ხუთი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია - მოდელი ლიკა შენგელია ოჯახსა და თავის მოვლაზე - Marao

ხუთი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია - მოდელი ლიკა შენგელია ოჯახსა და თავის მოვლაზე

2025-05-21 13:18:31+04:00

მოდელი ლიკა შენგელია "იმედის დილაში" თავის მოვლაზე, მრავალშვილიან ოჯახსა და შვილიშვილებზე საუბრობს:

"ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. დღეში 3-4-ჯერ მივირთმევ, ცილებს და ბოსტნეულს ვიღებ. ტკბილს ვერიდები. შვილიშვილების მიმართ განსხვავებული გრძნობა არ მაქვს - ყველა შვილივითაა. პირველი შვილიშვილი რომ შემეძინა,მაშინ ჩემი უმცროსი შვილი 1 წლის იყო. არასდროს მიფიქრია, რომ 5 შვილის დედა ვიქნებოდი. ახლახან მეოთხე შვილიშვილი შემეძინა." - ამბობს ლიკა შენგელია. 

  • დები თუ დედა-შვილი? - ყოფილი მოდელი, ლიანა შენგელია ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს 

ლიკა შენგელია

ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭუნა – მეორე ქორწინებიდან. 

  • "5 შვილის დედა და არანაირი პლასტიკური ოპერაცია" - ლიკა შენგელია იდეალურ ფორმაშია 

ლიანა შენგელიას ოჯახი 

ლიკა შენგელიას ქალიშვილი, ქეთი ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის. ლიკა შენგელია აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩევა. ძალიან ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.

ქეთი ჟღენტი და თოშა ქებურია 

თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. თოშამ მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა.

  • "მთავარია ფსიქიკური ჯანმრთელობა, შემდეგ ფიზიკური სილამაზეც მოჰყვება" - ქეთი ჟღენტი გამომწერებს რჩევებს უზიარებს 

წყვილს სამი შვილი ჰყავს. მოდელი ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს, განსაკუთრებით კი, უფროსი შვილების, კატერინასა და ბუბას ფოტოებს.

მეუღლისგან განსხვავებით, თოშა ქებურია სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს. თოშა მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას ვაჟია. მან პირველად ყურადღება მისი სპორტისადმი, კერძოდ კი, რბოლის სიყვარულით მიიქცია. ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა. ცნობილია ასევე თავისი მოტოციკლეტებისა და ავტომობილების გატაცებითაც. ამის შემდეგ თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა. სიმპათიური ბიჭი ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა. წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს. მომღერალთან დაშორების შემდეგ ქეთი ჟღენტზე მალევე დაინიშნა. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე სთხოვა.