ჰეილი ბიბერი ამერიკული Vogue -ის ზაფხულის ნომრის გარეკანზეა. ექსკლუზიურად Vogue -თან, ჰეილიმ ისაუბრა დედობის სირთულეებზე, ცნობადობის ზეწოლაზე და პიროვნულ ზრდაზე. 28 წლის მოდელი დაბიზნეს ლედი, რომელიც ცნობილია თავისი კანის მოვლის ბრენდით Rhode, ხაზს უსვამს, რომ მისი ცხოვრება სცდება მხოლოდ ჯასტინ ბიბერის ცოლობას .
"ვფიქრობ, ამდენ სხვადასხვა ვიზაჟისტსა და სახის მოვლის სპეციალისტთან მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ კარგი რუტინის ქონას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. კანის მოვლა რაიმე განსაკუთრებულ მეთოდებს არ საჭიროებს".
ჰეილი საუბრობს მშობიარობის შემდგომ სირთულეებზე, მათ შორის პოსტპარტუმ ჰემორაგიაზე და სხეულის დისმორფიაზე . ის აღნიშნავს, რომ "დაბრუნება" ძველ სხეულში მითია და რომ მისი სხეული სამუდამოდ შეიცვალა:
„ორსულობის პერიოდი ჩემთვის რთული იყო. ეს მოულოდნელი იყო და ემოციები ერთდროულად დამატყდა თავს. არსებობს გარკვეული გაფრთხილებები: შენი ცხოვრება აღარასდროს იქნება იგივე. ის იცვლება კარგი მიმართულებით... აღარასდროს იქნები შვილის გარეშე, მარტო, ცალკე... აღარასდროს იქნები მხოლოდ შენ და შენი პარტნიორი, მხოლოდ თქვენ ორნი. მშობიარობა ყველაზე რთული რამ იყო, რაც კი ოდესმე გამომიცდია. სხეულის "დაბრუნება" ძველ მდგომარეობაში მითია. ეს აღარ არის იგივე სხეული, რაც ადრე იყო".
სოციალური მედიის ნეგატიურობის ფონზე, ჰეილი ხაზს უსვამს თერაპიისა და ჯასტინის მხარდაჭერის მნიშვნელობას . ის საუბრობს, რომ ცდილობს არ მიაქციოს ყურადღება ონლაინ კრიტიკას და ფოკუსირდება რეალურ ცხოვრებაზე - თავის ოჯახსა და ახლო ურთიერთობებზე:
"ძალიან ბევრ რამეს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. უბრალოდ ფიქრობ, რომ სინამდვილეში დრო არ მაქვს. ენერგიაც არ მაქვს... შვილი ჩემი პრიორიტეტია. ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე მაქვს რეალური ცხოვრება. ჩემი რეალური ცხოვრება ის არის, რომ ვიღვიძებ ჩემს ლამაზ ოჯახთან, ჩემს შვილთან, ჩემს მეგობრებთან და მყავს ადამიანები, რომლებიც მიცნობენ, ვუყვარვარ და მეც მიყვარს ისინი. არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო ონლაინ კრიტიკას. ჩემი რეალური ცხოვრება - ჩემი ქმარი, შვილი და ახლობლები - ბევრად უფრო მნიშვნელოვანია".
ჰეილიმ ჯასტინ ბიბერი პირველად კონცერტზე გაიცნო, როცა მომღერლის რიგითი ფანი იყო. ისინი თანდათან ნამდვილ მეგობრებად, შეყვარებულებად და ბოლოს, მეუღლეებადაც გადაიქცნენ. დღეს კი, შეიძლება ითქვას, რომ ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილია.
“ჩემი და ჯასტინის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო, ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ყოველთვის ზუსტად ვიცოდით რისი გაკეთება გვსურდა ამ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, ყოველთვის ვიცოდით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი კავშირი არსებობდა ჩვენს შორის.
ქორწილის შემდეგ ერთადერთი რამ მსურდა – საზოგადოებისგან დამალვა. არ მინდოდა, რომ ადამიანები ჩემს პირად საქმეში ჩარეულიყვნენ, ამიტომ მაქსიმალურად ვინარჩუნებდი ანონიმურობას. მახსოვს, როდესაც გამომწერებს ფოტოებზე კომენტარის გაკეთების საშუალება შევუზღუდე, ვიღაცამ მითხრა, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებდა ჩემი გვერდის პოპულარიზაციაზე. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს გაოგნებულმა ვუპასუხე, რომ ნაკლებად დამაინტერესებდა პოსტში საზოგადოების ჩართულობა, როდესაც ისინი ჩემზე სრულიად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდნენ.” - ამბობდა ჰეილი ერთ-ერთ ინტერვიუში.