"რა გაგიკვირდათ, პოლიტიკოსია, დაარღვია კანონი და არ გადაიხადა ჯარიმა, რაც ვნახე ახლა. მწერთ ჩემი შვილის ვიდეოზე, ზურას შვილსაც ასე უნდოდა მამასთანო. ზურას შვილს კი არა, მაგის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრების შვილებს როგორ უნდოდათ მშობლებთან და რა პირობებში აწამებდნენ, აი, ეგ რომ გააზრებული გქონდეთ და მანდაც ემპათია ჩართოთ, ჯაფარიძის ფაქტზე ტირილს არ მორთავდით! ახლა **** აქედან და თქვენი ჭკუის სასწავლო გაკვეთილები თქვენს წრეში ჩაატარეთ", - ეს სიტყვები თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლს, ანუკი არეშიძეს ეკუთვნის. არეშიძემ ეს პასუხი სოციალურ ქსელში მიწერილ წერილს გასცა, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე მას ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავების შესახებ წერდა.
„ცხოვრებაში ჩემი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო შენთან ერთად ყოფნა. ეს 6 წელი ძალიან რთული იყო, მაგრამ საინტერესო და მოვლენებით სავსე, განცდებით სავსე, მაგრამ არ გავცვლიდი არაფერში“ - ეს სიტყვები პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძის მეუღლეს, ნატა ქორიძის მეუღლეს ეკუთვნის. ამის შემდეგ 6-ზე ბევრად მეტი წელი გავიდა და მათ ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეიცვალა.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზურა ჯაფარიძე დააკავეს. სასამართლო პროცესამდეც და მისი მიმდინარეობისასაც მუდმივად მის გვერდით იყო ნატაც. ემოციური გამომშვიდობების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ზურასა და მისი ოჯახის შესახებ ბევრი იწერება.
გთავაზობთ ამონარიდებს ზურა ჯაფარიძის წლების წინანდელი ინტერვიუდან, რომელიც მან Ambebi.ge-ის მისცა:
"ჩემი მომავალი მეუღლე - ნატა ქორიძე 1999 წელს გავიცანი. ისე მოხდა, რომ ჩვენ ორი წელი ვიყავით ერთად, მერე გავიყარეთ და ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვქონდა. 2012 წელს ისევ გადავიკვეთეთ ერთმანეთთან, დავქორწინდით და სამი შვილიც გვეყოლა... შეიძლება ასეც ითქვას, რომ განშორება ნაწილობრივ დაგვეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ ერთმანეთისთვის მოვედით... ნატა საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია, დამთავრებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტი... ვცდილობ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ეგრევე სახლში გავიქცე... თუმცა მაინც მაქვს მათთვის კვირა დღე გადადებული, ვახერხებ დიდი ნაწილი დავუთმო ბავშვებს და მთელი ოჯახი ვსეირნობთ."
"მე მართლა მჯერა, რომ ოჯახი არის მნიშვნელოვანი სოციალური ერთეული, რომლითაც ჩვენს შვილებს გადავცემთ მორალს. ოჯახში პრობლემა გვაქვს "არა"-ზე. ნატა მეჩხუბება ხოლმე, არას არაფერზე ეუბნებიო. შვილები ზურას მეძახიან. ხალხი, რომელიც ორივეს გვიცნობს, ნატას უფრო აფასებენ, ვიდრე - მე.
მეგობართან ვიყავი, როცა ნატაც იქ მოვიდა და მაშინ გავიცანით ერთმანეთი. ორი წელის მანძილზე ვიყავით ერთად, მერე დავიშალეთ. ნატაც დაქორწინდა, მეც. მერე ნატაც დაშორდა მეუღლეს და - მეც. ფრანგულ ფილმს ჰგავს ეს ამბავი. 2012 წელს ისევ შევხვდით - დიდი სამეგობროს ჩათი გვქონდა, სადაც ვგეგმავდით სადმე ერთად წასვლას. მე ვამბობდი, სევანზე წავიდეთ-მეთქი, საბოლოოდ, სევანზე ვერა, მაგრამ ფარავნის ტბაზე წავედით და მარტო ნატა წამოვიდა, აქედან დაიწყო ყველაფერი..."