მომღერალი ბარბარა სამხარაძე თათია სულუაშვილის გადაცმის სტუმარია, სადაც სიყვარული შესახებ საუბრობს:
"შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. მე იმდენად დიდი სიყვარული შემიძლია, ჯერჯერობით არავინ გამიცნია ისეთი, ვინც ამას დაიმსახურებს. როცა შენი დაკარგვის არავის არ ეშინია, გიჩნდება ამის შიში და მოთხოვნილება, ვიღაცას ეშინოდეს შენი დაკარგვის. მე ჩემს თავზე უარს ვერასდროს ვერ ვიტყვი. სიმღერა არის ის, რაც მე მაქცევს ადამიანად" - ამბობს ბარბარა სამხარაძე.
ბარბარა სამხარაძე ქართველი მომღერალი, ტელეშოუ ნიჭიერის 2016 წლის გამარჯვებულია. 2019 წელს მან მონაწილეობა მიიღო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“.
ბარბარა სამხარაძეს არაერთხელ უსაუბრია საკუთარი ცხოვრების შესახებ. არასდროს დაუმალავს, რომ ზედმეტ წონას სხვადასხვა მეთოდით ებრძოდა, მათ შორის, დიეტებითაც. ცოტა ხნის წინ მან ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა და ახლა წონის კლების ხანგრძლივ გზას გადის. ბარბარა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავ ფორმაშია და ახალ ფოტოებზე მეგობრებისა და გულშემატკივრების უამრავ კომპლიმენტს იღებს.
"ბავშვობის სურათებს ხშირად ვათვალიერებ და პატარა ბარბარას ვეუბნები – დღეს რომ "კალოშებით" წახვედი სკოლაში, ხვალ მოგაკითხავს მანქანა და წაგიყვანს იქ, სადაც გინდა. ერთადერთი კომპლექსი მქონდა – ჩაცმის. იმიტომ, რომ მე პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა, მე კი ეს ყველაფერი 2015 წელს მაკომპლექსებდა.
ჩემმა დამ როდესაც უნივერსიტეტში ჩააბარა, მას შემდეგ ექსკურსიაზე აღარ ვყოფილვარ. არ ვითხოვდი. ერთადერთი, ეკლესიაში დავდიოდი და მხოლოდ სანთლის საყიდელი ფული მინდოდა", – ამბობდა ბარბარა სამხარაძე.
ახლა ბარბარა სამხარაძის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპია. ის ხშირად წერდა ხოლმე, რომ ჭარბ წონას სხვადასხვა გზით ებრძოდა, ზოგჯერ დიეტით, ზოგჯერ - ვარჯიშით. ახლა კი ოპერაცია გაიკეთა:
"ოპერაციის ამბავს ვმალავდი, მაგრამ ამ თემაზე შეკითხვებს მაინც ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა. სულ ვამბობდი, რომ ჩემს თავს ვიღებდი ისეთს, როგორიც ვიყავი და დღესაც ვფიქრობ, რომ სწორი მიდგომა მქონდა. ინტერნეტსივრცეში ბევრს გაუკვირდა, - ამას საკუთარი თავი ისეთი ხომ მოსწონდა, როგორიც იყო და ოპერაცია რატომ გაიკეთაო? რადგან შენი თავის მიმღებლობა გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ამბობ ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება ერთ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს. ანალიზების პასუხები რომ მოვიდა, ექიმმა მითხრა, შენ შეგიძლია დაიკლო წონაში, მაგრამ შემდეგში შენარჩუნებას ვერ შეძლებო. შემეძლო ოპერაციაზე უარიც მეთქვა, მაგრამ საკუთარ წარსულს რომ გადავხედე, გამახსენდა, დამიკლია 10 კილო, 15 და მეტიც, მაგრამ ერთი ჭიქა წვენის მიღებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მატება დამეწყო. რაც მთავარია, ეს მატება არ იყო 300 და 500 გრამი, კილოგრამს ვიმატებდი. მეტაბოლიზმი მქონდა დარღვეული. რადგან ეს შანსი მომეცა, გავიფიქრე - მოდი, ამ ნაბიჯს გადავდგამ და წავალ წინ, უცნობი მომავლისკენ." - ამბობდა ბარბარა.