ვინ არის და რას საქმიანობს ზურა ჯაფარიძის მეუღლე: "ეს წლები განცდებით იყო სავსე, მაგრამ მაინც არაფერში გავცვლიდი..." - Marao

ვინ არის და რას საქმიანობს ზურა ჯაფარიძის მეუღლე: "ეს წლები განცდებით იყო სავსე, მაგრამ მაინც არაფერში გავცვლიდი..."

2025-05-23 15:55:03+04:00

„ცხოვრებაში ჩემი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო შენთან ერთად ყოფნა. ეს 6 წელი ძალიან რთული იყო, მაგრამ საინტერესო და მოვლენებით სავსე, განცდებით სავსე, მაგრამ არ გავცვლიდი არაფერში“ - ეს სიტყვები პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძის მეუღლეს, ნატა ქორიძის მეუღლეს ეკუთვნის. ამის შემდეგ 6-ზე ბევრად მეტი წელი გავიდა და მათ ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეიცვალა. 

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზურა ჯაფარიძე დააკავეს. სასამართლო პროცესამდეც და მისი მიმდინარეობისასაც მუდმივად მის გვერდით იყო ნატაც. ემოციური გამომშვიდობების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ზურასა და მისი ოჯახის შესახებ ბევრი იწერება. 

გთავაზობთ ამონარიდებს ზურა ჯაფარიძის წლების წინანდელი ინტერვიუდან, რომელიც მან Ambebi.ge-ის მისცა: 

"ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე - ნატა ქო­რი­ძე 1999 წელს გა­ვი­ცა­ნი. ისე მოხ­და, რომ ჩვენ ორი წელი ვი­ყა­ვით ერ­თად, მერე გა­ვი­ყა­რეთ და ჩვენ-ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გვქონ­და. 2012 წელს ისევ გა­და­ვიკ­ვე­თეთ ერ­თმა­ნეთ­თან, დავ­ქორ­წინ­დით და სამი შვი­ლიც გვე­ყო­ლა... შე­იძ­ლე­ბა ასეც ით­ქვას, რომ გან­შო­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ დაგ­ვეხ­მა­რა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის მო­ვე­დით... ნატა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მა­გის­ტრია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი... ვცდი­ლობ, რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­მიჩ­ნდე­ბა, ეგ­რე­ვე სახ­ლში გა­ვიქ­ცე... თუმ­ცა მა­ინც მაქვს მათ­თვის კვი­რა დღე გა­და­დე­ბუ­ლი, ვა­ხერ­ხებ დიდი ნა­წი­ლი და­ვუთ­მო ბავ­შვებს და მთე­ლი ოჯა­ხი ვსე­ირ­ნობთ."

jafara

"მე მართლა მჯერა, რომ ოჯახი არის მნიშვნელოვანი სოციალური ერთეული, რომლითაც ჩვენს შვილებს გადავცემთ მორალს. ოჯახში პრობლემა გვაქვს "არა"-ზე. ნატა მეჩხუბება ხოლმე, არას არაფერზე ეუბნებიო. შვილები ზურას მეძახიან. ხალხი, რომელიც ორივეს გვიცნობს, ნატას უფრო აფასებენ, ვიდრე - მე. 

მეგობართან ვიყავი, როცა ნატაც იქ მოვიდა და მაშინ გავიცანით ერთმანეთი. ორი წელის მანძილზე ვიყავით ერთად, მერე დავიშალეთ. ნატაც დაქორწინდა, მეც. მერე ნატაც დაშორდა მეუღლეს და - მეც. ფრანგულ ფილმს ჰგავს ეს ამბავი. 2012 წელს ისევ შევხვდით - დიდი სამეგობროს ჩათი გვქონდა, სადაც ვგეგმავდით სადმე ერთად წასვლას. მე ვამბობდი, სევანზე წავიდეთ-მეთქი, საბოლოოდ, სევანზე ვერა, მაგრამ ფარავნის ტბაზე წავედით და მარტო ნატა წამოვიდა, აქედან დაიწყო ყველაფერი..."

ვინ არის ნატა ქორიძე

"ზურა გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძის მე­უღ­ლე, ნატა ქო­რი­ძე, ჩემი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია, გა­მორ­ჩე­უ­ლად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, პატ­რი­ო­ტი დიპ­ლო­მა­ტი. ჯერ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­აგ­დეს, ახლა ქმა­რი და­უ­პა­ტიმ­რეს. რას ფიქ­რო­ბენ ამა­ზე მისი ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბი?“ - წერდა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილი.

ნატა ქორიძე ნატა ქორიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

jafara

საგარეოში 17 წლის წინ კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ მოვედი, ატაშეს (ყველაზე დაბალი დიპლომატიური პოსტი) პოზიციაზე, კონკურსის გავლით და ყველა წესის დაცვით. ამ წლების მანძილზე ვმუშაობდი ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალურ, საინტერესო, საჭირბოროტო და საკვანძო მიმართულებებზე: ევროინტეგრაციაზე, რუსეთთან კონფლიქტის და არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე, ხოლო ბოლო 10 წელი - ნატოში ინტეგრაციაზე. დიდი ბედნიერებაა როცა მუშაობ რაღაც დიდი მიზნის მისაღწევად, რომლისაც გჯერა მთელი გულით, და გრძნობ, რომ შენი ცოდნა, უნარები და გამოცდილება შეგიძლია მოახმარო ამ მიზანს. და ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც გრძნობ რომ ამ ცოდნის და გამოცდილების გამოყენებაზე მოთხოვნა არსებობს", - ამბობდა ნატა ქორიძე. 

2022 წელს ნატა ქორიძემ თქვა, რომ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.