ულამაზესი წყვილის ზღაპრული მოგზაურობა: მოდელი მარიამ გველესიანისა და ფეხბურთელი გიორგი პაპავას ოჯახური ბედნიერება - Marao

ულამაზესი წყვილის ზღაპრული მოგზაურობა: მოდელი მარიამ გველესიანისა და ფეხბურთელი გიორგი პაპავას ოჯახური ბედნიერება

2025-05-19 14:19:25+04:00

მარიამ გველესიანი  ცნობილი ქართველი მოდელი და ინფლუენსერია, რომელიც სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით Instagram-ზე, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად უზიარებს გამომწერებს თავის ყოველდღიურ ცხოვრებას, მოგზაურობებსა და ფოტოსესიებს. 

მარიამ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ინფლუენსერია, 230 ათასზე მეტი გამომწერით, რომლებიც მის ცხოვრებას თვალს ყოველდღიურად სწორედ Instagram-ზე ადევნებენ. 

  • ქართველი სპორტსმენების ყველაზე პოპულარული ცოლები 

მარიამმა აუდიტორიის სიყვარული უშუალო ბუნებითა და დადებითი განწყობით მოიპოვა - ის გულშემატკივრებს ყოველთვის გულწრფელად უზიარებს მის ცხოვრებაში მიმდინარე ამბებს, პრობლემებს, სიახლეებს და საკუთარ გამოცდილებას. 

gvelesiani

მარიამ გველესიანი და ანანო სახელაშვილი 

მარიამი ასევე ცნობილი ინფლუენსერის, ანანო სახელაშვილის მეგობარია. მშვენიერი და მხიარული გოგონების ეს დუეტი კი ბევრისთვის საყვარელ წყვილად ჩამოყალიბდა. ისინი ტელეეთერში თანაწამყვანები იყვნენ და მეგობრობას ეკრანს მიღმაც აგრძელებენ.

მარიამ გველესიანი და გიორგი პაპავა 

მარიამმა 2022 წლის სექტემბერში ფეხბურთელ გიორგი პაპავაზე იქორწინა. ქორწილს წინ ხელის თხოვნის ულამაზესი ცერემონია უძღოდა - მოულოდნელი სიურპრიზი ფეხბურთელმა საყვარელ ქალს დუბაიში გაუკეთა. კადრებმა მალევე მოიარა სოციალური ქსელები და ბევრი დადებითი კომენტარიც დაიმსახურა.

  • "გავთხოვდი და უზბეკეთში წავედი, მოვ­წყდი ოჯახს, სა­მე­გობ­როს, სა­ქარ­თვე­ლოს, როგორ გადავიტანე, არ ვიცი..." - უმშვენიერესი მოდელის, მარიამ გველესიანისა და ფეხბურთელი გიორგი პაპავას ოჯახი, განშორება და რთული მომენტები 

მარიამისა და გიორგის ქორწილი "გარდენია შევარდნაძეში" გაიმართა. როგორც მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, გიორგი პაპავა მას სოციალურ ქსელში დიდი ხნის განმავლობაში სწერდა, თუმცა თავად გრძნობები ორი წლის შემდეგ გაუჩნდა: „პირველად სუპერმარკეტში დავუნახივარ და მოვწონებივარ. მერე აღმოჩნდა, რომ მისი კლასელი ჩემთან ერთად ემზადებოდა გეოგრაფიაში აბიტურიენტობისას. ჩემი სკოლის წინ ცხოვრობდა, მთელი 12 წელი დავდიოდი იმ ქუჩაზე, მაგრამ არასდროს მინახავს. ორი წლის შემდეგ, კარგად რომ გავიცანი და მისი თვისებები დავინახე, ერთ დღეს, უცებ მივხვდი, რომ მომწონდა. ამის შემდეგ ერთმანეთს ხშირად ვნახულობდით და მოწონება სიყვარულში გადაიზარდა” - ამბობდა მარიამ გველესიანი.

ახლა წყვილი უზბეკეთში ცხოვრობს, სადაც გიორგი საქმიანობს, თუმცა მოდელი ხშირად სტუმრობს სამშობლოსაც. მარიამი ამბობდა, რომ მისთვის უცხო ქვეყანაში ცხოვრება მარტივი არ აღმოჩნდა: 

„ყვე­ლა­ფერს მოვ­წყდი. გავ­თხოვ­დი და მე­ო­რე დღეს ეგ­რე­ვე მოგ­ვი­წია წას­ვლა, რად­გან ვარ­ჯი­ში ეწყე­ბო­და. მოვ­წყდი ოჯახს, სა­მე­გობ­როს, სა­ქარ­თვე­ლოს, თბი­ლისს, ყვე­ლა­ფერს ერ­თად გა­მო­ვე­თი­შე, მოვ­ხვდი სამ­ყა­რო­ში, სა­დაც არა­ვის არ ვიც­ნობ­დი. ახლა შე­მო­ე­მატ­ნენ ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბიც, მაგ­რამ არ­ცერ­თი არ არის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. მთე­ლი დღე სახ­ლშიც მარ­ტო ვი­ყა­ვი და მე მარ­ტო დარ­ჩე­ნის სი­გი­ჟემ­დე მე­ში­ნია, მი­თუ­მე­ტეს უცხო ქვე­ყა­ნა­ში. რო­გორ გა­და­ვი­ტა­ნე ვერ ვხვდე­ბი, მაგ­რამ მი­ვეჩ­ვიე, გა­ვი­ცა­ნი გი­ორ­გის გუნ­დე­ლე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბი. ყო­ველ კვი­რას ვცდი­ლობთ სად­მე გა­ვი­დეთ, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას კი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მაძ­ლევს”, - ამბობდა ის.

 სულ ცოტა ხნის წინ მარიამმა და გიორგიმ ტაილანდში იმოგზაურეს და ულამაზესი კადრები მეგობრებსა და გულშემატკივრებსაც გაუზიარეს. მშვენიერი წყვილის კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

gvelesiani

gvelesiani

gvelesiani