2025 წლის ზაფხულის დადგომასთან ერთად, მოდის სამყარო ცვლილებას განიცდის. 2025 წლის ზაფხულის მოდის არსი თავისუფლების გამოხატვაა - იდენტობის, მოძრაობისა და ემოციის.
ეკომეგობრული მასალები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოდის სამყაროში, რომელიც მომავალ წელს უფრო მეტ აქტუალურობას შეიძენს, რადგან მოდის ინდუსტრია მეორე უდიდესი გარემოს დამაბინძურებელია ნავთობის ინდუსტრიის შემდეგ.
გოთიკა

გოთური სტილის ელემენტები გაზაფხულის პოდიუმებზე რამდენიმე სეზონის განმავლობაში მუდმივად იყო წარმოდგენილი, რასაც ხელი შეუწყო ფილმებმა და სერიალებმა, მათ შორის Wednesday-მ , Beetlejuice-მა, Beetlejuice-მა და Nosferatu-მ.
უფრო მოსახერხებელი ვარიანტებისთვის, ყურადღება მიაქციეთ ენტონი ვაკარელოს, რომელმაც Saint Laurent-ში მძიმე ტყავის ქურთუკების ქვეშ ჩასაცმელი გრძელი ბოჰო კაბები შემოგვთავაზა.
შორტები და ქვედაბოლოები შარვალზე

შარვალზე ქვედაბოლოს ჩაცმა უკვე დიდი ხანია პოპულარული ტენდენციაა, თუმცა სრული ძალით გაზაფხულის ჩვენებებზე გამოჩნდა.
„შიშველი ჩაცმულობა"

„შიშველი ჩაცმულობის“ ფენომენი დიდი ხანია დავიწყებულია: თუ ოდესღაც გამჭვირვალე ლუქი მოდის მოყვარულთა შოკში ჩააგდებდა, ახლა ეს გარკვეული დიზაინერებისგან მოსალოდნელია. 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებში კვლავ ჭარბობდა თხელი ტიულისა და ორგანზას ქსოვილები, როგორც ეს Simone Rocha-ს, Philosophy Di Lorenzo Serafini-ს, Sportmax-ის, Tom Ford-ის და ლონდონის გამჭვირვალე ტანსაცმლის მოყვარულ Nensi Dojaka-ს კოლექციები.
ფისტასფერი

წლის ყველაზე ტრენდული ფერებია: ზეთისხილისფერი, პიტნისფერი და სალათისფერი. 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში დიზაინერები სულ უფრო ხშირად იყენებენ ამ სუფთა ტონს. Chloé-ს, Erdem-ის და Del Core-ს პოდიუმზე ნაჩვენები ლუქები ამის ნათელი მაგალითია.
ნაზი ყვითელი

ყვითელი ფერები (ლიმონისფერი, მდოგვისფერი, სიმინდისფერი და მსხლისფერი) მოდაში ჯერ კიდევ შარშან დაბრუნდა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა კარაქისფერი, რომელიც ამ სეზონშიც არ თმობს პოზიციებს.