წარმატებული კარიერა და ბედნიერი ოჯახი: ნინო სურგულაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - Marao

წარმატებული კარიერა და ბედნიერი ოჯახი: ნინო სურგულაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

2025-05-20 13:55:39+04:00

ქართველი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში საკმაო აქტიურობით გამოირჩევა. მომღერალი გამომწერებს ოჯახურ კადრებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ნინო მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტო აქვეყნებს:

nino

  • ნინო სურგულაძის ოჯახური კადრები: საახალწლო განწყობა ტყუპებთან ერთად 

ნინო სურგულაძე

ნინო სურგულაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.

  • "პატარა მომღერალი" - ნინო სურგულაძე შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს 

ნინო დაიბადა თბილისში. დაასრულა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ბარსელონაში, Francisco Viñas-ის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შემდეგ, მან მიიღო სტიპენდია ლა-სკალის თეატრის აკადემიაში, სადაც სწავლობდა ლეილა გენჯერთან და ლუჩანა სერასთან. მისი საოპერო დებიუტი შედგა 2002 წელს და მას შემდეგ გამოჩნდა მსოფლიოს მრავალ საოპერო თეატრში. მან ითამაშა იტალიურ სატელევიზიო ფილმში Rigoletto a Mantova (2010), ასევე, ქართულ ფილმებში - ვალსი პეჩორაზე და მეტიჩარა.

  • "ბედნიერება" - ნინო სურგულაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს 

გარდა წარმატებული კარიერისა, ნინო სურგულაძე ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპის მშობლები გახდებოდნენ:

"რასაც უნდა აკეთებდეს ქალი, უპირველესად, ქალად უნდა იგრძნოს თავი - მე მეუღლეში ძალიან გამიმართლა... გენეტიკურად ტყუპები არც ერთს გვყავდა, ყველაზე დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში ეს ორი ანგელოზია - ნატალია და ზაქარია"  - ამბობდა მომღერალი.

ნინო სურგულაძის მეუღლე იურისტი გიორგი ინწკირველია, რომელიც ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, გივი ინწკირველის შვილიშვილია. 

"ახლა ყველაფერს სულ სხვანაირად ვაცნობიერებ და ვაფასებ, რადგან  უფალმა დედობის ბედნიერება მეც მომანიჭა. 30 წელზე მეტია, სცენაზე ვდგავარ და უამრავი სითბო გაუზიარებიათ ჩემთვის, მაგრამ დედის მიმართ გაზიარებული სითბო სხვაგვარად ტკბილი ყოფილა. ახლა ჩემი შვილები მატკბობენ ამ უჩვეულო და ყველაზე ძვირფასი სითბოთი. მინდა ყველა დედა იყოს ბედნიერი და მათ თვალებზე მხოლოდ სიხარულის ცრემლი ყოფილიყოს", - ამბობდა ის.