26 მაისიდან შეიძინეთ მარო მაყაშვილის დღიური სპეციალურ ფასად „ბიბლუსის“ ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით - Marao

26 მაისიდან შეიძინეთ მარო მაყაშვილის დღიური სპეციალურ ფასად „ბიბლუსის“ ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით

2025-05-27 13:20:30+04:00

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად „პალიტრა L-მა“ გამოსცა მარო მაყაშვილის დღიურები, რომელიც 26 მაისიდან სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი „ბიბლუსის“ ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. 

ერთი კვირის განმავლობაში წიგნის ფასი 10 ლარი იქნება, ხოლო დღიურის ლიმიტირებული საკოლექციო გამოცემის შეძენას 35 ლარად შეძლებთ. 

წიგნ­ში შე­სუ­ლია მა­როს ჩა­ნა­ხა­ტე­ბი და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბიც, რომ­ლებ­საც ის თავის ჩა­ნა­წე­რებ­ში ახ­სე­ნებს. ეს გა­მო­ცე­მა კი­დევ ერთხელ გა­ა­ცო­ცხლებს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა; გო­გოს, რო­მელ­მაც გარ­დამ­ტეხ დროს თქვა, „მე იქ უნდა ვიყ­ვე, სა­დაც იღ­ვრე­ბა სის­ხლი და ცრემ­ლი თანამემამულეთაო.

მარო მა­ყაშ­ვი­ლი ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოა, ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პლი და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი. 1921 წლის 19 თე­ბერ­ვალს, ის მო­წყა­ლე­ბის და იყო, რო­მე­ლიც თა­ვი­სი დაჟი­ნე­ბუ­ლი სურ­ვი­ლით იდგა თბი­ლის­ში, იქ, სა­დაც ზარ­ბაზ­ნე­ბი ხმა­უ­რობ­დნენ. კი­დევ უფრო ადრე, 1918 წელს იყო მო­ზარ­დი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზა­ნი, ოც­ნე­ბა და გულისტკივილი ჰქონ­და. სწო­რედ ამ დროს ის წერ­და დღი­ურს, რომ­ლის ფურ­ცლებ­ზე არაერთი აუხ­დე­ნე­ლი ნატ­ვრა დარ­ჩა. მარო ჰყვებოდა თა­ვის ემო­ცი­ებ­ზე, სწავ­ლა­ზე, წიგ­ნებ­ზე, მოგზაურო­ბა­სა და მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე. ფიქ­რობ­და პო­ლი­ტი­კა­ზე და ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე, გვიზიარებ­და წუ­ხილს სა­ქარ­თვე­ლოს ბედ­ზე.

R