კიდევ ერთი ქართველი კანის წითელ ხალიჩაძე: ვინ არის კეიტი გიორგაძე და როგორ მოხვდა პრესტიჟულ საღამოზე? - Marao

კიდევ ერთი ქართველი კანის წითელ ხალიჩაძე: ვინ არის კეიტი გიორგაძე და როგორ მოხვდა პრესტიჟულ საღამოზე?

2025-05-27 15:37:30+04:00

მოდელობიდან დაწყებული, მედია კომპანიის ხელმძღვანელობით დამთავრებული, დღეს კეიტი დეგას გიორგაძე მოდისა და მედიის სამყაროში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

მილიონობით ერთგული მიმდევრის წყალობით, კეიტი სწრაფად გახდა თაობის  შთაგონების წყარო. იგი ძალისხმევის გარეშე წარმოაჩენს ჰარმონიას ევროპულ მარადიულ ხელოვნებასა და თანამედროვე კულტურის დინამიკურ, პროგრესულ სულისკვეთებას შორის.

ვინ არის კეიტი დეგას გიორგაძე და რატომ გიყვებით მის შესახებ?

ცოტა ხნის წინ სოციალური მედია მოცვია ქართველი ფოტომოდელის, თამუნა ვაშალომიძის გამოჩენამ კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე. ის ღონისძიებას ორი დღის განმავლობაში ესწრებოდა, მთავარ კაბას ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსი შეარჩია და სამზადისისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია გამომწერებსაც გაუზიარა.

თამუნა ვაშალომიძე არ იყო ერთადერთი ქართველი, რომელიც წელს ამ პრესტიჟულ ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით გამოჩნდა. კეიტი დეგას გიორგაძე ასევე იმყოფებოდა კანში და წითელ ხალიჩაზეც გაიარა. 

Katie_Degas_Giorgadze

Katie_Degas_Giorgadze

ალბათ, ბევრ თქვენგან მის შესახებ ბევრი არაფერი, ან საერთოდ არაფერი სმენია. კეიტი დეგას გიორგაძე საკუთარ წარმომავლობას ხაზს არასდროს უსვამს, აუდიტორიას, უმეტესად, ინგლისურ ენაზე ესაუბრება - მას მხოლოდ ინსტაგრამზე 1.1 მილიონი გამომწერი ჰყავს.

კეიტი დეგას გიორგაძე ცოტა ხნის წინ L'Officiel Baltic-ის გარეკანზე მოხვდა. რას ნიშნავს ეს? L'Officiel Baltic არის გამოცემა ლატვიაში, რომელიც კონცენტრირებულია მოდისა და თავის მოვლის სფეროზე. გამოცემამ ქართველ ინფლუენსერთან ინტერვიუც მოამზადა: 

- თქვენ გაქვთ ძლიერი აკადემიური გამოცდილება მოდის მენეჯმენტსა და ბიზნესში. როგორ ჩამოაყალიბა ამან თქვენი მიდგომა ინდუსტრიისადმი?

- მოდის მენეჯმენტისა და ბიზნესის შესწავლამ მთლიანად შეცვალა ჩემი წარმოდგენა მოდის შესახებ - საქმე მხოლოდ ნივთებში არ არის, არამედ მათ უკან მდგარ ისტორიებში, ოსტატობასა და ემოციებში.

- პარიზი მოდის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. როგორ იმოქმედა იქ ცხოვრებამ თქვენს სტილის აღქმაზე?

- პარიზში ცხოვრებამ ისე შემცვალა, რომ სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ - ეს ჩემი მოძრაობის მანერაში ჩანს, ჩაცმის სტილში, იმაში, თუ როგორ ვხედავ სილამაზეს პატარა დეტალებში. პარიზმა მასწავლა, რომ სტილი მხოლოდ იმას არ ნიშნავს, თუ რას ჩაიცვამ, არამედ იმასაც, თუ როგორ იცვამ მას - ძალისხმევის გარეშე, ოდნავ უადგილოდ... ეს მოდაზე მეტია; ეს არსებობის გზაა და ის ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნება.

katie

  • "ულამაზესი" - მარიამ სანოგოს დახვეწილი სტილი და ულამაზესი კადრები 

- როგორ ახერხებთ მოდის სფეროში მოდელის, შემოქმედისა და გავლენიანი ქალის როლის დაბალანსებას?

- არ მგონია, რომ ბალანსი ყველაფრის იდეალურად გაკეთებაში იყოს - საქმე ვნებაში, პრიორიტეტებსა და იმის ცოდნაშია, თუ როდის უნდა იჩქარო და როდის უნდა შეჩერდე. მიყვარს ჩემი საქმე. მე ჩემი ხედვის ერთგული ვრჩები, გარშემორტყმული ვარ შთამაგონებელი ადამიანებით და ვცდილობ, მოგზაურობით ისევე დავტკბე, როგორც მიღწევებით.

- თქვენ მრავალ მოდის დედაქალაქში ცხოვრობდით და მუდმივად მოგზაურობთ მსოფლიოში, ესწრებით ისეთ მნიშვნელოვან მაღალი დონის ღონისძიებებს, როგორებიცაა ვენეციისა და კანის კინოფესტივალები. სად გრძნობთ თავს ყველაზე კარგად?

  • ქერა წლის მთავარი ფერია - როგორ ირგებენ ანჯელინა ჯოლი, ბელა ჰადიდი და სხვა ვარსკვლავები მთავარ ტრენდს 

- გამიმართლა, რომ ამდენი წარმოუდგენელი ადგილი ვნახე, მაგრამ თავს ყველაზე კარგად ლოს-ანჯელესში ვგრძნობ. მიყვარს ენერგია, ამინდი, ხალხი და შემოქმედებისა და კულტურის ნაზავი. ამის მიუხედავად, პარიზს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სწორედ აქ შემიყვარდა მოდა, ავაშენე კარიერა და ვიპოვე ჩემი რიტმი. ამავდროულად, მოგზაურობა ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია და ყველა ქალაქი თავის კვალს ტოვებს ჩემზე. იქნება ეს ნიუ-იორკის ხმაური თუ სამხრეთ საფრანგეთის მაგია, სახლი არის ის ადგილი, სადაც შთაგონებას ვგრძნობ.

  • სეზონის ყველაზე გემოვნებიანი და მოდური გოგოებისთვის: ერთი რამ, რაც ყველას გარდერობში უნდა იყოს