საქველმოქმედო აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ გრძელდება! შეიძინეთ წიგნი თქვენთვის სასურველ ფასად და დაეხმარეთ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახს - Marao

საქველმოქმედო აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ გრძელდება! შეიძინეთ წიგნი თქვენთვის სასურველ ფასად და დაეხმარეთ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახს

2025-05-23 17:20:32+04:00

 გამომცემლობა „პალიტრა L“ და მკითხველთა დიდი ნაწილი ერთი მნიშვნელოვანი და კეთილი საქმისთვის ერთიანდება: ილია ჭავჭავაძის უკვდავი ნაწარმოების – „კაცია – ადამიანი?!“ შეძენით თქვენ რეალურად ეხმარებით საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახს, რომელიც ყოველდღიური არსებობისთვის და გადარჩენისთვის იბრძვის.

ეს არის ამბავი ქალბატონ ლია ტერაშვილზე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მარტოხელა პენსიონერ დედაზე, რომელიც უვლის 42 წლის მძიმე ავადმყოფ შვილს. უსინათლო, დამბლით  და ახალი, მძიმე დიაგნოზი სპეციალურ კვებასა და  მკურნალობას საჭიროებს, რისი შესაძლებლობა ოჯახს არ გააჩნია.  დედას შვილის  სიცოცხლის შესანარჩუნებლად ბრძოლა მხოლოდ სოციალური პენსიის იმედად უწევს.

შეიძინეთ წიგნი იმ ფასად, რამდენსაც თავად გადაწყვეტთ.

  • 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% მოხმარდება ქველმოქმედებას.
  • 10 ლარზე მეტი გადახდილი თანხა სრულად გადაირიცხება ქალბატონი ლიასა და მისი შვილის დასახმარებლად.

წიგნი ხელმისაწვდომია „პალიტრა L“-ის ვებგვერდსა და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.

აქცია იმოქმედებს ტირაჟის ამოწურვამდე.

R