“ შექმნას ჯანსუგ კახიძის ხელმძღვანელობით. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში იკავებდა პროფკავშირის მდივნის თანამდებობას, 1956 წლის მარტში, ახალგაზრდების მიერ საპროტესტო გამოსვლის გამო, პარტიის ლიდერებთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც თავდაპირველად ჭიათურის საქალაქო საბჭოს მდივნად გადაიყვანეს, შემდეგ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო, დაუბრუნდა თავის პირვანდელ პროფესიას, გეოლოგიას და გახდა უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, ბოლოს კი აკადემიკოსი.

 ნანა ჯანელიძემ კინოკარიერის გზა მშობლების თხოვნით აირჩია. იმ პერიოდში საქართველოში გაიხსნა კინოს ფაკულტეტი (ამ სპეციალობის შესწავლა მხოლოდ მოსკოვში იყო შესაძლებელი), სადაც სტუდენტებს ძველი თაობის ისეთი გამოჩენილი რეჟისორები ასწავლიდნენ, როგორებიც იყვნენ თენგიზ აბულაძე, ელდარ შენგელაია და სხვები. 

  • შიმშილობიდან ალმადოვარის მუზობამდე: ყველაზე ცეცხლოვანი ესპანელის ცხოვრების მაგალითი 

nana

  • როგორ იბრძოდა დედობისთვის ეკრანზე და ეკრანს მიღმა: კორტნი კოქსის ცხოვრების სევდა და გენიალური პერსონაჟები 

მონანიება

ნანა ჯანელიძის თქმით, სანამ „მონანიების“ სცენარზე მუშაობას დაიწყებდნენ, საქართველოში დისიდენტური ლიტერატურა არ არსებობდა. რეჟისორის თქმით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნადეჟდა მანდელშტამის ცხოვრების მოგონებებმა. ნადეჟდა მანდელშტამის მოგონებებში დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ განიცდიდნენ ხელოვნების მუშაკები დევნას საბჭოთა სივრცეში. 

  • ჰოლივუდის ყველაზე ძლიერი, მაგრამ მარტოსული ვარსკვლავი,, ჯესიკა ლენგის ცხოვრების გზა, რომელიც გაგაძლიერებთ 

მთავარი ანტაგონისტი არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის ალეგორია, ის საბჭოთა ლიდერების, ყველა ტირანის კოლექტიური სახეა. მნიშვნელოვანია, რომ „მონანიებაც“ აკრძალეს, მიუხედავად იმისა, რომ ფილმს მხარს უჭერდა ისეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, როგორიც ედუარდ შევარდნაძე იყო და ცენზურის თავიდან ასაცილებლად მრავალი ზომა იქნა მიღებული. საინტერესოა ისიც, რომ ფილმში ერთ-ერთი როლი გეგა კობახიძეს უნდა შეესრულებინა, რომელმაც 1983 წელს სსრკ-დან გასაქცევად თვითმფრინავი გაიტაცა, თუმცა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და ახალგაზრდა მსახიობი დახვრიტეს. ეს ფაქტი ფილმის აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.