"პამპერსის გამოცვლა ვერ ვისწავლე, საჭმლის გაკეთება და დაძინება კარგად ვიცი" - გიორგი მამარდაშვილი - Marao

"პამპერსის გამოცვლა ვერ ვისწავლე, საჭმლის გაკეთება და დაძინება კარგად ვიცი" - გიორგი მამარდაშვილი

2025-05-23 17:21:47+04:00

ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი სპორტულ მედიასთან ინტერვიუში მამობის შესახებ საუბრობს:

"გუნდში მამობაზე საუბარი დაგვემატა. აბა, გოჩოლას ჰკითხე ბავშვზე რამე, ყველაფერი იცის. ჯერ ალბათ მაინც ვერ ვგრძნობთ, რადგან პატარები არიან. როცა წამოიზრდებიან  სხვანაირად იქნება. პამპერსის გამოცვლა ვერ ვისწავლე, საჭმლის გაკეთება და დაძინება კარგად ვიცი" - ამბობს გიორგი მამარდაშვილი. 

  • "Team Mamarda" - ელენე ეპიტაშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს

mamarda

გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. თავდაპირველად ხალხის დიდი სიყვარული ახალგაზრდა მეკარემ დაიმსახურა, რაც არავის გაჰკვირვებია - საოცარი ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და, ამავდროულად, თავმდაბლობით დაჯილდოებული გიორგი მამარდაშვილი ნამდვილ ვარსკვლავ იქცა. 

  • "ბედნიერება" - გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის ოჯახური კადრები 

მალევე არანაკლებ პოპულარული გახდა მისი მშვენიერი მეორე ნახევარი, ელენე ეპიტაშვილი - გოგო განსაკუთრებული გარეგნობითა და კიდევ უფრო განსაკუთრებული აურით - მშვიდი, გაწონასწორებული, თავშეკავებული ელენე საკუთარ საქმეშიც წარმატებულია და მეუღლის წარმატებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის.

„2021 წლის ბოლოს გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი პირველი შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში იყო. ცოტა ხნით იყო ჩამოსული და მაშინ ვნახეთ ერთმანეთი პირველად“.

  • "ჩვენ ამ გზას ერთად ვადგავართ... შვილმა მეტი სიყვარული და ერთიანობა მოგვიტანა" - ელენე ეპიტაშვილის ინტერვიუ მეუღლის გაცნობის, დედობისა და ოჯახის შესახებ 

ეს იყო პერიოდი, როცა გიორგის ცოტა ხნით ჰქონდა დასვენება და ვეცადეთ ყველა ღონისძიება დროულად განგვეხორციელებინა. ხალხისგან ბევრი სიყვარული წამოვიდა. კრიტიკაც, თუმცა მესმის, რომ ყველასთვის ყველაფერი მოსაწონი არ იქნება და ვცდილობ გულთან ახლოს არ მივიტანო ნეგატიური გამოხმაურებები.

ენის დაბადებამ ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ახალი თვალებით ვუყურებთ სამყაროს. შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გიორგის  სტაბილურობა და სიმშვიდე ჰქონდეს. ფეხბურთელის ცხოვრება მართლაც რთულია, მუდმივი წნეხი, დატვირთული გრაფიკი, ნაკლები დასვენება,წარმატებებისა და მარცხის ცვალებადობა. ჩემი როლი იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის სახლი ყოველთვის იყოს ის ადგილი, სადაც შეუძლია დაისვენოს, იყოს უბრალოდ გიორგი და არა მხოლოდ ფეხბურთელი. ვცდილობ  მისთვის ემოციური მხარდამჭერი ვიყო და მისი მოტივაცია გავაძლიერო" - ამბობდა ელენე ეპიტაშვილი.