რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ცნობილი ფილ­მე­ბი მთა­ვა­რი რო­ლე­ბი სხვა მსა­ხი­ო­ბებს რომ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ? - Marao

რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ცნობილი ფილ­მე­ბი მთა­ვა­რი რო­ლე­ბი სხვა მსა­ხი­ო­ბებს რომ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ?

2025-05-19 15:04:20+04:00

ლიკა ქავჟარაძე - ერთი მსახიობი და ბევრი საინტერესო ამბავი... მისი სილამაზე, ნიჭიერება, ცხოვრებისეული გამოცდილება თუ კარიერა დღემდე აქტუალურია. 

ლიკას კარიერა 1970-იანი წლებიდან დაიწყო და 2010-იან წლებამდე გაგრძელდა. მისი ყველაზე ცნობილი და დასამახსოვრებელი როლია მარიტა თენგიზ აბულაძის ფილმში „ნატვრის ხე“ (1976), რომელიც ქართული კინოს კლასიკად ითვლება. ჩვენ უკვე მოგიყევით, რომ ამ ფილმში, ლიკა ქავჟარაძის გარდა, მთავარ როლზე სხვა ცნობილი მსახიობებიც განიხილებოდნენ. მსგავსი შემთხვევა არამხოლოდ ლიკას, არამედ სხვა ქართველი მსახიობების როლზე დამტკიცებისას მოხდა.

msaxiobebi

რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ცნობილი ფილ­მე­ბი მთა­ვა­რი რო­ლე­ბი სხვა მსა­ხი­ო­ბებს რომ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ?

  • "დიდი მწვა­ნე ველი" - ლია კა­პა­ნა­ძის ნაც­ვლად მე­დეა ჩა­ხა­ვა 

ლია კა­პა­ნა­ძე ის მსა­ხი­ო­ბია, რო­მე­ლიც სა­ხა­სი­ა­თო გა­რეგ­ნო­ბი­სა და ნი­ჭი­ე­რე­ბის გამო ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, მას­ზე სა­უბ­რი­სას ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს რომ ეს არის ქალი, რომ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც ქარ­თულ­მა კი­ნომ სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ა­ფა­სა და არ გა­მო­ი­ყე­ნა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს როლი, რო­მელ­შიც მან სამ­სა­ხი­ო­ბო მას­ტერკლა­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად აჩ­ვე­ნა.

კა­პა­ნა­ძე სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში უკვე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, აღი­ა­რე­ბულ ლე­გენ­დებ­თან ერ­თად იდგა სცე­ნა­ზე, თუმ­ცა ხვდე­ბო­და რომ მეტი შე­ეძ­ლო, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მა­შინ თე­ატ­რი არ აძ­ლევ­და და ისიც ოც­ნე­ბობ­და კი­ნო­ზე, თე­ატ­რის­გან გულ­ნატ­კე­ნი ხში­რად ამ­ბობ­და: "აი, ახლა რომ კი­ნო­ში და­მი­ძა­ხონ, მე ვიცი რა­საც გა­ვა­კე­თებ!"... და მარ­თლაც, რო­გორც კი­ნოს სცე­ნა­რებ­შია, კინო მას­თან თე­ატ­რში მი­ვი­და.

უფრო სწო­რად, წე­რი­ლი დახ­ვდა თე­ატ­რში, სა­ი­და­ნაც გა­ი­გო, რომ სინ­ჯზე ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ, კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში "დიდი მწვა­ნე ვე­ლის" გა­და­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, სტუ­დი­ა­ში მი­სულს ბევ­რი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი დახ­ვდა, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ქას­თინგზე იყ­ვნენ, თუმ­ცა ამას მის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე არ უმოქ­მე­დია, გა­ი­ა­რა სინ­ჯე­ბი და სახ­ლში დაბ­რუნ­და..

დარწმუნებული იყო რომ არ­ჩე­ვანს აუ­ცი­ლებ­ლად მას­ზე შე­ა­ჩე­რებ­დნენ, თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი ისე არ წა­რი­მარ­თა რო­გორც ეგო­ნა - როლ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მსა­ხი­ო­ბი მე­დეა ჩა­ხა­ვა და­ამ­ტკი­ცეს, ამის შე­სა­ხებ თა­ვად რე­ჟი­სორ­მა მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა.

რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის შემ­დე­გაც ლია კა­პა­ნა­ძე ნაღ­ვლი­ა­ნად იხ­სე­ნებს ამ ეპი­ზოდს: "ერთხელ შემ­ხვდა მე­რა­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და მი­თხრა: იცით რა ლია, თქვენ არა, მე­დი­კო და­ვამ­ტკი­ცეო... ვუ­პა­სუ­ხე: ნა­ხე­ვა­რი ფილ­მი რომ გქონ­დეს გა­და­ღე­ბუ­ლი, ამ როლს მე ვი­თა­მა­შებ, იმი­ტომ რომ ჩემ­ნა­ი­რად ვე­რა­ვინ ვერ ითა­მა­შებს-მეთ­ქი!"

ამ ფრა­ზამ თით­ქოს რა­ღაც კუ­თხით გარ­და­ტე­ხა მო­ახ­დი­ნა და რე­ჟი­სო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შეც­ვა­ლა, სულ მალე ფილ­მის გა­და­ღე­ბა და­ი­წყო, მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილ­მა სა­ბო­ლო­ოდ პი­რიმ­ზეს როლ­ზე სწო­რედ ლია კა­პა­ნა­ძე აიყ­ვა­ნა.

მსა­ხი­ო­ბის ფილ­მოგ­რა­ფი­ა­ში 70-ზე მეტ როლს შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი დღემ­დე "დიდ მწვა­ნე ველს" უჭი­რავს, რომ­ლის გა­მოც არა­ერ­თი ტკი­ვი­ლი და დიდი სი­ხა­რუ­ლი შეხ­ვდა - ფილ­მი ჯერ ცენ­ზუ­რის მსხვერ­პლი გახ­და, შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბებს სი­თა­მა­მის გამო აკ­რი­ტი­კებ­დნენ და მა­ყუ­რე­ბე­ლი დარ­ბაზს ტო­ვებ­და, თუმ­ცა ფილმმა დროს გა­უძ­ლო და ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­და­ღე­ბულ ყვე­ლა დრო­ის 100 სა­უ­კე­თე­სო ფილ­მს შო­რის.

  • "რო­ბინ­ზო­ნი­ა­და ანუ ჩემი ინ­გლი­სე­ლი პაპი" - ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძის ნაც­ვლად ია ფა­რუ­ლა­ვა

987 წლით თა­რიღ­დე­ბა ნანა ჯორ­ჯა­ძის ფილ­მი "რო­ბინ­ზო­ნი­ა­და ანუ ჩემი ინ­გლი­სე­ლი პაპი", რო­მე­ლიც ინ­გლი­სე­ლი ტე­ლეგ­რა­ფის­ტი­სა და ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. ფილმში მთა­ვარ როლს ქარ­თუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვებ­თან - ჟან­რი ლო­ლაშ­ვილ­თან, გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვას­თან და ელ­გუ­ჯა ბურ­დულ­თან ერ­თად, ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე ას­რუ­ლებს.

თუმ­ცა, ამ როლ­ზე არა­თუ სხვა მსა­ხი­ო­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, არა­მედ უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო გა­და­ღე­ბა ია ფა­რუ­ლა­ვას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც მთა­ვარ გმირს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და. თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი უკვე ხუ­თამ­დე ფილმში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, როცა ნანა ჯორ­ჯა­ძემ სა­თა­მა­შოდ მი­იწ­ვია.

რო­გორც ფა­რუ­ლა­ვას სხვა­დას­ხვა დროს აღუ­ნიშ­ნავს, კი­ნო­ში გა­და­ღე­ბას მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და და იმის­თვის, რომ "ფეს­ვებ­ში" ეთა­მა­შა, მსა­ხი­ო­ბი სახ­ლი­დან იპა­რე­ბო­და და მის ეპი­ზოდს ჩუ­მად იღებ­დნენ.რო­გორც ია ფა­რუ­ლა­ვა წლე­ბის წინ გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" ჰყვებოდა, მე­უღ­ლემ "რო­ბინ­ზო­ნი­ა­და ანუ ჩემი ინ­გლი­სე­ლი პა­პის" გა­და­ღე­ბი­დან ძა­ლით წა­მო­იყ­ვა­ნა და ამ­გვა­რად ამ როლ­ზე უა­რის თქმა მო­უ­წია. მის ნაც­ვლად ჯორ­ჯა­ძემ ფილმში მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტი და უკვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე გა­და­ი­ღო. ფილ­მი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა - 1987 წელს კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის კონ­კურ­სში მოხ­ვდა და "ოქ­როს კა­მე­რით" და­ჯილ­დოვ­და.

წაიკითხეთ სრულად