ხატია ბუნიათიშვილის მუსიკალური კარიერა 6 წლიდან დაიწყო. 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა (ფრანგ. École normale de musique de Paris, გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი „Musikverein“, მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა.
11-15 წლის ასაკში, ბუნიათიშვილმა შეწყვიტა სწავლება თბილისის მუსიკალურ ათწლედში და ინტენსიური მასტერკლასები გაიარა უნგრული წარმოშობის ფრანგ პედაგოგთან და პიანისტთან, მაესტრო მიშელ სონისთან ავსტრიაში, „ვილა შინდლერში“, სადაც ეუფლებოდა სონის საფორტეპიანო ინოვაციურ მეთოდოლოგიას.
ხატია მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებში, როგორიცაა: „Verbier Festival“, „Progetto Martha Argerich“, „Menuhin Festival Gstaad“, „Sommets Musicaux de Gstaad“, „Musicales de Compesières“ (შვეიცარია), გიდონ კრემერის „Internationales Kammermusikfest Lockenhaus“ (ავსტრია), საერთაშორისო მუსიკალური „Elba isola musicale d’Europa“ - იტალია (თავმჯდომარე იური ბაშმეტი), „Les nouveaux Solistes aux Serres d’Auteuil“ (პარიზი), „Chamber Music Connect the World 2008“ - კრონბერგ აკადემია (გერმანია), „შემოდგომის თბილისი“, „Musical Olympus International Festival“, სანქტ-პეტერბურგი და სხვა...
ხატია ასრულებდა სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად (UBS ვერბიე ფესტივალის, ისრაელისა და სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიული, არტურ რუბინსტეინის ფილარმონიული, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრები).
„შუბერტი - საფრანგეთის კლასიკური ჩარტის პირველ პოზიციაზეა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, რომელიც პირდაპირ ჩემი გულისკენ მოდის. მადლობა საფრანგეთს“, - წერდა ხატია
.ალბომი „შუბერტი“ - არის პირველი სტუდიური ჩანაწერი ხატია ბუნიათიშვილის მიერ შესრულებული გამოჩენილი ავსტრიელი კომპოზიტორის, ფრანც შუბერტის ნაწარმოებების.
შუმანი გერმანელი პიანისტი, კომპოზიტორი და მუსიკის კრიტიკოსია. იგი მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული კომპოზიტორად ითვლება.
რახმანინოვმა შექმნა „ვარიაციები კორელის თემაზე“ ფორტეპიანოსათვის, „რაფსოდია პაგანინის თემაზე“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, III სიმფონია, „სიმფონიური ცეკვები“.
მუსიკის ისტორიაში შუბერტი შევიდა როგორც პირველი რომანტიკოსი. მისი შემოქმედება ვენის კლასიკური სკოლის ტრადიციებს და ამავე დროს პრინციპულად ახალი და ნოვატორულია. შუბერტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლირიკოსი კომპოზიტორია.
"უნგრული რაფსოდია №2" – ფერენც ლისტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ნაწარმოებია. ის 1847 წელს შეიქმნა და წარმოადგენს უნგრული თემების, პაციფიკურად ცეკვების და მელოდიური ელემენტების ერთობლიობას.