"მინ­დო­და და გა­მო­ვე­დი! მე ვარ ახალ­გაზ­რდებ­თან!" - რას პასუხობს ნანი ბრეგვაძე კრიტიკას Open Air-ზე გამოსვლის შესახებ - Marao

"მინ­დო­და და გა­მო­ვე­დი! მე ვარ ახალ­გაზ­რდებ­თან!" - რას პასუხობს ნანი ბრეგვაძე კრიტიკას Open Air-ზე გამოსვლის შესახებ

2025-05-27 15:59:43+04:00

"რად­გან გა­მო­ვე­დი, ისე იგი მინ­დო­და და გა­მო­ვე­დი. მად­ლი­ე­რი ვარ მთე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის, მე ვარ ახალ­გაზ­რდებ­თან! სიმ­ღე­რა ნი­ჭი­ე­რად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, ახა­ლი რა­ღაც გა­მო­ვი­და და მე და­მა­ინ­ტე­რე­სა.

მად­ლი­ე­რი ვარ, ღმერ­თმა რომ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი მა­ჩუ­ქა ახალ­გაზ­რდე­ბის. ჩემი თა­ო­ბი­დან თით­ქმის ყვე­ლა წა­ვი­და. ახლა ეკას, ნა­ტა­ლი­ას მე­გობ­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ ეკას და ნა­ტა­ლი­ას შემ­დეგ კი­დევ ხომ მო­დის ახალ­გაზ­რდე­ბის თა­ო­ბა? ეს არის ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი! ჩვე­ნი დრო უკვე მთავ­რდე­ბა, მო­დის ახალ­გაზ­რდე­ბის დრო!" - ამის შესახებ მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ Ambebi.ge-ისთან ინტერვიუში ისაუბრა. 

ნანი ბრეგვაძე 2025 Tbilisi Open Air-ზე

24-25 მაისს Tbilisi Open Air განსხვავებული ფორმატით გაიმართა.  Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართული მუსიკალური ლეიბლები, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი და თბილისის წიგნის ბაზრობა. 

წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იყო იმით, რომ მასში მონაწილეობა უცხოელ შემსრულებლებს არ მიუღიათ, ორი დღის მანძილზე მისული მსმენელის წინაშე სრულად ქართული მუსიკოსები და ბენდები წარდგნენ. სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თა შო­რის იყ­ვნენ: პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ნანი ბრეგ­ვა­ძე, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი, გი­უ­ლი ჩო­ხე­ლი და გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი...

ფესტივალმა ხმაურის ფონზე ჩაიარა. ნინო სუხიშვილის კრიტიკული განცხადებისა თუ ერეკლე გეწაძის პერფორმანსის ფონზე, ბევრს საუბრობდნენ ნანი ბრეგვაძის შესახებაც. მიუხედავად იმისა, რომ მსმენელმა ნანი ბრეგვაძე სცენაზე დიდი სიყვარულით მიიღო და ასევე გააცილა, სოციალურ ქსელში უამრავი კრიტიკული კომენტარი დაიწერა. ამბობდნენ, რომ ნანი ბრეგვაძე მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა სარ უნდა იღებდეს. 

ნანი ბრეგვაძის ბიოგრაფია 

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 88 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. 

ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.

1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი, ხოლო 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ორერას“ სოლისტი იყო.

იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის ყოფილ სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში...გაგრძელება