„ცეკვა არ არის სოლო საქმიანობა; ეს ეხება კომუნიკაციას და იმას, თუ როგორ აირეკლავთ ერთმანეთს" - ანნა ციგანკოვა - Marao

„ცეკვა არ არის სოლო საქმიანობა; ეს ეხება კომუნიკაციას და იმას, თუ როგორ აირეკლავთ ერთმანეთს" - ანნა ციგანკოვა

2025-06-04 14:21:21+04:00

რაც თავი ახსოვს,  მუდამ მუსიკით იყო გარშემორტყმული - მამამისი წარმატებული პიანისტი იყო, ხოლო დედა, კამერული მუსიკის სპეციალიზაციას ეწეოდა.

ანნა ციგანკოვა

ანნა ციგანკოვა დაიბადა ნოვოსიბირსკში, სიბირის გულში, მუსიკოსების ოჯახში. მისი ორივე მშობელი, მაშინ ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტები, მუსიკოსები იყვნენ - მამა პიანისტი, ხოლო დედა კამერული მუსიკის სპეციალისტი. ბავშვობაში ანნა ხშირად ესწრებოდა მშობლების რეპეტიციებსა და გაკვეთილებს, თამაშობდა როიალის ქვეშ მოთავსებულ წყლის თასში, რომელიც ინსტრუმენტის ტენიანობის შესანარჩუნებლად იყო განკუთვნილი. ამ მუსიკალურმა გარემომ ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბა უნარი, მუსიკა ღრმად შეეგრძნო და გაეგო.

„ბავშვობაში ყოველთვის დავდიოდი რეპეტიციებსა და კერძო გაკვეთილებზე, განუწყვეტლივ ვუკრავდი. მუსიკა არის ენა, რომელსაც ბევრი სიღრმე აქვს, მათი გაგება მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილებით შეგიძლია", - ამბობს ცნობილი ბალერინა, ანნა ციგანკოვა.

anna

დაბადებიდანვე ცხადი იყო, რომ გოგონა ერთ დღეს მოცეკვავე გახდებოდა. დედა ციგურებით სრიალსა და ბალეტზე დადიოდა, ბებია ხალხურ ცეკვებს ასრულებდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ანა გამუდმებით ცეკვავდა, ყოფილი მოცეკვავის რჩევით, ის სამოყვარულო სკოლაში არ დადიოდა. ამის ნაცვლად, ბევრს თამაშობდა ქუჩაში და ექსპერტი იყო ცოცვასა და ფრანგულ ხტუნვაში. „საათობით შემეძლო სიმაღლეზე ხტომა“.        

  • ლეგენდარული ნინო რამიშვილის დაბადებიდან 115 წელი გავიდა: "ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, იმიტომ, რომ მამაჩემი უმეტესად გადასახლებაში იყო" 

anna

ბალეტთან ანნას პირველი შეხება ნოვოსიბირსკის ბალეტის აკადემიაში იყო, სადაც მან საფუძვლიანი განათლება მიიღო. შემდეგ სწავლა განაგრძო მონაკოში, პრინცესა გრასის კლასიკური ცეკვის აკადემიაში. მისი პროფესიული კარიერა დაიწყო მოსკოვის ბოლშოის თეატრში, სადაც ცნობილი ბალერინა რაისა სტრუჩკოვა იყო მისი მენტორი. 2004 წელს ანნა გადავიდა უნგრეთის ნაციონალურ ბალეტში, ხოლო 2007 წელს შეუერთდა ჰოლანდიის ნაციონალურ ბალეტს, სადაც დღემდე პრიმა ბალერინად საქმიანობს.

  • 84 წლის წლის ბალერინა: მადამ სუზელ პულის საოცარი ისტორია 

„ვმუშაობდი ფანტასტიკურ, ლეგენდარულ მწვრთნელებთან და შესანიშნავ ქორეოგრაფებთან. როდესაც ექვსწელიწად-ნახევრის შემდეგ წინსვლის დრო დადგა, ვიგრძენი, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. უნგრეთში ყველაფერი მომეცა, მაგრამ კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად ახალი გამოწვევები მჭირდებოდა“.

anna

ამბობს, რომ ნიდერლანდების ეროვნულმა ბალეტმა მას შემდგომი განვითარების თავისუფლება მისცა.

 „ამ თეატრთან ღრმა პირად კავშირს ვგრძნობ. აქ ბევრი შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ქორეოგრაფებთან, დირიჟორებთან და ცეკვის პარტნიორებთან“. 

  • "თავი ვერ შე­ვი­კა­ვე და ტი­რი­ლი და­ვი­წყე - რა­ტომ ტი­რიო?" - ლეგენდარული მედია ამირანაშვილის კარიერა და ცხოვრება 

ანას, როგორც მოცეკვავის, მთავარი მიზანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაა, ამიტომ მისი პარტნიორებიც - მათ შორის ჯოზეფ ვარგა, მეთიუ გოლდინგი, ჯეიმს სტაუტი და გიორგი ფოცხიშვილი - არ უნდა დარჩნენ უგულებელყოფილნი. „ცეკვა არ არის სოლო საქმიანობა; ეს ეხება კომუნიკაციას და იმას, თუ როგორ აირეკლავთ ერთმანეთს და უკავშირდებით უფრო მაღალ, უფრო ღრმა დონეზე. როგორც კი ამას აღმოაჩენთ... ჩემთვის ეს ყველაზე მაღალი მიღწევაა.“

  • TOP 10 ქართველი ბალერინა: ყველა დროის გამორჩეული სახეები

2017 წელს ანნამ აიღო პაუზა კარიერაში, რათა მომზადებულიყო შვილის დაბადებისთვის. 2018 წლის ოქტომბერში ის ბრწყინვალედ დაბრუნდა სცენაზე სპექტაკლით „კამელიების ქალბატონი“.

ანნა ციგანკოვას ცხოვრება და კარიერა არის შთაგონების წყარო, რომელიც გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მუსიკალური გარემოს გავლენითა და დაუღალავი შრომით ადამიანმა მიაღწიოს  უმაღლეს მწვერვალებს.