"ულამაზესი" - მარიამ სანოგოს დახვეწილი სტილი და ულამაზესი კადრები - Marao

"ულამაზესი" - მარიამ სანოგოს დახვეწილი სტილი და ულამაზესი კადრები

2025-05-23 11:11:54+04:00

მარიამ სანოგო ულამაზეს ყავისფერ კაბაში პოზირებს და გამომწერეს სოციალურ ქსელში ახალ კადრებს უზიარებს. ტელეწამყვანი როგორც ყოველთვის, შესანიშნავ ფორმაშია და დადებით კომენტარებსაც იმსახურებს:

sanogo

sanogo

  • "შენთან ერთად ყოფნა სიცილით, ბედნიერებითა და თავგადასავლებითაა სავსე" - მარიამ სანოგოს შვილი იუბილარია 

მარიამ სანოგო

"ჩემმა მშობლებმა საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს ერთმანეთი და შეუყვარდათ, ერთად ცხოვრობდნენ. შემდეგ დავიბადე მე. როდესაც ორი წლის გავხდი, ჩამომიყვანეს თბილისში. თავიდან მშობლები ერთად ჩამოვიდნენ, შემდეგ მამა საფრანგეთში დაბრუნდა, მე და დედა კი აქ დავრჩით. მამა აფრიკიდან არის, ბურკინაფასოდან, მუსლიმანია, მაგრამ მე მართლმადიდებელი ვარ. საქართველოში რომ ჩამომიყვანეს, მაშინვე მომნათლეს. მთელი სანათესაო იყო ჩემს აღზრდაში ჩართული. დავდიოდი ბაღში. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ყველა მიცნობს. მეზობლები და ნათესავები ჩემზე გადაყოლილები იყვნენ. მხიარულ გარემოში ვიზრდებოდი. დედა პატარაობაშივე მიყვებოდა მის შესახებ, სად გაიცნო, როგორ დაიწყეს ურთიერთობა და ა.შ. მამა დედას ურეკავდა, ინტერესდებოდა ჩემი სწავლით, საქმიანობით, მოკლედ, ინფორმაციას ჩემ შესახებ დედასგან იღებდა. მე კი ფრანგული კარგად არ ვიცოდი და ვერ ვესაუბრებოდი. ისე, დედა სულ მეუბნებოდა, რომ დავლაპარაკებოდი... რეალურად მამასთან ურთიერთობა ამდენი ხნის შემდეგ ჩემი შეყვარებულის ძალისხმევით დავიწყე - ჩემმა შეყვარებულმა მამაჩემი სოციალურ ქსელში მოძებნა და დამეხმარა, რომ მასთან ურთიერთობა დამეწყო" - ამბობდა მარიამი. 

მარიამ სანოგო 2018 წელს დაინიშნა. მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო, წარწერით I said yes გამოაქვეყნა. მარიამის მეუღლე გიორგი ლაშქარაძეა და წყვილს ერთი შვილი, ზუკა ჰყავს.

  • "ლამაზი და დახვეწილი კადრები" - მარიამ სანოგოს ოჯახური იდილია 

მარიამ სანოგოს ბებია

„ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ვიცი, ბებიისგან ვისწავლე. ბრაზიანი ნამდვილად არ არის. ერთხელაც იყო, მისი მეგობარი შეგვხვდა მე და ჩემს მეგობრებს, გვიანი იყო, დაახლოებით, 9 საათი. დაურეკა ბებოს და მაშინ ძალიან გაბრაზდა. ბებიაჩემთან გატარებული ყველა ზაფხული დაუვიწყარია. როცა პატარა ვიყავი, ბებო შაქრიან კარაქის ბურთულებს მაჭმევდა და მჯეროდა, რომ რაფაელო იყო“, - ამბობდა მარიამი. 

  • შთამბეჭდავი კადრები კვიპროსიდან - მარიამ სანოგოს ახალი ფოტოები და ცხოვრების საინტერესო ამბები