"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" - როგორ აღნიშნავს ნატო გელაშვილის 26 მაისს შვილებთან ერთად - Marao

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" - როგორ აღნიშნავს ნატო გელაშვილის 26 მაისს შვილებთან ერთად

2025-05-26 16:10:52+04:00

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღე არის საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცემისა, რომლითაც მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს.

  • რა ღირს Valentino-ს წითელი ორეული, რომლითაც ანუკი არეშიძე 26 მაისის ღონისძიებაზე გამოჩნდა

ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა მოძრაობის არაერთი მარში იმართება. ქვეყნის დედაქალაქში 26 მაისს საზეიმოდ აღნიშნავს ქვეყნის მთავრობაც. ზეიმსა და მარშებს ქუჩებში უამრავი ადამიანი შეუერთდა. 

სოციალურ ქსელში შვილებთან და რძალთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს მუსიკოსი ნატო გელაშვილი. "გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" - წერს ის. 

choxoebi

ნატო გელაშვილი და მისი ოჯახი 

ნატო გელაშვილი 1972 წლის 18 აპრილს, ბორჯომში დაიბადა. დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლედში. 1989 წელს ნატომ მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა. ეს პერიოდი მისი შემოქმედებისთვის საკმაოდ აღმავალი იყო. სწორედ ამ დროს დაიწერა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ყვავილების დედოფალა“, „ლოთიანი“, „ეშხიანი ქალები“, „ერთი რამე გულიანი“, „ერთი კაცი მიყვარდა“.

მუსიკის გარდა, ნატო ბავშვობიდან სპორტის სიყვარულით გამოირჩეოდა, დედამისი ყოფილი კალათბურთელი იყო. 

  • "ჩვენს ნატო ბებოს კიდევ ერთი სტატუსი მიანიჭა ნინამ" - ნატო გელაშვილი შვილიშვილის ნათლია გახდა 

"დიდ ჩოგბურთზე დავდიოდი, მაგიდის ჩოგბურთსაც ვთამაშობდი. ერთხელ სოხუმში შეჯიბრება ტარდებოდა და მესამე ადგილი ავიღე. სპორტი გენეტიკურია ჩვენს ოჯახში - დედაჩემი ყოფილი კალათბურთელია, მამაჩემიც ფანტასტიკურად თამაშობს კალათბურთს. სახლში მაგიდა გვედგა და  ჩოგბურთის ჩემპიონატი იმართებოდა. 

მომწონდა ხალხში ტრიალი და ქაოსური ცხოვრება. ოჯახს ძალიან უნდოდა, მედიცინას გავყოლოდი, მაგრამ ბოლო მომენტში უარი ვუთხარი და მუსიკა ავირჩიე. არ ვიცი, როგორი ექიმი გამოვიდოდი, მაგრამ როცა საქმეს ხელს მოვკიდებ, არ მიყვარს მისი მიფუჩეჩება. 

მე იმდენად პატარა ასაკში ვწერდი სიმღერებს, სულაც არ მიოცნებია რამეზე. მეგონა, ეს ბავშვური გართობა იყო, მაგრამ ყოველთვის მრცხვენოდა დაკვრის. როცა ჩემზე სიამაყით იტყოდნენ, ეს გოგო სიმღერებს წერსო, ვწითლდები. 

მომღერლის ოჯახისთვის არც ტრაგედიაა უცხო - მას სამ წელიწადში გარდაეცვალა ძმა, დედა და მამა. მამუკა გელაშვილი 2013 წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ პერიოდში ნატომ დაკარგა მშობლები... სამ წელში ოჯახის წევრების გარეშე დარჩენილი მუსიკოსი დეპრესიაში ჩავარდა...

ძალიან ბევრი ადამიანია ჩემ დღეში – დაობლებული, მარტოსულად დარჩენილი, მაგრამ, იცით, ცუდი რა იყო? ზედიზედ სამ წელიწადში სამი ადამიანი დავკარგე. იმდენად მიყოლებით მოხდა ეს ყველაფერი, რომ.. ვერ ვიაზრებდი პირველს, რომ მეორე ტრაგედია მოდიოდა, მერე მესამე. რაღაც აუხსნელი პერიოდი იყო. ვერ გეტყვით, უფალმა ამისთვის როგორ მომამზადა.

  • ნატო გელაშვილი ბებიის ამპლუაში, ურთიერთობა რძალთან და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები 

ყველაზე დიდი დარტყმით დაიწყო. ჩემთვის ძმაც იყო, მეგობარიც და ყველაზე დიდი გულშემატკივარიც. ის იყო ერთადერთი, რომელშიც ნატო თავიდან ბოლომდე იყო ასახული."

24 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული გელა ჭოხონელიძე იყო. "დრო იყო, ოჯახი შემექმნა, იმ ასაკში მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა შვილი. გელა ჭოხონელიძე იმ კაფეში მუშაობდა, სადაც მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდიოდით. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სერიოზულ გრძნობებში გადაიზარდა. ის ქალი არ ვარ, რომელიც პირადის გარეშე ვერ იცხოვრებს. ნატომ, როგორც ქალმა, უკვე იცხოვრა. იმის გამო, რომ მარტო არ ვიყო და მქონდეს პირადი, ჩემს მორალში არ შედის" - იხსენებდა ნატო გელაშვილი.