რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო მშობლები გახდნენ - რა დაარქვეს პატარას - Marao

რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო მშობლები გახდნენ - რა დაარქვეს პატარას

2025-05-27 13:02:52+04:00

მოცეკვავეების წყვილს, რატი გაჩეჩილაძესა და კარინა ლისენკოს, საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი პროფესიონალი მოცეკვავის სტატუსით უკვე არაერთი წელია პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წარმატებით მონაწილეობენ და ამ ხნის მანძილზე მაყურებლისთვის თავის შეყვარებაც შეძლეს. 

ახლახან წყვილს პირველი შვილ შეეძინა - გოგონას ემილია დაარქვეს. 

რატი გაჩეჩილაძე

რატის ოჯახში ცეკვა ტრადიციაა და ის მშობლების, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების ტრადიციას საკუთარ სტუდიაში აგრძელებს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა რატის ძმა, გიგი გაჩეჩილაძეც. ის საქართველოს სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის ამპლუაშიც ვიხილეთ. 

  • პირველი შვილის მოლოდინი და ახალი ფოტოები: რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს ოჯახური იდილია 

რატის და გიგის დაა შორენა გაჩეჩილაძე, ხოლო დის ქმარი - გოჩა ჩერტკოევი. წლების წინ რატი გოჩასთან და შორენასთან ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქ გეგმავდა სერიოზული კარიერის აწყობას, თუმცა საბოლოოდ მაინც საქართველოში ამჯობინა დაბრუნება.

რატომ და კარინამ ერთმანეთი 6 წლის წინ გაიცეს. მათ ერთმანეთთან საქმე აკავშირებდათ, თუმცა ეს საქმიანი ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში და მათ 2021 წელს იქორწინეს. 

  • ბედნიერი ოჯახი და პირველი შვილის მოლოდინი: რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს ოჯახური ბედნიერება 

„პირადში ყველაფერი კარგად არის. მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერად არის. ჩვენი სიყვარული 6 წელია, გრძელდება. ის უკვე ერთი წელია, ჩემი ცოლი გახდა. კარინა ჩემი ნომერ პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა.

  • სალომე ჭაჭუა ირლანდიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ვინ იქნება მისი მეწყვილე 

ოჯახში ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს. საერთოდ, პირად თემებზე ნაკლებად ვსაუბრობ. რაც მთავარია, მე და კარინას ბედნიერი ოჯახი გვაქვს და მომავალში შვილებიც გვეყოლება… კარინას გემრიელი ხელი აქვს. ყველაზე ძალიან მისი გაკეთებული ბორშჩი მიყვარს. როცა იტყვის, დღეს ბორშჩის ვაკეთებო, ვიცი, რომ სასწაული მელოდება…" - ამბობდა რატი.