რამდენიმე ათეულის წლის წინ ქალის სამჯერ დაოჯახებას სერიოზული სკანდალი და კრიტიკა მოჰყვებოდა საზოგადოების მხრიდან. თუმცა, არავინ გაკიცხავდა ამის გამო მამაკაცს.
დღეს ქალს შეუძლია რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ დაოჯახდეს ისე, რომ საზოგადოების მხრიდან სერიოზული კრიტიკის ობიექტი არ გახდეს. მსგავსი შემთხვევები ჩვენ გარშემოც ბევრია, განსაკუთრებულ ინტერესს კი ცნობილი სახეები და მათი ცხოვრება იმსახურებს:
თათია შარანგია პირველ ქორწინებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილთან, ლაშა შევარდნაძესთან იმყოფებოდა.
თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძის განქორწინების შესახებ ინფორმაცია 2013 წლის მარტის დასაწყისში გავრცელდა. გაყრის ინიციატორი თათია გახლდათ. ხმები მათ ოჯახურ უთანხმოებაზე მანამდეც ვრცელდებოდა. თათიასა და ლაშას ახლო მეგობრის ნაამბობის მიხედვით, თათია ოფიციალურად განქორწინებამდე ამერიკაში უცნობ ქართველთან ერთად ცხოვრობდა.
ლაშა შევარდნაძესა და თათია შარანგიას ორი ვაჟი ჰყავთ - სამი წლის ედუარდი და წლინახევრის ალექსანდრე შევარდნაძეები.
თათიას მეორე ქმარი ბიზნესმენი სანდრო შელია იყო. მესამედ მან ჯარჯო თორაძეზე იქორწინა.
ლიზას პირადი ცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში იყო განხილვის საგანი. მომღერალი თავად არ მალავს სიახლეებს და მედიასთან ხშირად საუბრობს მისი ურთიერთობების შესახებ.
ლიზას პირველი მეუღლე გიორგი ლეონიძე იყო, რომელიც წლების წინ "პირველი არხის" დირექტორიად მუშაობდა. მეორე ქორწინებაში ლიზა გინეკოლოგ ზაზა სინაურიძესთან იმყოფებოდა, რომელთანაც ერთი ვაჟი, ირაკლი ჰყავს.
ბოლო და ყველაზე ხმაურიანი ურთიერთობა ლიზა ბაგრატიონს ასევე მუსიკოს გიორგი ცაგარელთან ჰქონდა. ამ რომანს განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა, რადგან წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. მიუხედავად ამისა, ლიზა და გიორგი საჯარო ღონისძიებებსა თუ ტელევიზიებში ერთად ხშირად ჩნდებოდნენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მოგვიანებით კი მედიაში გიორგი ცაგარელისა და ლელა კილაძის ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი. წყვილს უკვე პირველი საერთო შვილი ჰყავს.
ყოველთვის ინტერესს წარმოადგენდა ეკას პირადი ცხოვრება. მისი პირველი მეუღლე გოგი საყვარელიძე იყო. მათი ურთიერთობა რვა წელს გაგრძელდა, გოგი ორი წელი ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ეკა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა - ლევანი და გოგი.
31 წლის ასაკში ეკას კვლავ ეწვია სიყვარული და მომღერალი ბიოლოგ მერაბ ქუთათელაძეს გაჰყვა ცოლად. მერაბი და ეკა პირველად ერთმანეთს მეგობარმა გააცნო, შემდეგ მათი გზები მოსკოვშიც გადაიკვეთა და რამდენიმე წელში საზოგადოებამ ეკა მამალაძის მეორე ქორწილის შესახებაც შეიტყო.
ია ფარულავას პირადი ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესოა. ის ოთხჯერ იყო დაქორწინებული და არაერთი რომანი ჰქონდა.
პირველი ქორწინება რამაზ ჩანტლაძესთან შედგა, როდესაც ია ახალგაზრდა იყო. მათი ურთიერთობა რთული აღმოჩნდა რამაზის ეჭვიანობისა და ფიზიკური ძალადობის გამო, რის შედეგადაც წყვილი დაშორდა.
ამერიკაში ყოფნისას იამ მეორედ იქორწინა ჟურნალისტ კრის რაიზერზე, თუმცა, მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა და ია საქართველოში დაბრუნდა.
მესამე ქორწინება ბიზნესმენ ფადი ასლისთან შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზოგადოების თვალში იდეალურ წყვილად ითვლებოდნენ, მათი ურთიერთობა დასრულდა. ია და ფადი დღემდე ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას.
მეოთხედ მსახიობი ტარიელ სუარზე დაქორწინდა. ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო, როცა ერთ-ერთი პოპულარული შოუს ჟიურიში მყოფ იას საყვარელმა მამაკაცმა სცენიდან მოულოდნელად სთხოვა ხელი. ტარიელისა და იას ურთიერთობაში იყო დაშორება, თუმცა ისინი შერიგდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა, თუმცა დეტალები საჯაროდ არ განხილულა.
მომღერალი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული - პირველი მეუღლე მსახიობი ლევან ბერიკაშვილი იყო. წყვილმა ერთად 6 წელი იცხოვრა. წყვის საერთო შვილი, თორნიკე ჰყავს.
ლევან ბერიკაშვილი სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. აფხაზეთის ომის დაწყებამდე ის და მაია ჯაბუა სოხუმში ცხოვრობდნენ.
მაია ჯაბუას მეორე მეუღლე აჩიკო ყენია იყო - -მომღერალს მეორე ქორწინებაში ლიზა ყენია შეეძინა. მესამე მეუღლე კი უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვახტანგ ქუთათელაძე იყო, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს.
17 წლის ასაკში რუსამ პირველი სიყვარული იპოვა და მალევე გათხოვდა. მისი რჩეული არჩილ სახვაძე იყო. რუსამ დაოჯახების შემდეგ სამხატვრო აკადემია დაასრულა და პირველი შვილის დედაც გახდა. არჩილსა და რუსას თაზო შეეძინათ, რამდენიმე წელში კი ნასტიაც გაჩნდა.
პირველ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, რუსა ჩაჩუას რჩეული კომპანია „კაპიტალ ვოსტოკის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, დიმა ნაფეტვარიძე გახდა.