ქერა წლის მთავარი ფერია - ანჯელინა ჯოლისა და ბელა ჰადიდის გამოჩენა კანის კინოფესტივალზე - Marao

ქერა წლის მთავარი ფერია - როგორ ირგებენ ანჯელინა ჯოლი, ბელა ჰადიდი და სხვა ვარსკვლავები მთავარ ტრენდს

2025-05-21 14:02:46+04:00

13-დან 24 მაისის ჩათვლით კინოსამყაროს ცენტრში საფრანგეთში ინაცვლებს - კანის კინოფესტივალი მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს და კინომანებს სიურპრიზებს ჰპირდება. 

ფესტივალის ოფიციალურ ნაწილამზე, ჩვენი ყურადღება სუპერმოდელმა ბელა ჰადიდმა მიიპყრო - მისი შთამბეჭდავი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებულად ახალმა იმიჯმაც აქცია - მოდელი აქამდე მუქი ფერის თმას ატარებდა, ახლა კი სტილი რადიკალურად შიეცვალა და გულშემატკივრების აღფრთოვანებაც გამოიწვია. მის შესახებ ფრანგულმა Vogue-მაც დაწერა. 

bella

ბელამ სამოდელო კარიერა შეაჩერა: თავიდან მიზეზი ლაიმის დაავადება იყო,  მოგვიანებით კი, ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ბელამ ბევრი კონტრაქტი დაკარგა პალესტინის ხალხის მხარდამჭერი განცხადებების გამო. გაითვალისწინეთ, რომ პალესტინელი წარმოშობის მოდელი კონფლიქტის გამწვავებამდეც ხშირად აქვეყნებდა მსგავს პოსტებს, რისთვისაც იბლოკებოდა კიდეც.

"იყო ქერა, ნიშნავს იმას, რომ მუდმივად იზრუნო თმაზე. ჯენას რჩევით, იისფერ შამპუნებს ვიყენებ, რადგან ონკანის წყალი თმის ღერს აზიანებს და აშრობს. სხვათა შორის, დაბანისას მინერალურ წყალსაც ვიყენებ ხოლმე და ასე ვცდილობ, ჩემი თმა სიყვითლისგან ვიხსნა." - ამბობენ სტილისტები. 

გახსოვდეთ, ვიდრე თმის შეღებვას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, გაქვს თუ არა საკმარისი რესურსი სათანადო მოვლისთვის. შეღებვა ჩვენს თმას აშრობს და აზიანებს. თუმცა, სწორად შერჩეულ პროდუქტებს ამ ზიანის შემცირება შეუძლიათ. ამისთვის სპეციალური შამპუნები, ბალზამები, კონდიციონერები, ნიღბები, ზეთები არსებობს.

ბელა ჰადიდის მსგავსად, ქერა თმით გამოჩნდა ანჯელინა ჯოლიც. ბელას მსგავსად, მსახიობიც აქამდე მუქი ფერის თმას ატარებდა, თუმცა ახლა იმიჯი შეიცვალა და კანის კინოფესტივალზე ქერა თმით გამოჩნდა. 

jolie

  • დიდი სიურპრიზი! ვერც კი იცნობთ: ბელა ჰადიდის დაუვიწყარი გამოჩენა ახალი იმიჯით კანის კინოფესტივალზე 

ბელა ჰადიდი

იზაბელა ხაირ ჰადიდი 1996 წლის 9 ოქტომბერს, ვაშინგტონში, ყოფილი მოდელისა და რეალითი ტელევარსკვლავის იოლანდა ჰადიდისა და უძრავი ქონების დეველოპერი მოჰამედ ჰადიდის ოჯახში დაიბადა. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში ბელა ცხენოსნობით იყო გატაცებული და 2016 წლის აშშ-ს ოლიმპიადის გუნდში გაწევრიანებაც სურდა. 2013 წელს ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და ამ ოცნებაზე უარის თქმა მოუწია. 

  • 30 წლის ჯიჯი ჰადიდი 50 წლის ბრედლი კუპერს ხვდება: წყვილმა ურთიერთობა გაასაჯაროვა 

დაბალი თვითშეფასების მქონე ბელამ 15 წლის ასაკში პლასტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის სამყარო აღმოაჩინა. მართალია, ღიად არასდროს უსაუბრია ქირურგიულ ჩარევებზე, მაგრამ ნებისმიერი სპეციალისტი დაგიდასტურებთ, რომ მისი გარეგნობა მთლიანად გენეტიკის დამსახურება ნამდვილად არ არის.

მოჰამედ ანვარ ჰადიდი 1948 წელს ისრაელში დაიბადა, თუმცა ბავშვობაში, 8 და-ძმასთან ერთად ომის დროს სამშობლო დატოვა. ჰადიდები ჯერ ტუნისსა და საბერძნეთში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი აშშ-ში დასახლდნენ.

  • ბრძოლა იშვიათ დაავადებასთან, პლასტიკურ ქირურგია და ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული - ბელა ჰადიდი