"ლეა და ლეო" - მაკა ასათიანის შვილიშვილები, ახალი ფოტოები და ოჯახური იდილია - Marao

"ლეა და ლეო" - მაკა ასათიანის შვილიშვილები, ახალი ფოტოები და ოჯახური იდილია

2025-05-22 18:00:51+04:00

ცოტა ხნის წინ, მაკა ასათიანი მეორე შვილიშვილის ბებია გახდა. ნანიკო კლდიაშვილსა და კახი ჟორდანიას მეორე შვილი შეეძინათ. ახლახან ნანიკომ სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტო გააზიარა:

  • რა დაარქვეს პატარას: მაკა ასათიანის ოჯახის ახალი წევრი და ახალი ფოტოები 

ნანიკო კლდიაშვილი

ნანიკო კლდიაშვილი ფართო საზოგადოებამ წლების წინ მოდელის ამპლუაში გაიცნო. დღეს მისი მთავარი საქმიანობა საკუთარი ბიზნესია - მისი მიზანია, რომ ბავშვებისთვის, და არამხოლოდ, ტკბილეულის ჯანსაღი ალტერნატივა შექმნას და ამით ხელი შეუწყოს ჯანსაღი კვების კულტურის გავრცელებას.ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლის დე­დას, მაკა იო­სე­ლი­ანს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ის წლე­ბია, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტ "ჯი­პას“ რექ­ტო­რია. უნი­ვე­რსი­ტეტ­ში საქმიანობამდე კი მონაწილეობას იღებდა დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ში და მუშაობდა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. მა­კას, ნა­ნი­კოს გარ­და, კი­დევ ერთი გო­გო­ნა ჰყავს - ლი­კუ­ნა კლდი­აშ­ვი­ლი.

  • მაკა ასათიანს მეორე შვილიშვილი შეეძინა: ნანიკო კლდიაშვილის ახალი ფოტოები 

ნანიკო კლდიაშვილი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად მი­ლან­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა ერთ-ერთ სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ში და­ი­წყო და მოგვიანებით მაგისტრის ხარისხიც მიიღო. შემ­დეგ იყო პა­რი­ზი, სა­დაც კორ­დონ ბლუს კუ­ლი­ნა­რი­ის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და.

"ბედნიერი იყავი, ლეა" - მაკა ასათიანის შვილიშვილი იუბილარია 

ამ­ბობდა, რომ ეს იყო მისი ოც­ნე­ბა, ოღონდ ჰო­ბის დო­ნე­ზე. ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ ფიქ­რობ­და, რომ კუ­ლი­ნა­რი­ას პრო­ფე­სი­უ­ლად და­ე­უფ­ლე­ბო­და. ეს გზა მისთვის მარტივი არ აღმოჩნდა - დი­ლის 6-დან ღა­მის 10 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და, ბევ­რჯერ უტი­რია და იქა­უ­რო­ბის მი­ტო­ვე­ბა­ზეც ფიქ­რობ­და, მაგ­რამ, სა­ბო­ლო­ოდ, სერ­ტი­ფი­კა­ტი მა­ინც აიღო. ნა­ნი­კომ შემ­დეგ პრო­ფე­სი­ად ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გია აირ­ჩია და სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. ახა­ლ პრო­ფე­სი­ას კი ახალ ბიზ­ნესპრო­ექ­ტში იყე­ნებს.

ნანიკო კლდიაშვილი განსაკუთრებული ყურადღების ცენტში მოექცა მას შემდეგ, რაც კახი ჟორდანიაზე იქორწინა. თავად ამბობს, რომ მისი ცხოვრება ორად იყოფა - კახიმდე და კახის შემდეგ. 

კახი ჟორდანია ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მაკა ასათიანის ვაჟია. ნანიკომ და კახიმ 2017 წელს იქორწინეს. წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს. ლეა, ცნობილი ოჯახის მსგავსად, უკვე პოპულარული ბავშვია და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.