"ოჯახის სიწმინდის აღნიშვნა იმ ქვეყანაში, სადაც ქმრები ცოლებს მუდმივად ღალატობენ, უბრალოდ თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი" - ნინო გაჩეჩილაძე - Marao

"ოჯახის სიწმინდის აღნიშვნა იმ ქვეყანაში, სადაც ქმრები ცოლებს მუდმივად ღალატობენ, უბრალოდ თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი" - ნინო გაჩეჩილაძე

2025-05-19 12:01:05+04:00

"ოჯახის სიწმინდის აღნიშვნა იმ ქვეყანაში, სადაც ქმრები ცოლებს მუდმივად ღალატობენ, ძალადობენ და ზოგ შემთხვევაში, კლავენ კიდეც, უბრალოდ თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი. ჯერ აქციეთ ოჯახი სიწმინდედ და მერე იზეიმეთ, თქვე ფარისევლებო" - წერს მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში. 

ojaxis_siwmindis_dge

ნინო გაჩეჩილაძე

ნინო გაჩეჩილაძე ცნობილია თავისი მრავალფეროვანი როლებით ქართულ კინოსა და ტელესერიალებში. მისი კარიერა მოიცავს როგორც დრამატულ, ასევე კომედიურ ჟანრებს, რამაც მას განსაკუთრებულ პოპულარობას მოუტანა მაყურებელთა შორის.​

  • "მე და დოი მარჯანიშვილის თეატრში" - ნინო გაჩეჩილაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებას ეხმიანება 

 გარდა კინოროლებისა, ნინო გაჩეჩილაძე აქტიურად მონაწილეობს თეატრალურ წარმოდგენებში, სადაც მისი შესრულება ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. მისი პროფესიონალიზმი და მრავალმხრივი ნიჭი მას ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობად აქცევს ქართულ კულტურულ სივრცეში.

  • "მე არაფრის არ მეშინია და არაფერს გავურბივარ. ეშინია საპირისპირო სქესს" - ნინო გაჩეჩილაძე 

წლების მანძილზე ნინომ თეატრის სცენასა თუ კინოში არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. გარდა "ჩემი ცოლის დაქალებისა", მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "წვრილვარსკვლავთა ღამე“, "ტაქსი“ და სხვ. თეატრში კი მისი გამორჩეული როლები შემდეგ სპექტაკლებს უკავშირდება: სემუელ ბეკეტის „ბედნიერი დღეები“, დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“, ლაშა თაბუკაშვილის „თოვლივით თეთრი თოვლი“, ვაჟა-ფშაველა „გველისმჭამელი“, ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“, ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“, ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატ“, ლევან წულაძის და სანდრო ელოშვილის „მთვრალი ალუბალი“, ვაცლავ ჰაველის „წასვლა“ და სხვ. 

  • ნინო გაჩეჩილაძე იუბილარია: ულამაზესი მსახიობის გამორჩეული კარიერა და ცხოვრება 

მაგრამ მისი ფილმოგრაფიიდან ყველზე ცნობილი მაინც კატო კირვალიძის როლია... სამი სეზონის შემდეგ ნინო გაჩეჩილაძემ სერიალი დატოვა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მაშინ მსახიობი ამბობდა, რომ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი უსამართლობა გახდა: გა­ჩე­ჩი­ლა­ძე თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ჰო­ნო­რა­რის აუ­ნა­ზღა­უ­რებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და, თუმ­ცა სხვა ვერ­სია აქვთ სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რებს - აზ­რთა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის გამო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. 

მსახიობი ამბობს, რომ ცხოვრებაში სიყვარული მხოლოდ ერთხელ ეწვია. “რაც უფრო მეტი დავთმე, თუნდაც პირად ცხოვრებაში, მით მეტი შეცდომა დავუშვი. ადამიანმა, ამ შემთხვევაში ქალმა, როცა იცის, რომ მართალია, პირველ რიგში საკუთარ თავთან და მერე სხვა ადამიანთან, არ უნდა წავიდეს დათმობაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ვიღაცა სხვას ასიამოვნოს ამით. თითქოს მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ გარშემო ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გინდა“, - ამბობდა ნინო გაჩეჩილაძე.