ანუკი ქორქიას შვილი იუბილარია. ის ქალიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში აზიარებს:
"დღე არ გავა, მისი არსებობისთვის მადლობელი არ ვიყო. ღმერთის საჩუქარი" - წერს ანუკი ქორქია.


ანუკი ქორქია
ანუკი ქორქია 36 წლისაა. ის პროფესიით სტომატოლოგია, თუმცა ამ სფეროში არ საქმიანობს. ანუკიმ მომავალი მეუღლე, კახა ჩიქოვანი, ინტერნეტით გაიცნო. მაშინ კახა ერთ–ერთ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა. წყვილმა ჯვარი 2012 წლის 19 იანვარს ამაღლების ტაძარში დაიწერა. ამ დღეს მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები შეიკრიბნენ, გრანდიოზული ქორწილი კი მოგვიანებით შედგა.
კახასა და ანუკის პირველი შვილი, გიორგი, 2013 წელს შეეძინათ: "ჩემს მამამთილს ჰქვია გიორგი, რომელიც ისე ძალიან მიყვარს, მამისგან ვერ ვანსხვავებ. თავიდანვე მინდოდა, ბავშვისთვის მისი სახელი დამერქმია. ჩემი და მეუღლის სურვილი ერთმანეთს დაემთხვა და პატარას ეს სახელი შევურჩიეთ. დიდი ბედნიერება ყოფილა დედობა, საოცრად ძლიერი და დიდი სიხარულის მომტანი გრძნობაა, რომელიც თუ არ განიცადე, ვერ მიხვდები, რას ნიშნავს. მთლიანად იცვლება ადამიანის ცხოვრება, შვილის ფონზე ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანი და უფერულია" - ამბობდა მაშინ ანუკი.
2019 წელს ანუკის გოგო შეეძინა, რომელსაც დის, ლიკუნა ქორქიას პატივსაცემად, ლიკა დაარქვეს. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ გიორგი დედას, პატარა ლიკა კი მამას ჰგავს. ანუკი შვილების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. ოჯახი ხშირად მოგზაურობს, დროს ერთად მხიარულად ატარებს და კადრებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს.
ლიკუნა ქორქია
ლიკუნა ქორქია ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებაში თავისი სილამაზით, დახვეწილი სტილითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისი კარიერა მედიასა და მოდის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის უფრო მეტად იცავს პირად სივრცეს, ნაკლებად ჩნდება კამერების წინ და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობით შემოიფარგლება.
რამდენიმე წლის წინ ლიკუნა ქორქიამ საიდუმლოდ იქორწინა. მისი მეუღლე "აწარმოე საქართველოს" დირექტორი მიხეილ ხიდურელი გახდა. ლიკა ქორქია, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა მედიასთან, დაოჯახებას თვეების მანძილზე მალავდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლიკა და მიხეილ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ამის შესახებ მას საჯაროდ კვლავ არ უსაუბრია. ლიკუნა მეორე ქორწინების შემთხვევაშიც პირადი სივრცის დაცვას ამჯობინებს და სოციალურ ქსელში საერთო ფოტოების გამოქვეყნებით შემოიფარგლება.