ქრისტინე იმედაძის ქალიშვილმა სკოლა დაამთავრა - მომღერალი ფოტოებს აქვეყნებს - Marao

ქრისტინე იმედაძის ქალიშვილმა სკოლა დაამთავრა - მომღერალი ფოტოებს აქვეყნებს

2025-05-21 16:10:24+04:00

ქრისტინე იმედაძის ქალიშვილმა, ტაისია ჯაკობიამ სკოლა დაამთავრა.  ტაისიას ბოლო ზარზე დედასთან და ბებიასთან ერთად, ია ფარულავაც იმყოფებოდა. 

kristine

kristine

  • "როგორ ჰგავს დედას" - ქრისტინე იმედაძის ულამაზესი ფოტოსესია შვილთან ერთად 

ქრისტინე იმედაძე

ქრისტინე იმედაძე 1984 წლის 26 მარტს, თბილისში დაიბადა. მუსიკალური კარიერა ბავშვობიდან დაიწყო სტუდია ბასტი-ბუბუში.

 ქრისტინეს პოპულარობა 2000-იან წლებში გაზიარდა, როცა ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქეთა თოფურიასთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "ოთხი გოგო". მუსიკალური კარიერის პარალელურად ქრისტინემ მსახიობობაშიც სცადა ბედი, მისი პირველი ფილმი იყო ირაკლი ჩხიკვაძის „თბილისური Love Story“.

  • "როგორ ჰგავს დედას" - ნინი ბადურაშვილი ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

ქრისტინემ ოჯახი 24 წლის ასაკში შექმნა. მისი მეუღლე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო, მათმა ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა. ქრისტინეს ქორწინებიდან ერთი შვილი - ტაისია ჰყავს. 

ქრისტინეს შესახებ არაერთი ჭორი აგორებულა. ამბობდნენ, რომ მომღერალს ერთ-ერთი ცნობილ ქალის მეუღლესთან ჰქონდა რომანი. თუმცა ქრისტინემ ეს ჭორი ინტერვიუში უარყო:

"საერთოდ, ხომ ამბობენ, რომ კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობსო. ეგ არის არასწორი მიდგომა. არსებობს ჭორები, რომლებიც არის გამიზნული და ჰაერიდან ითხზვება. იმ ადამიანს უბრალოდ არ ვიცნობ და თუ შემხვედრია, იმ მეუღლესთან ერთად" - ამბობდა ქრისტინე.

  • "მთავარია ფსიქიკური ჯანმრთელობა, შემდეგ ფიზიკური სილამაზეც მოჰყვება" - ქეთი ჟღენტი გამომწერებს რჩევებს უზიარებს 

ქრისტინე იშვიათად საუბრობს პირველ სიყვარულზე, სერგუნა კოპალაძეზე, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

„სერგუნას ოჯახი და ჩემი ოჯახი მეგობრობდნენ. ეს იყო ბიჭი, რომელსაც მოვწონდი და მეც მომწონდა. ის საქართველოში არ ცხოვრობდა და არდადეგებზე ჩამოდიოდა. 2002 წელი იყო, კასტინგიდან გაციებული დავბრუნდი, გვიან ღამით დამირეკა, რადგან ავად ვიყავი, უნდოდა ყურადღება გამოეხატა და რაღაც მოეტანა. დამირეკა, წყნეთიდან მოვდივარ და რაღაცებს მოგაწვდიო, გვიანი იყო და უარი ვუთხარი.. ამ დროს ტელეფონი გაითიშა..

ტელეფონის გათიშვა და ხმა ფანჯრიდან ერთად გავიგე.. [ავარია] ზუსტად ჩემს სახლთან მოხდა, სულ მქონდა სინანული, იქნებ რომ წამოეღო, რაც უნდოდა, იქნებ სხვაგან აღარ გაევლო..

უკან არ გადამირეკავს, უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, ლოგინზე ვიჯექი და ველოდებოდი, როდის გათენდებოდა, დილას ერთხელ ავკრიფე მისი ნომერი, ავტომოპასუხემ მიპასუხა.. ამ სტრესის მართვა დიდხანს მომიწია.. ჩემს ადგილას ვიღაც შეიძლება ჩაწოლილიყო, სულ მოდიოდა ძალა, რომელიც მეხმარებოდა..“ - იხსენებდა ქრისტინე.