ცნობილები, რომელთა შვილებმაც სკოლა დაამთავრეს: ფოტოები და ემოციური წერილები ბოლო ზარის შესახებ - Marao

ცნობილები, რომელთა შვილებმაც სკოლა დაამთავრეს: ფოტოები და ემოციური წერილები ბოლო ზარის შესახებ

2025-05-22 16:54:07+04:00

სკოლის დამთავრება ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებულ დღეა. ამ მოვლენას ყოველთვის დიდი ემოციები ახლავს თან, რა თქმა უნდა, მშობლისთვისაც. გამონაკლისი არც ცნობილი სახეები არიან. წელს არაერთმა ჩვენთვის ცნობილმა ადამიანმა გაგვიზიარა საკუთარი სიხარული, შვილის ფოტოები და სურვილები ცხოვრების ახალი ეტაპისთვის. 

ვახო სანაია

sanaia

  • 8-წლიანი თავგადასავალი დედის ძიებაში, პირადი ცხოვრება და საერთაშორისო აღიარება - თამუნა მუსერიძის ცხოვრების ამბები

ვახო სანაია ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და ტელეწამყვანია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საკითხებში საქართველოში. იგი ცნობილია თავისი კრიტიკული პოზიციით ხელისუფლების მიმართ და ხშირად გამოდის საჯარო განცხადებებით მედიის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ. 

მისმა ქალიშვილმა, სალომემ, წელს სკოლა დაამთავრა. ფოტოები და სურვილები ვახომ საკუთარ გვერდზე გააზიარა: 

"ცოტა დაუჯერებელია - რამდენიმე დღის წინ 18 წლის გახდა, დღეს კი სკოლა დაამთავრა. არადა ასე მგონია, აგერ ახლა დაიბადა" - წერს ვახო სანაია და სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს აქვეყნებს. 

  • „მეუღლე ზღვაზე, ურეკში გავიცანი და 6 თვეში ოჯახიც შევქმენით... ორი შვილი გვყავს, კატო 16 წლისაა, ნიკოლოზი - 10-ის“ - ნინო ლომჯარია ოჯახსა და პროფესიაზე 

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია ცნობილი ქართველი იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველია, რომელიც 2017 წლის დეკემბრიდან 2022 წლის დეკემბრამდე საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) თანამდებობას იკავებდა. ის ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში იშვიათად აქვეყნებს, თუმცა ამჯერად შვილის შესახებ წერს:

"ბევრ ჩემს ფეისბუქ მეგობარს ახსოვს, როგორ წავიდა კატო სკოლაში. ჰოდა, მოემზადეთ, უკვე დაამთავრა."

"ოჯა­ხი საკ­მა­ოდ პა­ტა­რამ შევ­ქმე­ნი, 21 წლი­სამ, შე­იძ­ლე­ბა არც ძა­ლი­ან ად­რეა, მაგ­რამ ასე ვფიქ­რობ... რაც დრო გა­დის, უკვე იმ მო­საზ­რე­ბა­საც ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი, ოჯა­ხი გვი­ან რომ უნდა შე­იქ­მნას. რაც უფრო ასა­კი გე­მა­ტე­ბა, ოჯა­ხუ­რი თე­მე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბი დრო გრჩე­ბა, ამი­ტომ ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა ხარ, ვიდ­რე ენერ­გია გაქვს და ერ­თად ბევ­რი რა­მის კე­თე­ბა შე­გიძ­ლია, რა­ტო­მაც არა. მე­უღ­ლე ზღვა­ზე, ურეკ­ში გა­ვი­ცა­ნი და 6 თვე­ში ოჯა­ხიც შევ­ქმე­ნით. ის პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია და აქვს მცი­რე ბიზ­ნე­სი" - ამბობდა ნინო ლომჯარია ოჯახის შესახებ.

  • ქრისტინე იმედაძის ქალიშვილმა სკოლა დაამთავრა - მომღერალი ფოტოებს აქვეყნებს 

ქრისტინე იმედაძე

ქრისტინე იმედაძის ქალიშვილმა, ტაისია ჯაკობიამ სკოლა დაამთავრა.  ტაისიას ბოლო ზარზე დედასთან და ბებიასთან ერთად, ია ფარულავაც იმყოფებოდა. 

ქრისტინემ ოჯახი 24 წლის ასაკში შექმნა. მისი მეუღლე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო, მათმა ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა. ქრისტინეს ქორწინებიდან ერთი შვილი - ტაისია ჰყავს. 

დავით გოგიჩაიშვილი

"ყოველთვის გვემახსოვრება სკოლა "ჯეჯილის" სითბო და სიყვარული".